Jump to content
×
×
  • Create New...

ქუთაისში მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების სახელი, ეწოდა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

user posted image

ქუთაისში, მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების სახელი ეწოდა!


შინდისის გმირების ქუჩა ქუთაისში, მოსკოვის ქუჩის ნაცვლად. 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, სიმბოლურად, მანიშნებელი აბრა განთავსდა ქუჩის დასაწყისში.

ერთ-ერთ სახლზე აბრა შინდისის ბრძოლის მონაწილე ტრისტან ჩიტიძემ თავად განათავსა. up.gif

ქუთაისის მერის თქმით, ქუჩის სახელდებისათვის დღევანდელი დღე სიმბოლურად შეარჩიეს.

„შემთხვევით არ აგვირჩევია დღევანდელ დღე ამ ქუჩის სახელდებისთვის. 100 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან. სამწუხაროდ, ოკუპაცია გრძელდება დღემდე, თუმცა, ეს დროებითია, ჩვენ მას აუცილებლად დავასრულებთ და ყველანი ერთად ვამბობთ-არა ოკუპაციას! სწორედ ამიტომ, სწორედ დღეს - 25 თებერვალს ვაცხადებთ სიმბოლურად, რომ ეს ქუჩა, რომლის სახელიც აქამდე ოკუპანტთან ასოცირდებოდა, ამიერიდან იმ გმირი ბიჭების სახელობის იქნება, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი- სიცოცხლე შესწირეს ოკუპანტებთან ბრძოლას. მათი გმირობის და ხსოვნის პატივსაგებად იქნება ქუთაისში შინდისის გმირების სახელობის ქუჩა!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მოსკოვის ქუჩისთვის შინდისის გმირების სახელის მინიჭების პროცედურა უკვე დაწყებულია საკრებულოს შესაბამის კომისიებში და უმოკლეს ვადაში, ოფიციალური გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.

შეგახსენებთ, 2008 წელს სოფელ შინდისში რუსი სამხედროებისა და ქართველები მებრძოლების უთანასწორო შეტაკებას 17 ქართველი მეომარი შეეწირა. მათი სახელებია: მიხეილ დვალიშვილი, მალხაზ აბაშიძე, ამირან შაინიძე, ალექსანდრე ონიანი, რუსლან წულაძე, ზვიად კაცაძე, ილია გაბუნია, რომან ზოიძე, კახა კოშაძე, ემზარ წილოსანი, ფელიქს კაკაურიძე, ვეფხია ჯიშკარიანი, მარლენ ბარამია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, შმაგი კუპატაძე, ნიკოლოზ ფორჩხიძე.

ამ ბრძოლას ქართველების მხრიდან მხოლოდ 4 ადამიანი გადაურჩა.
 

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share