ფორუმელი Dude Posted 24 თებერვალი, 2021 Posted 24 თებერვალი, 2021 ამბობენ, რომ ეს კერძი აზიური წარმოშობისაა და ყველაზე ღარიბებმა მოიგონეს მუსულმანური მარხვის დროს, როცა მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე პირში ლუკმა არ უნდა ჩაიდო. როცა ისინი ბეის ან ხანის დავალებით საქონელს კლავდნენ და მდიდართა სახლებში აგზავნიდნენ, შიგნეული და თავ-ფეხი არავის სჭირდებოდა და ადგილზევე ტოვებდნენ. ღარიბები მზის ჩასვლის შემდეგ კარგად გარეცხილ ნარჩენებს ცეცხლზე შემოდგამდნენ და მთელი ღამე ხარშავდნენ, დილადრიან კი, სამუშაოზე გასვლის წინ ამ წვნიანს მიირთმევდნენ, რათა მუშაობისთვის ძალ-ღონე ჰქონოდათ. მააგრამ გადავიდეთ საქმეზე ძროხის ჩლიქები, ფაშვი და ნაწლავები გავასუფთავოთ, კარგად გავრეცხოთ ცივი წყლით და გამდინარე წყალში გავაჩეროთ ნახევარი საათი მაინც, რომ ფაშვმა დამახასიათებელი სუნი დაკარგოს. შემდეგ დავჭრათ ჩლიქები მოგრძო ნაჭრებად, ხოლო ფაშვი და ნაწლავები საშუალო ზომის ნაჭრებად. კიდევ ერთხელ გავრეცხოთ თბილი წყლით და ჩავყაროთ მდუღარე წყალში. ადუღდება თუ არა, წვენი გადავღვაროთ, ისევ დავასხათ მდუღარე წყალი ისე, რომ ხორცს ფარავდეს და დავდგათ მოსახარშად. ვხარშოთ მანამ, სანამ ჩლიქები არ ჩაიხარშება და წვენი ოდნავ არ შესქელდება. უნდა ვადუღოთ სულ თავდახურული, რათა წვენი თეთრი გამოვიდეს. ხორცის მოხარშვამდე თუ წყალი დააკლდება, დავამატოთ მდუღარე. ხაშს საერთოდ მიირთმევენ დილით, ამიტომ უნდა მოვხარშოთ წინა დღეს. დილით წამოვადუღოთ, დავამატოთ დაახლოებით ერთი ჩაის ჭიქა რძე და სუფრაზე მივიტანოთ ცხლად. მარილს და დანაყილ ნიორს გემოვნებით თითოეულ ულუფას ცალ-ცალკე უმატებენ. ასეთივე წესით მზადდება ცხვრის ხაში. ინგრედიენტები: ძროხის ფაშვი (კუჭი) - 1.5 კგ ძროხის კანჭი - 1 ცალი სტაფილო - 1 ხახვი - 1 თავი ნიორი - 6-8 კბილი რძე - 1 ჭიქა მარილი მწვანილი და წიწაკა - სურვილით Spoiler პლაგიატცი, ვინოგედან და გემრიელიადან ავიღე ტექსტი, მარა ესე კეთდება ძირითადად Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 24 თებერვალი, 2021 Posted 24 თებერვალი, 2021 არ გამისინჯავს მგონი ძირითადად ორი კატეგორიაა: ან ძალიან უყვართ, ან არ უყვართ ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Dude Posted 24 თებერვალი, 2021 Author Posted 24 თებერვალი, 2021 6 minutes წინ, marguerite said: მგონი ძირითადად ორი კატეგორიაა: კი. ვისაც გაუსინჯავს და ვისაც არ გაუსინჯავს Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 24 თებერვალი, 2021 Posted 24 თებერვალი, 2021 @Dude გამსინჯველი ხალხი არ იყოფა? ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Dude Posted 24 თებერვალი, 2021 Author Posted 24 თებერვალი, 2021 ონლაინ, marguerite said: @Dude გამსინჯველი ხალხი არ იყოფა? ვინც გასინჯა, ყველას მოეწონაო. არ გაგიგია? ხაშზეა ეგ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი zamzumi Posted 24 თებერვალი, 2021 Posted 24 თებერვალი, 2021 @marguerite 32 minutes წინ, marguerite said: არ გამისინჯავს გარწმუნებთ წინ უგემრიელესი სიამოვნება გელოდებათ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 24 თებერვალი, 2021 Posted 24 თებერვალი, 2021 ეს რაღაც როგორ უნდა გასინჯო იმდენად დიდი სიმახინჯეა უყურებ და არ გეძახის მჭამეო არ იცი შენ მე რა საოცრება და მისტიკა ვარო აი შემწვარი კარტოფილივით ჩლუნგი კერძია პროსტა ხორცის ის კიდევ სახამებლის... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 25 თებერვალი, 2021 Posted 25 თებერვალი, 2021 @zamzumi არ შემიძლია, აი ფიზიკურად ვერ ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა