ფორუმელი Moor Posted 24 თებერვალი, 2021 Posted 24 თებერვალი, 2021 საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შემსუბუქდა გარკვეული რეგულაციები საქართველოში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებით: კერძოდ კი, 1 მარტიდან საქართველოში საჰაერო გზის გავლით შემოსვლა შეუძლიათ დამატებით შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. მთავარი პირობაა – საქართველოში მომავალ მგზავრებს აუცილებლად თან უნდა ჰქონდეთ PCR ტესტის ნეგატიური პასუხი, რომელიც მათ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაიკეთეს ან უნდა ჰქონდეთ დამადასტურებელი საბუთი, რომ გაკეთებული აქვთ კორონავირუსის ვაქცინა.. ამის შემდეგ, საჰაერო გზით შემოსული მგზავრი თავისუფლად შემოდის ქვეყანაში ისე, რომ არ ექვემდებარება არც კარანტინს და არც თვითიზოლაციას. თუმცა, საქართველოში შემოსვლიდან სამ დღეში მან უნდა გაიკეთოს განმეორებით PCR ტესტი (საკუთარი ხარჯით). თუკი, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ ექნება ხელმეორედ, საქართველოში გაკეთებული ტესტი, ის შეიძლება ორი ათასი ლარით დაჯარიმდეს. რაც შეეხება სახმელეთო საზღვარს – სახმელეთო საზღვარი ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებთან, ფაქტობრივად, კვლავ ჩაკეტილი რჩება. სახმელეთო საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქესთან ქორწინებაში მყოფ პირებს, რომლებიც საზღვარზე წარადგენენ შესაბამის მოწმობას და ასევე საქმიანი ვიზიტით მომავალ ადამიანებს, რომლებსაც საქმიანი მოწვევა აქვთ. საქართველოში შემოსვლის იგივე წესები მოქმედებს თებერვლიდან ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ს, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებისთვის. წყარო: ჯემნიუსი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა