Jump to content
×
×
  • Create New...

ცენტრალური გათბობა


Moor
 Share

Recommended Posts

20 საათის წინ, Darkness said:

You're welcome. 

ისე რა პრობლემა იყო, ხელოსანი გამოიძახეთ?

ხო, ღია სივრცეში იყო ქვაბი და გაიყინა :seth:

ხოდა რაღაცები შეფუთეს, მოფუთეს. ქვაბიც სხვაგან დამონტაჟდა. 

საიტზეც გვიწერიაო, დამმოძღვრეს. 

ვნახე მერე 

1.რა განსხვავებაა კონდესაციურ და არაკონდესაციურ ქვაბებს შორის?
კონდესაციურ და არაკონდესაციურ ქვაბებს შორის სსვაობა არის, კონდესაციური ქვაბი 15%-35% ეკონომიურია, მარგი ქმედების და სითბული კილოვატის გამომუშავება შენარჩუნების საფუძველზე.
 
2.რას ნიშნავს ქვაბის მოდელზე FF, მაგ:BS II 24 FF
არისტონის ქვაბებზე FF ნიშნავს, რომ არის დახურული წვის კამერა.
 
3.რა ღირს გათბობოის ქვაბის მონტაჟი?
110 ლარიდან - 170 ლარამდე (35 კილოვატამდე)
 
4.რა ღირს კონიციონერის მონტაჟი?
110 ლარიდან - 170 ლარამდე (სპლიტ სისტემების)
 
5.რას ნიშნავს სტანდარტული და არასტანდარტული მონტაჟი?
პასუხი
 
6.რა განსხვავებაა ერთი და იგივე კილოვატის მქონე ქვაბებს შორის?
დიზაინი. ფუნქციონალური, მაგ: მოდულირებადი წვის კამერა Class X დამატებით WIFI -ს პლატის დაერთება + კომფორტ ფუნქცია დამატებით
 
7. რას ნიშნავს ჩქაროსნული ბოილერი?
ჩქაროსნული ბოილერის დახამრებით ხდება ცხელი წყლის სწრაფად მიღება.
 
8.რამდენად მიზანშეწონილია გათბობის ხშირი გათიშვა? რატომ არ უნდა გავთიშოთ?(ქვაბი,გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობელი)
ნებისმიერ იზოლირებულ ფართში, მითითებული ტემპერატურის დადგომა შენარჩუნებას სჭირდება 24-48 სთ-მდე. თუ გვსურს, რომ შევინარჩუნოთ სითბო არ უნდა გავთიშოთ გამათბობელი. გათიშული გამათბობელი დაკარგავს სითბოს და ჩართვის შემდომ მუშაობს დიდი დატვირთვით, ეს ზრდის ხარჯს.
 
9.რა შემთხვევაში უნდა დაიცალოს სისტემა?
სისტემა იცლება იმ შემთხვევაში, თუ ზამთარში გარკვეული დროით გვიწევს გასათბობი ფართის დატოვება. სისტემა რომ არ გაიყინოს საჭიროა მისი დაცლა. უმჯობესია სეზონის გასვლის შემდგომ გამოირეცხოს გათბობის სისტემა.
 
10.როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ქვაბი არ გაიყინოს?
თუ ქვაბი ღია სივრცეშია დამონტაჟებული უნდა იყოს შეფუთული ხარისხიანად და მარტვივად(ქვაბთან მისვლა და მუშაობა უნდა იყოს შესაძლებელი). შესაფუთ კარადაში უნდა ფიქსირდებოდეს დაახლოებით +5c ტემპერატურა. ასევე აუცილებელია ქვაბთან არსებული მილგაყვანილობის შეფუთვა.
 
11.რატომ არის საჭირო დამიწება?
დენის წყაროში, სადაც არის ქვაბი შეერთებული, აუცილებელია, რომ იყოს დამიწება, რადგან ქვაბმა შეძლოს გამართულად მუშაობა და დენის ცვალებადობის გამო არ გადაეწვას ქვაბს დენზე მომუშავე ნაწილები, მაგ: საცირკულაციო ტუმბო და პლატა.
 
12.რა შემთხვევაში წვეთავს ბაკის უკუ სარქველიდან წყალი? რატომ გვჭირდება რედუქტორი?
თუ მაგისტრალში წყლის წნევა აღემატება დასაშვებ ნორმას, წყლის გახცელების დროს ბაკი რომ არ დაზიანდეს უკუსარქველიდან წყლის წვეთა დასაშვებია. მაგისტრალში თუ წყლის წნვა აღემატება 6 ბარს, აუცილებელია რედუქტორის დაყენება.
 
13.რა დრო სჭირდება ზაფხულში-ზამთარში 50-100 ლტ ბაკებში წყლის გაცხელებას?
50-100 ლტ-მდე ბაკების გაცხელების პერიოდი დაახლოებით 2-4 სთ-მდე განისაზღვრება.დაბალი ძაბვის პირობებში და ზამთარში გაცხელების დრო მატულობს.
 
14.რას ნიშნავს სპლიტი და ინვენტერული კონდინციონერი?
სპლიტი და ინვენტორული კონდინციონერი არის კედელის კონდინციონერები გაგრილება-გათბობის რეჟიმით,ინვენტერი არის დამატებითი ფუნქციებით და ბევრად ეკონომიური.
 
15.რა უპირატესობა აქვს ინვენტერულ კონდიციონერს?
ეკონომიურია, მოდულაციას ახდენს ტემპერატურის ვარდნის დროს, არ ითიშება და ავტომატურად არეგულირებს ოთახის ტემპერატურას.
 
16. რას ნიშნავს კონდესატი?
ზაფხულის რეჟიმზე მომუშავე კონდინციონერი ჰაერს ნაწილობრივ ართმევს წყალს, შეგროვება ხდება შიდა აგრეგატში და ხდება თვითნებური გადინება.
 
17. რამდენი დღე სჭირდება ცენტრალური გათბობის დამონტაჟებას?
ცენტრალური გათბობის დამონტაჟებას სჭირდება დაახლოებით 3 დღე (მნიშვნელოვანია სამუშაოს მოცულობა და სირთულე).
 
18. არისტონის ბაკებზე რას ნიშნავს EKO რეჟიმი?
წყლის სისუფთავის დაცვის რეჟიმი + ეკონომიურობას.
 
19. რამდენად უსაფრთხოა სახლში დამოტაჟებული ქვაბი ან გაზზე მომუშავე წყალგამაცხელებელი?
კვალიფიციური სპეციალისტის და სტანდარტების დაცვით დამონტაჟებული გაზზე მომუშავე მოწყობილობა არის აბსოლიტურად უსაფრთხო. (თუ 2 წვის კამერით არის)
 
20. რატომ არ უნდა დავამონტაჟოთ გაზზე მომუშავე მოწყობილობები აბაზანაში?
გაზზე მომუშავე მოწყობილობების აბაზანაში დამონტაჟება დაუშვებელია, რადგან ზიანდება ელექტრო მოწყობილობები და გაზის გაჟონვის შემთხვევაში საშიშია. ასევე აბაზანაში დამონტჟებული გაზზე მომუშავე მოწყობილობებზე კომპანია არ იძლევა საგარანტიო ტალონს, არ ხდება გარანტიის პირობით მომსახურება და იხსნის ნაკისრ ვალდებულებას.
 
21. რატომ უნდა გავიდეს გამწოვი მილი ღია სივრცეში და რატომ არ შეიძლება გადიოდეს გამწოვი მილი ნამწვის გამტარ ჭრილში?
გაზზე მომუშავე მოწყობილობების გამწოვი მილი აუცილებლად უნდა გადიოდეს ღია სივრცეში. ხდება ნამწვავი აირების გატყორცნა და ავტომატურად უნდა ხდებოდეს ღია სივრციდან ჟანგბადის აღება.
 
22. ყველაზე პატარა კონვექტორი რამდენ კვადრატს ათბობს?
თუ არის ბინა კარგათ იზოლირებული, მაშინ 2კვ. კონვექტორი გაგვითბობს 20კვ/მ ბინის ფართს.
 
23. კონვექტორის KW გადანაწილება კვადრაულობაზე
მ2. 4kw-40მ2. 5kw-50მ2. 8kw-80მ2. 10kw-100მ2. თუ კარგი იზოლირებულია ბინა.
 
24. აქვს სუ არა თერმოსტატით კონვექტორს?
თითქმის ყველა კონვექტორს აქვს. longve -ის შემთხვევაში მოდელს გააჩნია.
 
25. რა არის თერმოსტატი?
კონვექტორში ჩამონტაჟებული მოწყობილობა რომელიც ტემპერატურის ცვალებადობის დროს მართავს კონვექტორს.
 
26. არის თუ არა თერმოსტატი უსაფრთხო?
რათქმაუნდა არის თუ კვალიფიცირებული ხელოსნისგან იქნება მონტაჟი შესრულებული, ჩვენი ყველა კონვექტორი დახურული 2 წვის კამერით არის.
 
 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

მე იმერგაზის ქვაბი მაქვს 15 წელია უკვე.მუშაობს ვირივით.

ვინც იყიდით ამ ბრენდის ქვაბს ნამდვილად არ წააგებთ.

Edited by amsona69
Share on other sites

On 2/14/2021 at 7:36 AM, amsona69 said:

მე იმერგაზის ქვაბი მაქვს 15 წელია უკვე.მუშაობს ვირივით.

ვინც იყიდით ამ ბრენდის ქვაბს ნამდვილად არ წააგებთ.

არც გამიგია. წავედი, დავგუგლო

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share