Jump to content
×
×
  • Create New...

ინფორმაცია ნადირობაზე


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ინფორმაცია ნადირობაზე

ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) - კანონით დადგენილ შემთხვევებში (სამონადირეო მეურნეობებში). 

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა შესაძლებელია სამონადირეო მეურნეობების გარეთაც.


ნადირობა აკრძალულია:

ნადირობა აკრძალულია საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. ნადირობა ასევე აკრძალულია სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე. აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი); სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი); სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი.

 

ნადირობის აკრძალული მეთოდები:


აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობისას:

მცენარეული საფარის დაწვა; 

გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; 

ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება; 

ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; 

 

ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით; 

 

სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.

 

 

ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლების ასევე, სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება, ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში. 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით, ნადირობის სეზონის ფარგლებში, 24 საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ  მთელი საქართველოს მასშტაბით. 

 

მოქალაქეებმა კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.         

 

ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით

 №  ლათინური დასახელება / ქართული დასახელება / ვადები / გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები 

სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ

 

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა

 

1. Anser anser  რუხი ბატი  01.11 – 01.03 5 ცალი

 

2. Mareca strepera (Anas strepera) რუხი იხვი  01.11 – 01.03 3 ცალი

 

3. Anas crecca  ჭიკვარა (სტვენია იხვი)  01.11 – 01.03 5 ცალი

 

4. Anas platyrhynchos  გარეული იხვი  01.11 – 01.03 6 ცალი

 

5. Spatula querquedula (Anas querquedula) იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)  01.11 – 01.03 3 ცალი

 

6. Spatula clypeata (Anas clypeata)  ფართოცხვირა  (განიერნისკარტა) იხვი  01.11 – 01.03 3 ცალი

 

7 .Fulica atra  მელოტა  01.11 – 01.03 6 ცალი

 

8 .Anas acuta  კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი  01.11 – 01.03 3 ცალი

 

9. Mareca penelope (Anas penelope) თეთრშუბლა იხვი  01.11 – 01.03 6 ცალი

 

10. Anser albifrons  დიდი თეთრშუბლა ბატი  01.11 – 01.03 5 ცალი

 

11. Aythya ferina  წითელთავა ყვინთია  01.11 – 01.03 3 ცალი

 

12. Aythya fuligula  ქოჩორა ყვინთია  01.11 – 01.03 5 ცალი

 

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, 
ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების 
ტერიტორიებზე

 

1.  Anser anser  რუხი ბატი  10.09 – 31.12 3 ცალი

 

2.  Mareca strepera  (Anas strepera)   რუხი იხვი  10.09 – 31.12 2 ცალი

 

3. Anas crecca  ჭიკვარა (სტვენია იხვი)  10.09 – 31.12 3 ცალი

 

4. Anas platyrhynchos  გარეული იხვი  10.09 – 31.12 5 ცალი

 

5. Spatula querquedula (Anas querquedula)  იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)  10.09 – 31.12 2 ცალი

 

6. Spatula clypeata (Anas clypeata)  ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი  10.09 – 31.12 2 ცალი

 

7. Fulica atra  მელოტა  10.09 – 31.12 5 ცალი

 

8. Anas acuta  კუდსადგისა  (ბოლოსადგისა) იხვი  10.09 – 31.12 2 ცალი

 

9. Mareca penelope (Anas penelope) თეთრშუბლა იხვი  10.09 – 31.12 3 ცალი

 

10. Anser albifrons  დიდი თეთრშუბლა ბატი  10.09 – 31.12 3 ცალი

 

11. Aythya ferina  წითელთავა ყვინთია  10.09 – 31.12 2 ცალი

 

12. Aythya fuligula  ქოჩორა ყვინთია  10.09 – 31.12 3 ცალი

 

სხვა ფრინველები

 

1  Scolopax rusticola  ტყის ქათამი  01.10 – 01.03 5 ცალი

 

2  Gallinago gallinago  ჩიბუხა  აგვისტოს მეოთხე  შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი

 

3  Coturnix coturnix  მწყერი  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 20 ცალი

 

4  Columba palumbus  ქედანი  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი

 

5  Columba livia  გარეული მტრედი  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი

 

6  Columba oenas  გულიო (გვიძინი)  აგვისტოს მეოთხე  შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი

 

7  Streptopelia turtur  ჩვეულებრივი გვრიტი  აგვისტოს მეოთხე  შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი

 

8  Crex crex  ღალღა  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი

 

9  Lymnocryptes minimus  ჩიბუხელა (გარშნეპი)  აგვისტოს მეოთხე  შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი


განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის _  ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევე უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არასაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო, შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, მუნიციპალიტეტი),  სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033; ახმეტისათვის 3 0054 3033; რუსთავისათვის 3 0006 3033; ქუთაისისთვის 3 0018 3033, ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ.

წყარო: გარემოს დაცვის სამინისტრო

როცა განახლდება, მეც განვაახლებ

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2020 წელს აგვისტოს მეოთხე შაბათს (22 აგვისტოს) დაიწყება

ნადირობის სეზონი აგვისტოს მე-4 შაბათს გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე და მონადირეთა უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო. ნადირობის სეზონის აღნიშნულ დროს დაწყება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს ემსახურება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, წლევანდელი სეზონისთვის ცვლილებები განხორციელდა შემდეგი მიმართულებებით:
ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე მყოფ, გამრავლებულ/მოშენებულ ცხოველებზე ზიანისა და სტრესის თავიდან აცილების მიზნით, აიკრძალა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე ნადირობა.

 

ჩვეულებრივი გვრიტის (Streptopelia turtur) სახეობის პოპულაციის შემცირების გამო, მისი დღიური მოპოვების ლიმიტი შემცირდა  10 ინდივიდიდან 5-მდე. 

 

2020-2021 წლების სანადირო სეზონისთვის შეიცვალა ტყის ქათამზე (Scolopax rusticola) ნადირობის ვადა და განისაზღვრა 1 ოქტომბრიდან (ნაცვლად 15 ოქტომბრისა) 1 მარტამდე პერიოდით, ვინაიდან, ბოლო წლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, დაფიქსირებულია ამ სახეობის  15 ოქტომბერზე ადრე შემოსვლა. ტყის ქათამზე ნადირობის დასრულების ვადა, 1 მარტი, დარჩა უცვლელი, რადგან დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ტყის ქათამზე ნადირობა, ძირითადად, თებერვლის თვეში წარმოებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ტყის ქათმის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება არ არის დაფიქსირებული. 

 

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033

 

ვრცლად, ნადირობის აკრძალული მეთოდებისა და ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით, ასევე, განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის იხილეთ: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/26825?fbclid=IwAR1YvOEW2fEozh8m72W95kJ05kjOHxLsFHulAvrAxC4wczz8D8JU_vQnZb8  

 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share