Jump to content
×
×
  • Create New...

საქსტატი: თებერვალში წლიური ინფლაცია 3.6% იყო


Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში, წლიურმა ინფლაცია 3.6% იყო, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 1.1%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 6.2%-ით გაიზარდა; ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 9.8%-ითაა მომატებული; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 12.3%-იანი ზრდა; ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე – 8.1%-იანი ზრდა; საცხოვრებელი, წყალი, ელექტრო ენერგია, აირი – 21.52%-იანი კლება.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა კი – შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ განაპირობა: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.1%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (2.5%-იანი ზრდა); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (3.7-იანი ზრდა).

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share