Jump to content
×
×
  • Create New...

ბოლოს ნანახი სპექტაკლები


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

რა და სად ნახეთ?

მოგეწონათ?

მოკლედ ამ თემაში თეატრის მოყვარულები ვიკრიბებით :love:

ცრუ განგაში. ცხრა მთას იქით  ვნახე სამეფო უბნის თეატრში ბოლოს, შარშან თებერვალში მგონი, ან იქნებ 2019 ის დეკემბერშიც... ხო და იუმორი შესრულება, ესთეტიკა, კონცეპტი, ვისიამოვნე მახსოვს, როგორც კი თეატრები გაიხსნება აუცილებლად წავალ, თქვენ რას გეგმავთ? მომენატრა თეატრის სურნელი და მისტიური სამყარო ღმერთო რა მაგარია რომ მარტიდან ისევ გვექნება შესაძლებლობა ვისხდეთ დარბაზში სიბნელეში და უბრალოდ ვიკაიფოთ...

ფრეკენ ჯული მინდა ვნახო ქეთი  შარვაშიძეთი მთავარ როლში, სტრინდბერგით გაზაფხულის დაწყება ნამდვილად კაი იდეა უნდა იყოს :love:  

 

 

92134557_10158310801731103_1308806350477721600_n.jpg

Edited by cosmia

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ბოლოს ვიყავი ამ სპექტაკლზე.  ნუ ამათზე კარგი მსახიობები,  ცოტა მეგულება ქართულ თეატრში, სამივე ძაან მიყვარს, მაგრამ სპექტაკლი - ნონსენსი. ბოლომდე მჯეროდა რამე საინტერესო მოხდებოდა და მომხოდავდა ცოტა, ამანერვიულებდა, ამაწრიალებდა ინტერესით, ემოციური თვალსაზრისით უნდა ავეღელვებინე კიდეც, მითუმეტეს რომელი აღელვებები მიჭირს მე, მაგრამ არა რაა, ბოლოს სკამზე ვწრიალებდი კი, რო მალე დასრულებულიყო. აქედან გავაკეთე დასკვნა, რომ კარგი მსახიობი მარტო ვერაფერს შეძლებს, თუ სცენარი არის დებილიზმი.

image.thumb.jpeg.9c61e79985e9b940a28a75e348f60060.jpeg

Share on other sites

  • ფორუმელი

ოიდიპოს მეფე:facepalm:

ისეთი კლეობა იყო ღმერთმანი (?!) ბადეზე ვპოსტაობდი პარალელურად.

ზოგადად, ექპესრიმენტებისადმი ღია ვარ, მაგრამ გამართლებული ხო უნდა იყოს? - სრული აჯაფსანდალი.

სპოილერი:

Spoiler

ენა - ნარევი. თან ვითარმედ, წარწყმედა, ასტამნი უხეთქნები" და თან ჩვეულებრივივით.

პარალელურად, ტვ-შოუში, გვარამიას სტილში იყვნენ ოიდიპოსი და მისი ცოლისძმა.:drug:

სპექტაკლი გაიხსნა, კოვიდ სკაფანდრებში ჩაცმული კამანდის შემოსვლით და ანტისეპტიკის ჭავლით. და პროცესშიც ხელები ისპირტეს კიდევ.

ჰიპერტროფირებული თამაშის მანერა და ზედოზირებული დრამა, ოხვრა და ა.შ ოკ. სექსის სცნები ცალკე ქრინჯობა, + ამას, ბასიანის გულაობები და პრიხოდები გაეძრო, ვიღაც გაუგებარი "გეი" ტიპი დაგრძელებული ფრჩხილებით. ვაბშე არაფერ შუაში, ფრანგი გუვერნიორის და ბავშვის ჩამოტარება ფღანგული სიმღერით:lol: პრინტერებიდან რაღაცებს უბეჭდავდნენ ერთმანეთს და ბოლოს მაინც არაფერი არ გაირკვა.

მერე ქიუარკოდებით ხმა მივეცით დასრულებულიყო თუ არა სპექტაკლი, გაგრძელება მოითხოვა უმეტესობამ და მაინც ღიად და დებილურად დაასრულეს. რაღაც ტუპოი იუმორით:down:

იმდენად გამაღიზიანა, ზრდილობის გამოც არც ფეხზე წამოვმდგარვარ და არც ტაში დამიკრავს. მარტო -კასრაძეზე დავუკარი.

არ გირჩევდით ნახვას, მაგრამ ზოგს მოეწონა. "ბის" და "ბრავოების" ყვირილით გაიგიჟეს თავები, ოღონდ არ ვარ დარწმუნებული მართლა მოეწონათ ეს ქრინჯობა თუ ვერაფერი ვერ გაიგეს და პროსტა :facepalm:

 

 

 

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი

კარგია 

გააგრძელეთ განხილვები 

მინდა თეატრში სიარული დავიწყო!

This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

  • ფორუმელი

ბოლოს ფედრა ვნახე

 

დავიკარგე, გავშრი, ავივსე, გადავივსე სახე ამეხა. 

 

ახვანაირად რომ მომკლათ ვერ ავღწერ. 

 

ათონელის თეატრში მინდა წასვლა, მაინტერესებს ახალგაზრდების შესრულება. ვინმე თუ იყავით ამ ბოლო დროს გაგვიზიარეთ ♡

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share