Jump to content
×
×
  • Create New...

USA ამერიკის შეერთებული შტატები


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

ამერიკის თემა რატო არაა? ვინმე პოსტავთ ამერიკიდან ან აპირებთ წასვლას? ან იქნებ ახლა გეგმავთ წასვლას და გვიზიარეთ რა შანსები გვაქვს პატივცემულ მოქალაქეებს. 

ფოტოები თუ გვაქვს რამე, დავყაროთ ხოლმე. 

 

unwto-usa.jpg

 

ჰიმნის ეს ვერსია მომწონს 

 

 

იყოს ვიკიპედიაც

აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიუროს 2019 წლის პირველი ივლისის მონაცემების მიხედვით ქვეყნის მოსახლეობა 328,239,523-ია.[5] აღნიშნული ბიურო ამერიკის 50-ივე შტატის მოსახლეობის რაოდენობას მუდმივად ანახლებს და სტატისტიკას აშშ-ის მოსახლეობის სააათის სახით წარმოგვიდგენს.[6] საათის მიხედვით, 2020 წლის 23 მაისის მონაცემებით აშშ-ის მოსაქლეობამ 329 მილიონს გადააჭარბა, ანუ ყოველდღიურად მოსახლეობა 4,547-ით იზრდებოდა. მოსახლეობის რაოდენობით აშშ მსოფლიოში მესამე უდიდესი სახელმწიფოა (პირველი ჩინეთი, ხოლო მეორე ინდოეთია). 2018 წელს ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ასაკი 38.1 წელი იყო.[7]

 

2018 წლის მონაცემებით, აშშ-ში დაახლოებით 90 მილიონი ემიგრანტი ან ემიგრანტის შთამომავალი (ემიგრანტების მეორე თაობა) ცხოვრობდა, რაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 28%-ია.[8] ქვეყნის მოსახლეობა მეტად მრავალფეროვანია; ვხვდებით ისეთ 37 ეთნიკურ ჯგუფს, რომელსაც მილიონზე მეტი წევრი ჰყავს.[9] უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს გერმანელი ამერიკელები ქმნიან (50 მილიონზე მეტი მცხოვრები); მას მოსდევს ირანელი ამერიკელები (დაახლოებით 37 მილიონი), მექსიკელი ამერიკელები (დაახლოებით 31 მილიონი) და ინგლისელი ამერიკელები (დაახლოებით 28 მილიონი).[10][11]

რასის მიხედვით მთლიანი მოსახლეობის 73.1%-ით უდიდეს ჯგუფს თეთრკანიანები ქმნიან; რასის კუთხით ქვეყნის უმცირესობებს შორის პირველ ადგილს აფრიკელი ამერიკელები იკავებენ,[9]; უმცირესობებს შორის მეორე ადგილს აზიელი ამერიკელების ეთნიკური ჯგუფი წარმოადგენს, რომელიც ძირითადად ჩინელი, ფილიპინელი და ინდოელი ამერიკელებისგან შედგება.[9] ევროპელების წინაპრებს შორის უდიდეს ჯგუფს გერმანელები აყალიბებენ, რომელთა რაოდენობა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობითს 14%-ზე მეტია.[12] 2010 წელს, აშშ-ის მოსახლეობაში ამერიკელი ინდოელების ან ადგილობრივი ალასკელების შთამომავლების რიცხვი დაახლოებით 5.2 მილიონს უტოლდებოდა, ხოლო ადგილობრივი ჰავაიელების ან წყნარი ოკეანის კუნძულების მკვიდრი ხალხის შთამომავლები 1.2 მილიონ მცხოვრებს შეადგენდა.[13] 1980-2017 წლებში ქვეყანაში ჩამოსულ ლტოლვილებს შორის 55% აფრიკიდან, 27% ევროპიდან, 13% აფრიკიდან, ხოლო 4% ლათინური ამერიკიდან ჩამოვიდა.[13]

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისური (განსაკუთრებით, ამერიკული ინგლისური) არის არაოფიციალური ეროვნული ენა აშშ-ში. მიუხედავად იმისა, რომ ფედერალურ დონეზე ქვეყანას საერთაშორისო ენა არ აქვს, ზოგიერთი კანონი, მაგალითად, აშშ-ის ნატურალიზაციის მოთხოვნები, ითხოვს ინგლისური ენის ცოდნას. 2010 წელს, დაახლოებით 230 მილიონი ადამიანი, ანუ ქვეყნის 5 წელზე უფროსი მოსახლეობის 80%-სთვის მშობლიური ენა ინგლისური იყო. მეორე ყველაზე გავრცელებული ენა აშშ-ში ესპანურია, რომელიც მშობლიური ენა მოსახლეობის 12%-სთვის არის.

ჰავაის ორი ოფიციალური ენა აქვს, ჰავაიური და ინგლისური.[14] მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანის ოფიციალური ენა არცერთია, ნიუ-მექსიკო კანონით ითხოვს ინგლისური ან ესპანური ენის ცოდნას, ხოლო ლუიზიანა - ინგლისური და ფრანგულის.[15]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 56% ამბობს, რომ რელიგია „ძალიან მნიშვნელოვანი როლს თამაშობს მათ ცხოვრებაში“; სხვა ნებისმიერ დასავლურ ერთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია. 2009 წლის გალუპის (Gallup) გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 42% ამბობს, რომ ისინი ყოველ კვირას ან რამდენიმე კვირაში ერთხელ მაინც დადიან ეკლესიაში; გამოკითხვაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ვერმონტში (23%), ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მისისიპიში (63%) დაფიქსირდა.[16]

2014 წელს ჩატარებული გამოკითხვით, აშშ-ის ზრდასრულთა 70.6% თავს ქრისტიანებად თვლიდა;[17] პროტესტანტები (46.5%) და კათოლიკეები (20.8%) აყალიბებენ უდიდეს ქრისტიანულ ჯგუფებს.[18] 2014 წელს აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 5.9% აცხადებდა თავს არა ქრისტიანობის, არამედ სხვა რელიგიის მიმდევრად;[19] ესენია იუდაიზმი (1.9%), ისლამი (0.9%), ინდუიზმი (0.7%) და ბუდიზმი (0.7%).[19] კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკელთა 22.8% საკუთარ თავს, აგნოტისტად, ათეისთად ან ურელიგიო ადამიანად აღიქვამდა - მაჩვენებელი 1990 წლის შემდეგ 8.2%-ით გაიზარდა.[18][20][21]

პროტესტანტიზმი არის უდიდესი ქრისტიანული რელიგიური დაჯგუფება შეერთებულ შტატებში, რომლის მიმდევარი აშშ-ის მოსახლეობის თითქმის ნახევარია. ბაპტისტები ერთობლივად ქმნიან პროტესტანტების უმსხვილეს ქვეჯგუფს (15.4%).[22]

დასავლეთის სხვა ქვეყნების მსგავსად, აშშ-ს მოსახლეობაც თანდათან ნაკლებად რელიგიური ხდება. ურელიგიობა განსაკუთრებით სწრაფად იზრდება 30-წლამდე ამერიკელებში.[23] კვლევები აჩვენებს, რომ ამერიკაში რელიგიისადმი ნდობამ კლება 1980-იანი წლებიდან დაიწყო[24] და პროცესის სისწრაფე სულ უფრო და უფრო იზრდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.[19][25] ურელიგიო ამერიკელებს საშუალოდ 1.7 შვილი ყავთ, ხოლო ქრისტიანებს - 2.2. აგრეთვე, ურელიგიო მოსახლეობა უფრო ნაკლებადაა მიდრეკილი ქორწინებისკენ (37%), ვიდრე ეს რელიგიის მიმდევართა შემთხვევაშია (52%).

ოჯახური მდგომარობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის მონაცემებით, აშშ-ის მოსახლეობის 15 წლის, ან უფრო მეტი ასაკის ხალხიდან 52% დაქორწინებული იყო, 6% - ქვრივი, 10% - განქორწინებული, ხოლო 32% არასოდეს ყოფილა დაქორწინებული.[26] დღესდღეისობით, ქალების უმეტესი ნაწილი სახლის გარეთ მუშაობს; ბაკალავრის ხარისხის უმეტესობას სწორედ ქალები იღებენ.[27]

აშშ-ის მოსახლეობაში თინეიჯერების ორსულობის მაჩვენებლი 1000 ქალზე 26.5-ია. 1991 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი 57%-ით შემცირდა.[28] აბორტი კანონიერია მთელ ქვეყანაში. აბორტის სიხშირე 1000 ახალდაბადებულ სიცოცხლეზე 254-ია, ხოლო 15-44 ასაკში მყოფ ყოველ 1000 ქალში 15 შემთხვევა ფიქსირდება. აშშ-ში აბორტის სიხშირე კლებას განაგრძობს, თუმცა მაინც ინარჩუნებს დასავლეთის ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციას.[29] 2013 წელს, ქალებში პირველი ბავშვის გაჩენის საშუალო ასაკი 26 წელია; მათ შორის, ქალების 41% დაუქორწინებელი იყო.[30]

2016 წელს შობადობის საერთო მაჩვენებელი 1000 ქალზე 1820.5 იყო.[31] აშშ-ში შვილად აყვანა ფართოდაა გავერცელებული და კანონიერი თვალსაზრისით მარტივიც არის.[32] 2001 წლის მდგომარეობით, 127 000-ზე მეტ შვილად აყვანილი ბავშვით, აშშ–ს მაჩვენებელმა შეადგენდა მთელ მსოფლიოში შვილად აყვანის მთლიანი რაოდენობის თითქმის ნახევარი.[33] ერთსქესიანთა ქორწინება ქვეყნის მასშტაბით კანონიერია; აგრეთვე კანონიერია ერთსქესიანი წყვილის მიერ ბავშვის აყვანა. პოლიგამია აშშ-ს მთელს ტერიტორიაზეა აკრძალული.[34]

2019 წელს აშშ-ში ყველაზე მეტი ბავშვი იზრდებოდა მარტოხელა ოჯახში.[35]

 

აშშ — უპირველესი ეკონომიკური და სამხედრო სახელმწიფოა. იგი მდიდარია ბუნებრივი და მინერალური რესურსებით — ქვანახშირი, სპილენძი, ტყვია, მოლიბდენი, ფოსფატები, ურანი, ბოქსიტები, ოქრო, რკინა, ვერცხლისწყალი, ნიკელი, ვერცხლი, ვოლფრამი, თუთია, ნავთი, ბუნებრივი აირი, საშენი ხე-ტყე.

ვალუტა: აშშ დოლარი (USD).

ეროვნული პროდუქტი: 14.657 მლრდ $ (2010), ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით 1-ელ ადგილზეა მსოფლიოში.

ექსპორტი: თვითმფრინავები, ავტომობილები, ქიმიკატები, ქვანახშირი, სამანქანო მოწყობილობები, ნავთობი, სიმინდი, ხორბალი.

ბიუჯეტი: 18.558 ტრილიონი $ (2016). ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე შეადგენს 57 220 $-ს.

 

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა, ფილოსოფია და ვიზუალური ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, ცნობილი ამერიკელი მწერალი

XVIII და XIX საუკუნეების დასაწყისში ამერიკულმა ხელოვნებამ და ლიტერატურამ მისი დიდი ნაწილი ევროპისგან მიიღო. XIX საუკუნის შუა წლებში მწერლებმა, როგორებიც იყვნენ: ვაშინგტონ ირვინგი, ნათანიელ ჰოთორნი, ედგარ ალან პო, ჰენრი დევით თორეა, ჩამოაყალიბეს ადგილობრივი ამერიკული ლიტერატურა. საუკუნის პირველ ნახევარში ძირითადი ფიგურები მარკ ტვენი და პოეტი უოლტ უიტმენი იყვნენ; სიცოცხლის განმავლობაში თითქმის უცნობი მწერალი, ემილი დიკინსოსი ახლა აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამერიკელი მწერალი.[36] ისეთი ნაწარმოებებს, რომლებშიც ეროვნული ხასიათი და გამოცდილება გამოვლინდა, ეწოდათ „დიდი ამერიკული რომანები“; მათ შორისაა: ჰერმან მელვილის მობი დიკი, ტვენის „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „დიდი გეტსბი“ და ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“.[37]

თორმეტ აშშ-ს მოქალაქეს მიღებული აქვს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში; უკანასკნელად ეს ბობ დილანმა, 2016 წელს შეძლო. უილიამ ფოლკნერს, ერნესტ ჰემინგუეის, ჯონ სტეინბეკს ხშირად მოიხსენიებენ XX საუკუნის ყველაზე გავლენიან მწერლებს შორის.[38] ამერიკაში განვითარდა ისეთი პოპულარული ჟანრები, როგორიცაა დასავლური ლიტერატურა („ვესტერნი“).

ტრანსცენდენტალისტებმა, ტორეასა და რალფ უალდო ემერსონის მეთაურობით, ჩამოაყალიბეს პირველი მნიშვნელოვანი |ამერიკული ფილოსოფიური მიმდინარეობა. სამოქალაქო ომის შემდეგ, პრაგმატიზმის განივთარებას ჯერ ჩარლზ სანდერს პირსი, ხოლო შემდგომ უილიამ ჯეიმზი და ჯონ დიუი წინამძღოლობდნენ. XX საუკუნეში, ჯერ ვ. ვ. ო. ქუინმა და რიჩარდ როთიმ, ხოლო შემდეგ ნოამ ჩომსკიმ ანალიტიკური ფილოსოფია ამერიკის ფილოსოფიური აკადემიის წინა პლანზე წამოსწია. ჯონ რაულსი და რობერტ ნოზიცკი აგრეთვე ხელმძღვანელობდნენ პოლიტიკური ფილოსოფიის აღორძინებას.

საკვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადი ამერიკული სამზარეულო დასავლეთის სხვა ქვეყნების მსგავსია. ძირითადი მარცვლეული ხორბალია. ადგილობრივი ამერიკელები და ადრეული ევროპული მოახალშენეები საკვებად იყებდნენ ისეთ ინგრედიენტებს, როგორებიცაა: ინდაური, ირმის ხორცი, კარტოფილი, ტკბილი კართოფილი, სიმინდი.[39] ამერიკელების ნაწილი ისეთი დღესასწაულების აღსანიშნავად, როგორიცაა მადლიერების დღე, ადგილობრივი ინგრედიენტებისგან სხვადასხვა კერძს ამზადებენ.[40]

მსოფლიოში უდიდესია ამერიკის სწრაფი კვების ინდუსტრია,[41] რომელიც 1940-იან წლებში გამოჩნდა.[42] ისეთი დამახასიათებელი კერძები, როგორებიცაა: ვაშლის ღვეზელი, შემწვარი ქათამი, პიცა, ჰამბურგერი და ჰოთ-დოგი, სხვადასხვა შემოტანილი რეცეპტებისგანაა შექმნილი. ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული მექსიკური სამზარეულოს წარმომადგენელი ბურიტო და ტაკო და იტალიური პასტა.[43] ამერიკელები სვამენ სამჯერ მეტ ყავას, ვიდრე ჩაის.[44]

კინო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოლივუდის ნიშანი ლოს-ანჯელესში, კალიფორნია

ჰოლივუდი, რომელსაც ლოს-ანჯელესის (კალიფორნია) ჩრდილოეთი ნაწილი უკავია, მოძრავი სურათებით მიღებული პროდუქტის წარმოებაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.[45] ტომას ალვა ედისონის კინეტოსკოპის გამოყენებით 1994 წელს ნიუ-იორკში შედგა მსოფლიოს პირველი კომერციული მოძრავი სურათების ჩვენება.[46] XX საუკუნიდან მოყოლებული აშშ-ის კინოინდუსტრია ძირითადად ჰოლივუდის მიმდებარედ დაფუძნდა.

უხმო ფილმების პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, დეივიდ უორკ გრიფითის, ფილმის სტრუქტურის ჩამოყელიბებას უძღვებოა, ხოლო ანიმაციურ ფილმებსა და ფილმებით ვაჭრობას პროდიუსერ-მეწარმე უოლტ დისნეი წინამძღოლობდა.[47] რეჟისორებმა, როგორიც იყო ჯონ ფორდი, შეცვალეს კინოგადაღებაში ამერიკის ძველდასავლური სახე და ჯონ ჰიუსტონის მსგავსად ადგილმდებარეობის გადაღებით ფილმის შესაძლებლობები გააფართოვეს.

ამერიკის ფილმების ინსტიტუტის „AFI 100“ საუკეთესო ფილმების ჩამონათვალში შედის შემდეგი ფილმები: ორსონ უელსის მოქალაქე კეინი, რომელსაც ხშირად ყველა დროის საკუეთესო ფილმად მოიხსენიებენ,[48][49] კასაბლანკა (1942), ნათლია (1972), ქარწაღებულნი (1939), ლოურენსი არაბეთიდან (1962), ოზის ჯადოქარი (1939), კურსდამთავრებულები (1967), შინდლერის სია (1993), მღერა წვიმაში (1952), ეს მშვენიერი ცხოვრება (1946), სანსეტ ბულვარი (1950).[50] აკადემიის პრიზებს, ცნობილი როგორც ოსკარი, 1929 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად გასცემს კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია,[51] ხოლო ოქროს გლობუსი გაიცემა 1944 წლიდან.[52]

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეთ რეიენი, ცნობილი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე

კევინ პლავეკი, ცნობილი ამერიკელი ბეისბოლის მოთამაშე

აშშ-ში ამერიკული ფეხბურთი გულშემატკივრის დასწრების მხრივ ყველაზე პოპულარული სპორტია;[53] ნაციონალურ საფეხბურთო ლიგაში (NFL) გულშემატკივართა საშუალო მაჩვენებელი მსოფლიოში უმაღლესია, ხოლო სუპერ თასს ათობით მილიონი ადამიანი ადევნებს თვალს მსოფლიოში. XIX საუკუნის მიწურულიდან აშშ-ის ეროვნული სპორტი ბესიბოლია. პროფესიონალურ საგუნდო სპორტის სახეობებს შორის ამერიკაში შემდგომ ადგილებს კალათბურთი და ყინულის ჰოკეი იკავებენ; კალათბურთში ძირითადი ლიგა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაა (NBA), ხოლო ჰოკეიში - ბეისბოლის მთავარი ლიგა (NHL). დიდი რაოდენობის მაყურებელს იზიდავს საკოლეჯო, ახალგაზრდული ფეხბურთი და კალათბურთი.[54] 1994 წელს ამერიკამ ფიფას მსოფლიო საფეხბურთო თასს უმასპინძლა. ძირითადი საფეხბურთო ლიგა არის ფეხბურთის უმაღლესი ლიგა ამერიკაში (მოიცავს 23 ამერიკულ და კანადურ გუნდს). აშშ-ში პროფესიონალური სპორტის ბაზარი დაახლოებით 69 მილიარდია, დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე ერთად აღებული ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის.[55]

აშშ-ში ოლიმპიური თამაშები სულ რვაჯერ არის გამართული. 1904 წლის ზაფხულის ილიმპიადა იყო პირველი ოლიმპიადა, რომელიც ევროპის საზღვრებს გარეთ, სენტ-ლუისში, მისურის შტატში ჩატარდა.[56] 2017 წლის მდგომარეობით, ამერიკას მოგებული ჰქონდა 2522 მედალი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და 305 მედალი ზამთრის ოლიმპიადებზე.[57] ამერიკის ორი ყველაზე პოპულარული სპორტი, ბეისბოლი და ამერიკული ფეხბურთი, მის საზღვრებს გარეთ არიან ჩამოყალიბებულნი, მაგრამ ისეთი სპორტის სახეობები, როგორებიცაა: კალათბურთი, ფრენბურთი, სკეითბორდი და სნოუბორდი ამერიკაში გამოიგონეს, ხოლო შემდგომ მთელ მსოფლიოში გახდნენ პოპულარულები. ყველაზე ყურებადი ინდივიდუალური სპორტი გოლფი და ავტორბოლაა, განსაკუთრებით NASCAR.[58][59]

Mount-Rushmore.jpg 

Share on other sites

ვიზების თემიდან ამერიკის ვიზებზე ინფოსაც გადმოვაკოპირებ. გვქონდეს აქვე

ამერიკის შეერთებული შტატები  https://mfa.gov.ge/MainNav/ConsularInformation/VisaInfoGeorgian/ამერიკის-შეერთებული-შტატები.aspx

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის არასამიგრაციო ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ). 

ვიზა გაიცემა ქ. თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა DS160–ის შევსების დასტური. აღნიშნული ელექტრონული ფორმა ივსება შესაბამის მისამართზე: https://ceac.state.gov/GENNIV/;
  • მოწვევა;
  • კერძო ვიზიტის შემთხვევაში: მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები ;
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე, ელექტრონულად ატვირთული სავიზო განაცხადის ფორმა DS160–ის შევსებისას;
  •  ცნობა  დამსაქმებლისგან (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით) გაცემული ან ნათარგმნი ინგლისურ ენაზე;
  • პენსიონერი (ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);
  • მოსწავლე/სტუდენტი (ცნობა სასწავლებლიდან);
  • ფინანსური უზრუნველყოფა ( მაგალითად: საბანკო ამონაწერი);
  • არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშბლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე);
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია  უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მომხმარებელთა მომსახურების საკონტაქტო ინფორმაცია:
ელექტრონული ფოსტა: support-georgia@ustraveldocs.com

  • ზარი საქართველოდან: (+995 32) 2471 160.
  • ზარი აშშ-დან: 703 988 7103.

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებ–გვერდზე http://www.ustraveldocs.com/ge_ge/ge-main-contactus.asp
 
ქ.თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: დიღმის მასივი, ბალანჩივაძის ქ.11

  • ტელ: 27-70-00; 53-23-34
  • ფაქსი: 2 53 23 22

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტროს (სახელმწიფო დეპარტამენტის) ვებ–გვერდი: http://www.state.gov/
ქ. თბილისში აშშ–ს საელჩოს ვებ–გვერდი: http://georgia.usembassy.gov

 

=

https://ge.usembassy.gov/ka/visas-ka/nonimmigrant-visas-ka/ რაც შეეხება არასაემიგრაციო ვიზებს

სასწრაფო ინფორმაცია სავიზო განმცხადებლებისთვის ახალი კორონა ვირუსის შესახებ: 19 მარტიდან შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აუქმებს ყველა არასაიმიგრაციო ვიზების გასაუბრებას. ჩვენ განვაახლებთ სავიზო მომსახურებას შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში, მაგრამ ამ ეტაბზე კონკრეტული თარიღი უცნობია. სავიზო განაცხადის საფასური ძალაშია ერთი წლის განმავლობაში, იმ ქვეყანაში, სადაც გადაიხადეთ სავიზო მოსაკრებელი. დამატებითი შეკითხვებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: support-georgia@ustraveldocs.com ან ტელეფონით შემდეგ ნომერზე (995 32) 247 1160. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შეერთებულ შტატებში შესვლა შეჩერებულია ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. დამატებითი ინფორმაციიცთვის ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს https://travel.state.gov/content/travel/en/traveladvisories/ea/covid-19-information.html და გაეცანით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ახალი კორონა ვირუსის შესახებ (Presidential Proclamations Regarding Novel Coronavirus).

აშშ-ს საელჩოს საკონსულო განყოფილება თბილისში პასუხისგებელია სავიზო მომსახურების უზრუნველყოფაზე მათთვის ვინც ითხოვს შეერთებულ შტატებში დროებით ვიზიტს და მათთვის ვისაც სურს განუსაზღვრელი პერიოდით ან მუდმივად დასახლება შეერთებულ შტატებში.

იხილეთ ჩვენი გლობალური მხარდაჭერის მომსახურების (Global Support Services (GSS)) ვებსაიტი სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად  ამერიკის არასაიმიგრაციო ვიზისთვის განაცხადის შეტანაზე, და არასაიმიგრაციო ვიზის კატეგორიების ცნობარზე.

=
რაც შეეხება საიმიგრაციო ვიზებს - 
 

2020 წლის 20 ივლისის მდგომარეობით არსებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ს საელჩომ თბილისში, საქართველოში, განაახლა საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო ვიზების გარკვეული კატეგორიების გაცემა, მათ შორის: საიმიგრაციო ვიზის კატეგორიები: IR / CR1, IR / CR2, IR / IH3, IR / IH4 და SB1
არასაიმიგრაციო ვიზის კატეგორიები: F1, M1 და ზოგიერთი J1, C1 / D იმისათვის რომ  შესაბამისად განვსაზღვროთ პრიორიტეტები,

სტუდენტური ვიზის განმცხადებლებმა, მათ შორის F-1, M-1 და J-კატეგორიებისთვის, რომელთა პროგრამის დაწყების თარიღებიც ახლოვდება, უნდა გამოიყენონ გადაუდებელი შეხვედრის მოთხოვნის ფუნქცია შემდეგ ბმულზე: https://ustraveldocs.com,  რათა მოგვაწოდონ ინფორმაცია სწავლის დაწყების თარიღების შესახებ,

ყველა სავიზო კატეგორიისთვის:  თუ დაუყოვნებლივ გჭირდებათ გამგზავრება,
გთხოვთ, მიჰყვეთ ინსტრუქციას, რომელსაც მიიღებთ ელ.ფოსტით: 
support-georgia@ustraveldocs.com; ასევე შემდეგი ბმულით ჩვენს ვებგვერდზე:  https://www.ustraveldocs.com/ge/; ან დარეკეთ ნომერზე: +995 32 2471 160 სასწრაფო დახმარების მისაღებად.  ყველა განაცხადი, გადაუდებელი გასაუბრების მოთხოვნის შესახებ, ინდივიდუალურად განიხილება.

განმცხადებლები H1B, H2B, H4, L ვიზების კატეგორიებზე და ზოგიერთ შემთხვევაში J ვიზის კატეგორიაზე, რომლებიც გათვალისწინებულია საპრეზიდენტო განაცხადით 10052, შეძლებენ გადაუდებელი გასაუბრების მოთხოვნას, თუ მათ აქვთ ამის მიზეზი და თვლიან, რომ  ისინი განეკუთვნებიან ერთ-ერთ გამონაკლისს, რომელიც ჩამოთვლილია საპრეზიდენტო განცხადებაში, რომელიც მოცემულია შემდეგ ბმულზე.

მიუხედავად იმისა, რომ საელჩო ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად განიხილოს თითოეული განაცხადი, მომსახურების დასრულების მოლოდინის დრო სავარაუდოდ გაიზრდება მნიშვნელოვანი შეფერხებების გამო. MRV სავიზო მოსაკრებელი მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში იმ ქვეყანაში, სადაც გადახდა განხორციელდა და მისი გამოყენება შესაძლებელია გასაუბრების დასანიშნად, მადლობას გიხდით მოთმინებისა და გაგებისთვის!

შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი საიმიგრაციო ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის და საქართველოში მცხოვრები პირებისთვის ფორმდება ამერიკის საელჩოში, თბილისში.

საიმიგრაციო ვიზის მისაღებად განაცხადის შესატანად, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე იმიგრირებას ითხოვს, როგორც წესი უნდა ასპონსორებდეს აშშ მოქალაქე ან კანონიერი მუდმივი მაცხოვრებელი ახლო ნათესავი(ები), ან აშშ დამსაქმებელი, და უნდა ქონდეს დამტკიცებული პეტიცია საიმიგრაციო ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანამდე. სპონსორი იწყებს პროცესს უცხოელი მოქალაქის სახელით პეტიციის წარდგენით აშშ მოქალაქეობისა და საიმიგრაციო სამსახურში (USCIS). შეგიძლიათ გადახედოთ ჩვენს ვიზის კატეგორიების ცნობარს (Directory of Visa Categories) usvisas.state.gov-ზე რათა მიიღოთ ინფორმაცია აშშ-ს სხვადასხვა სახის საიმიგრაციო ვიზებზე, მათ შორის ჩვენს საიმიგრაციო ვიზის (მწვანე ბარათის) პროგრამაზე. შემდეგ შეასრულეთ Immigrant Visa Process -ს, ან Diversity Visa Process -ს ინსტრუქციები usvisas.state.gov-ზე რათა დაიწყოთ განაცხადის შეტანის პროცესი საიმიგრაციო ვიზის მისაღებად.

მას შემდეგ, რაც USCIS დაამტკიცებს თქვენს პეტიციას და თქვენ დაასრულებთ წინასწარ პროცესს ვიზის ეროვნულ ცენტრში (NVC), ან თქვენ აგირჩევენ საიმიგრაციო ვიზის ლატარეაში (Diversity Visa Lottery) და დაასრულებთ დოკუმენტების გაფორმებას კენტაკის საკონსულო ცენტრში (KCC), გადახედეთ ვიზის ეროვნულ ცენტრიდან (NVC) ან კენტაკის საკონსულო ცენტრიდან (KCC) თქვენთვის გადმოცემულ ინსტრუქციებს, აგრეთვე ვებსაიტზე განთავსებულ ინფორმაციას, შემდგომი მითითებებისა და ინსტრუქტაჟისთვის.

საიმიგრაციო ვიზები

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share