Jump to content
×
×
  • Create New...

ჩვენი ცინცხალი სიზმრები გავუზიაროთ ერთმანეთს რომ არ დაგვავიწყდეს 2 წუთის შემდეგ.


yushimitsuswixli
 Share

Recommended Posts

ახლახანს სიზმარში გავიტანე ბანკი.  ნბა კალათბურთელ სტივენ ადამთან ერთად და "სასტავთან" ერთად. რაღაც ცათამბჯენი იყო და ზედა სართულზე იყო საცავი. ავაფეთქეთ ეს შენობა, დაიხარა და ფასადზე სრიალით ჩამოვედით ფულის ტომრებით. რაღაც მომენტში პოლიცია მოგვსდევდა კიბეებზე და ერთი ტომარა გავუშვით ქვემოთ და შეჯახებისას სასაცილო ხმა გამოსცა. მერე დაქირავებულ ნიუ იორკის ძველებურ ყვითელ ტაქსში ჩავჯექით და ზესტაფონში გზაზე მდებარე ვულკანიზაციებთან შევჩერდით. იქ უნდა გადავმჯდარიყავით სხვა მანქანაში, მაგრამ ქართველი ტაქსისტი 20 წუთით იგვიანებდა. მე მანქანიდან გადმოსვლა არ მინდოდა დს ჩრდილში მივაყენებინე და დაველოდეთ. დედაჩემი მაინც უკმაყოფილებას გამოხატავდა ხოლმე.

Share on other sites

  • ფორუმელი

ქალი გავიცანი 2 შვილიშვილი ჰყავდა ერთად ვსეირნობდით ავტოფარეხის თავზე თოვლი ეყარა და ციგებით სრიალებდნენ

ვიღაც კაცი ალამს აწევდა და ყველა ერთად ეშვებოდა უმეტესობა თავს ვერ იკავებდა და ვარდებოდა ზოგს მშობელი ხვდებოდა ქვემოთ და ხელში იჭერდა 

იმ ქალის ერთი შვილიშვილიც ეგრე გადმოვარდა ბებიას დაეცა და მოკლა :drug: 

სოფელში წავედი და ყველას ასლარიანებს ვჩუქნიდი სახლში კი ღუმელს ვერ ვანთებდი მილი არ ჰქონდა კვამლი რომ სადმე გასულიყო ფა ფოლგისგან/ქაღალდებისგან ვცდილობდი გაკეთებას :drug: 

კიდევ კარგი გამაღვიძეს 

Share on other sites

  • ფორუმელი

საშინელი სიზმარი ვნახე ახლაც ცუდად ვარ :help:

ქვეწარმავლების მეშინია ძალიან 

სადღაც ვიყავი მეგობართან ერთად იმან დაიძინა მე გასაირნება დავაპირე გზაა გავხედე სადმე ჰო არ არის-თქო ის უხსენებელი და სიმშვიდე იყო

სოფელი იყო ვიწრო ასფალტიანი გზა და აქეთ-იქით მინდორი

ღმერთოო

რომ შემოვბრუნდი ყველგან იყვნენ ტელეფონიც არ მქონდა რომ დამერეკა და დამხმარებოდა ვინმე

ძლივს გამოვაღწიე არ იცით რად დამიჯდა ფეხის გადაბიჯება და იმათი ყურება

:help::help::help:

მინდა მალე დამავიწყდეს და მსგავსი სიზმარი აღარასდროს ვნახო 

Share on other sites

  • ფორუმელი

:sleep:

დილით სახლში ვარ, მირეკავს გენ დირექტორი, სახლიდან რომ წამოხვალ ნიჩაბი წამოიღეო.

ერთი ნიჩაბი ყოველთვის მაქვს სახლში.

ავიღე ეს ნიჩაბი ჩავდე მანქანაში და წავედი სამსახურში, თან თავი გამოყოფილი აქვს ფანჯრიდან.

ავედი, შევაღე კარი, სალამი, მოვიტანეთქო. მივედი ოთახის კუთხეში და ნიჩაბი მივაყუდე ფოცხთან და თოხთან ერთად. გამოვედი და გამოვიხურე კარი.

ჩავდივარ კიბეზე.... და გამეღვიძა :bis:

Share on other sites

  • ფორუმელი

სიზმარში თამას  შევიჭერი

ჯერ გადაპარსვას ვაპირებდი და  მერე მაკრატლით ავიჭერი 

სარკეში რო ჩავიხედე გული გამისკდა 

:facepalm:

:hi:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   25 all people including: 1 წევრი, 4 ანონიმური, 20 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • t-90
    • Googlebot(1)
    • YandexBot(2)