ფორუმელი Moor Posted 2 მარტი, 2021 Posted 2 მარტი, 2021 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი თანამდებობიდან გადადგა. სუს-ში დღეს „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ ხოჯევანიშვილმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ალექსანდრე ხოჯევანიშვილი თანამდებობაზე 2019 წლის იანვარში დაინიშნა. იგი უწყებაში შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადავიდა, სადაც 2017 წლიდან გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობდა. მანამდე, 26 თებერვალს, პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომიდან ერთ კვირაში, თანამდებობიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავა გადაგა. ორი დღით ადრე, კი – 24 თებერვალს პოსტი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ დატოვა. ასევე წაიკითხეთ: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა