yushimitsuswixli Posted 19 დეკემბერი, 2020 Posted 19 დეკემბერი, 2020 ახლახანს სიზმარში გავიტანე ბანკი. ნბა კალათბურთელ სტივენ ადამთან ერთად და "სასტავთან" ერთად. რაღაც ცათამბჯენი იყო და ზედა სართულზე იყო საცავი. ავაფეთქეთ ეს შენობა, დაიხარა და ფასადზე სრიალით ჩამოვედით ფულის ტომრებით. რაღაც მომენტში პოლიცია მოგვსდევდა კიბეებზე და ერთი ტომარა გავუშვით ქვემოთ და შეჯახებისას სასაცილო ხმა გამოსცა. მერე დაქირავებულ ნიუ იორკის ძველებურ ყვითელ ტაქსში ჩავჯექით და ზესტაფონში გზაზე მდებარე ვულკანიზაციებთან შევჩერდით. იქ უნდა გადავმჯდარიყავით სხვა მანქანაში, მაგრამ ქართველი ტაქსისტი 20 წუთით იგვიანებდა. მე მანქანიდან გადმოსვლა არ მინდოდა დს ჩრდილში მივაყენებინე და დაველოდეთ. დედაჩემი მაინც უკმაყოფილებას გამოხატავდა ხოლმე. Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 19 დეკემბერი, 2020 Posted 19 დეკემბერი, 2020 ამფერი თემა მეც გავხსენი და რავიმე. წუხელ არც არაფერი დამსიზმრებიავო. ვაშა! Share on other sites More sharing options...
ფორუმელი მარიამ Posted 19 დეკემბერი, 2020 Posted 19 დეკემბერი, 2020 ქალი გავიცანი 2 შვილიშვილი ჰყავდა ერთად ვსეირნობდით ავტოფარეხის თავზე თოვლი ეყარა და ციგებით სრიალებდნენ ვიღაც კაცი ალამს აწევდა და ყველა ერთად ეშვებოდა უმეტესობა თავს ვერ იკავებდა და ვარდებოდა ზოგს მშობელი ხვდებოდა ქვემოთ და ხელში იჭერდა იმ ქალის ერთი შვილიშვილიც ეგრე გადმოვარდა ბებიას დაეცა და მოკლა :drug: სოფელში წავედი და ყველას ასლარიანებს ვჩუქნიდი სახლში კი ღუმელს ვერ ვანთებდი მილი არ ჰქონდა კვამლი რომ სადმე გასულიყო ფა ფოლგისგან/ქაღალდებისგან ვცდილობდი გაკეთებას :drug: კიდევ კარგი გამაღვიძეს Share on other sites More sharing options...
ფორუმელი მარიამ Posted 20 დეკემბერი, 2020 Posted 20 დეკემბერი, 2020 საშინელი სიზმარი ვნახე ახლაც ცუდად ვარ ქვეწარმავლების მეშინია ძალიან სადღაც ვიყავი მეგობართან ერთად იმან დაიძინა მე გასაირნება დავაპირე გზაა გავხედე სადმე ჰო არ არის-თქო ის უხსენებელი და სიმშვიდე იყო სოფელი იყო ვიწრო ასფალტიანი გზა და აქეთ-იქით მინდორი ღმერთოო რომ შემოვბრუნდი ყველგან იყვნენ ტელეფონიც არ მქონდა რომ დამერეკა და დამხმარებოდა ვინმე ძლივს გამოვაღწიე არ იცით რად დამიჯდა ფეხის გადაბიჯება და იმათი ყურება მინდა მალე დამავიწყდეს და მსგავსი სიზმარი აღარასდროს ვნახო Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Rossi Posted 20 დეკემბერი, 2020 Posted 20 დეკემბერი, 2020 დილით სახლში ვარ, მირეკავს გენ დირექტორი, სახლიდან რომ წამოხვალ ნიჩაბი წამოიღეო. ერთი ნიჩაბი ყოველთვის მაქვს სახლში. ავიღე ეს ნიჩაბი ჩავდე მანქანაში და წავედი სამსახურში, თან თავი გამოყოფილი აქვს ფანჯრიდან. ავედი, შევაღე კარი, სალამი, მოვიტანეთქო. მივედი ოთახის კუთხეში და ნიჩაბი მივაყუდე ფოცხთან და თოხთან ერთად. გამოვედი და გამოვიხურე კარი. ჩავდივარ კიბეზე.... და გამეღვიძა Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 20 დეკემბერი, 2020 Posted 20 დეკემბერი, 2020 ფსიქოლოგიაშია ჩემი ანალოგიური თემა და ამას შეუერთეთ)) Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Holden Caulfield Posted 21 დეკემბერი, 2020 Posted 21 დეკემბერი, 2020 სიზმარში თამას შევიჭერი ჯერ გადაპარსვას ვაპირებდი და მერე მაკრატლით ავიჭერი სარკეში რო ჩავიხედე გული გამისკდა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 21 დეკემბერი, 2020 Posted 21 დეკემბერი, 2020 თქვენს სიზმრებს მაინც წავიკითხავ, მე არაფერი მესიზმრება და... ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა