Jump to content
×
×
  • Create New...

Foreign Policy: საქართველოს ოპოზიციის ლიდერის დაკავებამ სანქციების მოთხოვნა გამოიწვია


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

153433401_10222131000398249_326016744458

„საქართველოს ოპოზიციის ლიდერის დაკავებამ სანქციების მოთხოვნა გამოიწვია“, – ამ სათაურით სტატია ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა Foreign Policy-მ გამოაქვეყნა.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და პოლარიზაცია ტესტია აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისათვის.

სტატიის ავტორი ემი მაქინონი ციტირებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის სიტყვებს:

„საერთაშორისო საზოგადოების პასუხი უნდა იყოს სწრაფი და მძლავრი. უნდა თქვან, რომ თუ მელიას არ გაათავისუფლებენ და ყველა მხარე მოლაპარაკებების მაგიდას არ მიუბრუნდება, სანქცია დაეკისრება ყველას, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს ამ კრიზისული ვითარებისკენ მიმართვის გამო“.

Foreign Policy აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ ემზადება და აშშ-ის ყველაზე ახლო მოკავშირეა რეგიონში, ამიტომაც საქართველოს ოფიციალურ თანამდებობის პირებზე დაწესებულ სანქციებს გაცილებით დიდი ეფექტი ექნება, ვიდრე ამას სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში აქვს, რადგან ქართველი თანამდებობის პირები, პოლიტიკური მიზეზების გამო, ქონებას რუსეთში ვერ გაიტანენ.

გამოცემა ასევე ციტირებს ქართველი პოლიტოლოგის, გია ნოდიას სიტყვებს, რომლის თქმითაც, დასავლეთის ზეწოლა აქ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

____________________________________________

● პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები?

______________________________________________

ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას მწვავე რეაქცია მოყვა ევროპელი და ამერიკელი დიპლომატებისა და პოლიტიკოსებისგან.

ელჩები და აშშ-ის კონგრესის წევრები გამოხატავენ შეშფოთებას იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ შტურმით აიღო მთავარი ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით შეკრებილი იყო მთელი ოპოზიციური სპექტრი.

ამის შემდეგ დღის წესრიგში დადგა სანქციების საკითხიც. ამაზე საუბრობს რამდენიმე უცხოელი პოლიტიკური მიმომხილველი და ასევე, ერთ-ერთი ავტორიტეტული პოლიტიკოსი, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი.

სანქციებს ახსენებს კიდევ ერთი ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა Politico-ც.

24 თებერვალს გამოქვეყნებულ  სტატიაში გამოცემა აღნიშნავს, რომ დასავლეთის მკაცრ რეაგირებას ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერიც ითხოვს, კერძოდ – ივანიშვილისთვის ისეთი სანქციების დაწესებას, როგორიც მოჰყვა რუსეთში ალექსეი ნავალნის მოწამვლას და მასზე დასავლეთის რეაქციას.

153433401_10222131000398249_326016744458აქცია ნიკა მელიას მხარდასაჭერად. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   369 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 369 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Facebookexternalhit(6)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(2)