Jump to content
×
×
  • Create New...

კომენდანტის საათის დროს გამართული წვეულების გამო ქართული ოცნება მწვავედ გააკრიტიკეს


Recommended Posts

  • ფორუმელი

ქართული ოცნება მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც მედიით ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ მმართველი პარტიის ლიდერები 23 თებერვალს, ღამით, სწორედ იმ დღეს, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს, წვეულებას მართავენ.

ვიდეოში, რომელიც ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა, ქართული ოცნების წევრები და მისი ლიდერები, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე ჩანან, რომლებიც, სავარაუდოდ, წყნეთში მდებარე მდიდრულ სახლში, რომელიც მმართველი პარტიის მილიონერი დეპუტატის ანტონ ობოლაშვილის საკუთრებაა, წვეულებას მართავენ.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, წვეულებას, რომელიც კომენდანტის საათის დროსაც გაგრძელდა, სხვა დეპუტატებიც და ობოლაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენებიც შეუერთდნენ.

სწორედ იმ დღეს, პოლიციამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარა და პარტიის ლიდერი ნიკა მელია დააკავა, რამაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა და ქუჩის საპროტესტო აქციები და საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია.

უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ქართული ოცნების მიერ შემოღებული კომენდანტის საათის დარღვევა რიგით მოქალაქეებს 2 000 ლარიან ჯარიმად უჯდებათ.

კომენდანტის საათი ნოემბრის ბოლოს შევიდა ძალაში  და მიუხედავად უამრავი მოწოდებისა, ხელისუფლება მის მოხსნას არ გეგმავს. ოპონენტების თქმით, კომენდანტის საათმა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედა და მათი ბიზნესებიც აზარალა. ის მათ გამოხატვის თავისუფლებასაც უზღუდავს, ვინაიდან რთულდება  ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე დასწრება. ხელისუფლება კომენდანტის საათის საჭიროებასა და მობილობის შემცირებას ვირუსის გავრცელების შენელების აუცილებლობით ხსნის.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვალს შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნის შესახებ განაცხადა, გარდა კომენდანტის საათისა, რომელიც განუსაზღვრელი დროით გაგრძელდა.

დეპუტატი ორი დაბადების თარიღით

წვეულების ღამეს ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საუბრისას, დეპუტატმა ობოლაშვილმა განაცხადა, რომ სტუმრები მის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ და არა მელიას დაკავებას. ვიდეოში ჩანს როგორ ულოცავს თბილისის მერი კახა კალაძე წვეულების დატოვებისას ობოლაშვილს, რაც ამ უკანასკნელი ვერსიას ამყარებს.

თუმცა, დეპუტატის დაბადების თარიღმა მალე სოციალურ მედიაში უთანხმოება გამოიწვია.  რამდენიმე მომხმარებელმა ობოლაშვილის ძველი პირადობის ასლები გამოაქვეყნა, რომლებიც ადასტურებენ, რომ ის მართლაც 23 თებერვალს დაიბადა, სხვა ღია ოფიციალური მონაცემებით კი, მათ შორის, პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციით, დეპუტატს დაბადების დღე 1 მარტს აქვს.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share