Guest Georgia Posted 28 თებერვალი, 2021 Posted 28 თებერვალი, 2021 ტოქსიკურ პოზიტიურობას უამრავი ფორმა აქვს. ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, თავადაც გამოგიცდიათ: როდესაც რაიმე ცუდი ხდება, მაგალითად, კარგავთ სამსახურს, ადამიანები გეუბნებიან: "შეინარჩუნე პოზიტივი" ან "დადებითი მხრიდან შეხედე". მსგავსი კომენტარებით ხშირად თანაგრძნობის გამოხატვა სურთ, თუმცა ამით არ გაძლევენ შესაძლებლობას, რომ გაუზიაროთ ის, რასაც განიცდით; როდესაც ვინმე მნიშვნელოვანს კარგავთ, ადამიანები გეუბნებიან: "ყველაფერი მიზეზის გამო ხდება". მართალია, აღნიშნული ფრაზის ავტორებს ხშირად სჯერათ, რომ თანაგრძნობას გამოხატავენ, მაგრამ ამ სიტყვებით სხვა ადამიანის ტკივილის თავიდან არიდებასაც ცდილობენ; როდესაც იმედგაცრუებას ან სევდას გამოხატავთ, ვიღაც გეუბნებათ, რომ "ბედნიერება თავად უნდა აირჩიო". ეს ფრაზა, თავის მხრივ, იმასაც გულისხმობს, რომ უარყოფითი ემოციებიც თქვენი არჩევანია და თქვენი ბრალია, მათ ბედნიერება რომ არ ამჯობინეთ. მსგავსი ფრაზები ხშირად კარგი განზრახვითაა ნათქვამი, თუმცა მაინც საზიანოა. საუკეთესო შემთხვევაში, ეს ბანალური ფრაზები სხვა ადამიანების გრძნობებისგან თავის დაძვრენის საშუალებაა, რათა მათთან გამკლავება არ მოგიწიოთ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მსგავსი ფრაზები იმ ადამიანების შერცხვენასა და დადანაშაულებას ემსახურება, რომლებსაც ძალიან რთულ სიტუაციებთან უწევთ გამკლავება. ტოქსიკური პოზიტიურობა ადამიანებს ართმევს იმ გულწრფელ მხარდაჭერას, რომელიც სირთულეებისთვის თავის გასართმევად სჭირდებათ. ფოტო: Noha El-Gendi / Dribbble რატომაა საზიანო ტოქსიკური პოზიტიურობა აზიანებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრების რთულ პერიოდში გულწრფელი და ადამიანური ემოციების გაზიარებისა და უპირობო მხარდაჭერის მიღება სჭირდებათ. ამის ნაცვლად კი მათ ემოციებს ხშირად არაფრად აგდებენ. იწვევს სირცხვილს ადამიანებმა, რომლებიც იტანჯებიან, აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ მათი ემოციები ვალიდურია, მაგრამ მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან დახმარებასა და სიყვარულს მაინც მიიღებენ. ამის ნაცვლად, ტოქსიკური პოზიტიურობა მათ აფიქრებინებს, რომ, წესით, მსგავს ემოციებს არ უნდა განიცდიდნენ. აჩენს დანაშაულის გრძნობას ტოქსიკური პოზიტიურობა ადამიანებს აფიქრებინებს, რომ თუ ტრაგედიის მიუხედავად, პოზიტივის შენარჩუნებას ვერ ახერხებენ, რაღაცას არასწორად აკეთებენ. უგულებელყოფს ადამიანის გულწრფელ ემოციებს ტოქსიკური პოზიტიურობა თავის არიდების ერთგვარი მექანიზმია. ადამიანები მსგავს ქცევას ისეთი ემოციური სიტუაციების დროს მიმართავენ, რომლებიც თავს არაკომფორტულად აგრძნობინებთ. ხანდახან იმავე მიდგომას საკუთარი თავის მიმართაც ვიყენებთ. როდესაც კომპლექსურ ემოციებს განვიცდით, მათ უბრალოდ უარვყოფთ. ხელს უშლის პიროვნულ ზრდას ტოქსიკური პოზიტიურობა გვეხმარება, თავიდან ავირიდოთ მტკივნეული გრძნობები, მაგრამ, ამასთანავე, ნებას არ გვაძლევს, შევეჭიდოთ რთულ განცდებს, რომლებსაც, საბოლოოდ, პიროვნულ ზრდამდე მივყავართ. "Good vibes only" - აღნიშნული მანტრა Covid-19-ის პანდემიის ფონზე, ბევრისთვის განსაკუთრებულად გამაღიზიანებელი გახდა. პანდემიის დროს ადამიანები ისეთი სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ, როგორებიცაა: ავადმყოფობა, ლოქდაუნი, სახლში დარჩენის მოწოდებები, ბიზნესის გაჩერება, სახლიდან მუშაობა, ბავშვების შინ სწავლებასთან დაკავშირებული გამოწვევები, სამსახურის დაკარგვა და ფინანსური პრობლემები. ადამიანებს არა მხოლოდ ცხოვრების სტილის რადიკალურ ცვლილებებთან, არამედ რთულ და მრავალხმრივ ტრავმულ პერიოდში პროდუქტიულობისა და პოზიტივის შენარჩუნების წნეხთან გამკლავებაც უწევთ. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის 2020 წლის კვლევის, "სტრესი ამერიკაში" მიხედვით, 18 წლამდე ბავშვებთან ერთად მცხოვრები ამერიკელი ზრდასრულების 46%-მა პროცენტმა განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდი მათთვის ძალიან სტრესული აღმოჩნდა. რთული გამოცდილებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩენისას, ოპტიმიზმის შენარჩუნება შესაძლებელია. ამის მიუხედავად, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს არც პოზიტივის შენარჩუნებისკენ უნდა მოუწოდოთ და არც ის უნდა აგრძნობინოთ, რომ შესაძლოა, სხვებმა ისინი დადებითი განწყობის არქონის გამო განსაჯონ. ტოქსიკური პოზიტიურობის ნიშნები ტოქსიკური პოზიტიურობა ხშირად უჩინარია, თუმცა ნიშნების შემჩნევის სწავლა მსგავსი ქცევის გამოვლენაში დაგეხმარებათ. ასეთი ნიშნებია: პრობლემებისთვის თვალის გასწორების მაგივრად - მათი უგულებელყოფა; სევდის, სიბრაზის ან იმედგაცრუების განცდის გამო გაჩენილი დანაშაულის გრძნობა; თქვენი ნამდვილი გრძნობების სოციუმში მიღებული პოზიტიური ფრაზების მიღმა დამალვა; თქვენი ნამდვილი გრძნობების დამალვა ან შენიღბვა; სხვების გრძნობებისთვის თავის მაქსიმალურად არიდება, რადგან ისინი არაკომფორტულია; ადამიანების დაძრახვა მაშინ, როდესაც პოზიტივის შენარჩუნებას ვერ ახერხებენ; მტკივნეული ემოციების პირისპირ აღმოჩენისას მუდმივად უშფოთველობის შენარჩუნებისა და მათი თავიდან მოშორების მცდელობა. როგორ ავიცილოთ ტოქსიკური პოზიტიურობა თავიდან თუ ტოქსიკური პოზიტიურობა სხვების მხრიდან გამოგიცდიათ ან საკუთარ თავში აღმოგიჩენიათ, არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც ჯანსაღი და მხარდაჭერის გამოსახატად უკეთესი მიდგომის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. მართეთ თქვენი ნეგატიური ემოციები, მაგრამ არ უგულებელყოთ ისინი შეუკავებლობის შემთხვევაში, ნეგატიურ ემოციებს სტრესის გამოწვევა შეუძლიათ, თუმცა ეს ემოციები მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროცაა, რომელიც ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში დაგეხმარებათ. იყავით რეალისტები და მიიღეთ გრძნობები, რომლებსაც განიცდით სტრესულ სიტუაციაში დაძაბულობა, მღელვარება და შიშიც კი ნორმალურია. ნუ გექნებათ საკუთარი თავისგან ზედმეტად ბევრის მოლოდინი. კონცენტრირდით თავის მოვლასა და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ერთზე მეტი ემოციის განცდა ნორმალურია გამოწვევის წინაშე მყოფი, შესაძლოა, ერთდროულად ნერვიულობდეთ კიდეც და წარმატების მიღწევის იმედიც გქონდეთ. თქვენი ემოციები იმდენადვე კომპლექსურია, რამდენადაც თავად სიტუაცია. კონცენტრირდით სხვების მოსმენასა და მხარდაჭერის გამოხატვაზე როდესაც ვინმე რთული განცდების გადმოცემას ცდილობს, გაცვეთილი ფრაზებით მათ უგულებელყოფას ნუ შეეცდებით. ამის მაგივრად, აგრძნობინეთ, რომ მათი განცდები ნორმალურია და მზად ხართ, მოუსმინოთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს გრძნობებს სოციალურ ქსელებში "პოზიტიური" შინაარსის ექაუნთები ხშირად შთაგონების წყაროა, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, რას გრძნობთ მსგავსი კონტენტის გაცნობის შემდეგ. თუ განწყობის ასამაღლებელი პოსტების წაკითხვის შემდეგ სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა გაქვთ, ეს, შესაძლოა, ტოქსიკური პოზიტიურობის ბრალი იყოს. ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია, საკუთარ თავს სოციალური ქსელების მოხმარება შეუზღუდოთ, ან მსგავს ანგარიშებს გამოწერა გაუუქმოთ. მიეცით თავს თქვენი ემოციების შეგრძნების უფლება. რთული ემოციების თავიდან არიდების ნაცვლად, განიცადეთ ისინი. ეს ემოციები ნამდვილი, ვალიდური და მნიშვნელოვანია. ისინი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავენ და გეხმარებათ იმის გაცნობიერებაში, რაც სიტუაციის შესაცვლელად გჭირდებათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის თქვენი ემოციების კარნახით უნდა იმოქმედოთ. ზოგჯერ მნიშვნელოვანია, ემოციებს თვალი გაუსწოროთ და, მოქმედებაზე გადასვლამდე, თქვენს თავს ამ ემოციების გადამუშავებისთვის გარკვეული დრო მისცეთ. როდესაც სირთულეების წინაშე აღმოჩნდებით, ეცადეთ, თქვენი ემოციები პროდუქტიული გზებით გამოამჟღავნოთ. დაიწყეთ დღიურის წერა. დაელაპარაკეთ მეგობარს. კვლევის მიხედვით, თქვენი გრძნობების თუნდაც სიტყვიერად გადმოცემა ნეგატიური ემოციების შესუსტებას იწვევს. ტოქსიკური ფრაზები: უბრალოდ, შეინარჩუნე პოზიტივი! მხოლოდ პოზიტიური ემოციები! უარესიც შეიძლებოდა, მომხდარიყო; ყველაფერი რაიმე მიზეზის გამო ხდება; წარუმატებლობა დაუშვებელია; ბედნიერება თავად უნდა აირჩიო. არატოქსიკური ალტერნატივები: მზად ვარ, მოგისმინო! შენთან ვარ, რაც არ უნდა მოხდეს. ალბათ, ძალიან რთულია. ხანდახან ცუდი რაღაცები ხდება. როგორ შემიძლია დაგეხმარო? წარუმატებლობა ხშირად ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შენი გრძნობები ვალიდურია. ტოქსიკური პოზიტიურობა ხშირად უჩინარია და, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, მსგავსი ფიქრები ყველას გვქონია. ტოქსიკური პოზიტიურობის ამოცნობის უნარი რთულ პერიოდში მისგან თავის დაღწევასა და გულწრფელი მხარდაჭერის გაცემასა თუ მიღებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, შეამჩნიოთ ტოქსიკური ფრაზები და საკუთარ თავსა და სხვებს პოზიტიური და ნეგატიური ემოციების თავისუფლად განცდის შესაძლებლობა მისცეთ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Windmühle Posted 15 მარტი, 2021 Posted 15 მარტი, 2021 რეალურად რთულ სიტუაციაში უბრალოდ რეალობა უნდა მივიღოთ ისეთი როგორიცაა და არ სჭირდება სიტუაციას გალაითება და დადებითი მომენტების ძებნა. რეალობა ყველაზე მეტად გვაბრუნებს სწორ სავალ გზაზე. Share on other sites More sharing options...
Guest EXTRA-TERRESTRIAL KID Posted 23 მარტი, 2021 Posted 23 მარტი, 2021 საშინელებაა. ისევ ნეგატივი თუ არ სჯობდეს Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 1 აგვისტო, 2021 Posted 1 აგვისტო, 2021 On 3/15/2021 at 6:57 PM, Windmühle said: რეალურად რთულ სიტუაციაში უბრალოდ რეალობა უნდა მივიღოთ ისეთი როგორიცაა და არ სჭირდება სიტუაციას გალაითება და დადებითი მომენტების ძებნა. თუ ეს დადებითი მომენტები რეალურია და არა მოგონილი, რატომ არ უნდა მოვძებნოთ? ეს ხოლ რეალობისთვის თვალის გასწორების ნაწილია? და დადებითი მომენტები კიდევ ყველა სიტუაციას აქვს. დადებითის და უარყოფითის ცნებების ხშირი გადახედვაც კარგი იდეაა. ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Katie Posted 14 დეკემბერი, 2021 Posted 14 დეკემბერი, 2021 აუ თვითონ ტერმინი არის სასწაული - ტოქსიკური პოზიტივიზმი მიყვარს 'nothing ever happened, not even this' Share on other sites More sharing options...
ფორუმელი მთვარის ძმადნაფიცი Posted 11 იანვარი, 2022 Posted 11 იანვარი, 2022 უყურე შენ?! მე მასეთ ადამიანებს უბრალოდ პროჭებს ვეძახდი და აგერ რა კარგი, ზრდილობიანი და დახვეწილი ცნება მოუფიქრებიათ - ტიქსიკურად პოზიტიური. ტოქსიპოზი. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა