Jump to content
×
×
  • Create New...

2020 წლის ბოლო კვარტალში საქართველოში უმუშევრობა 20.4 პროცენტამდე გაიზარდა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

150620082_10222072446854447_843368953148

საქსტატის ახალი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობა 3.8 პროცენტით გაიზარდა და 20.4 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, დასაქმებულთა რაოდენობამ 79 ათასით იკლო.

თუკი 2019 წელს დასაქმებულად 1.278 მილიონი ადამიანი ითვლებოდა, 2020 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 1.199 მილიონამდე შემცირდა.

ასევე, 2020 წლის მეოთხე კვარტალში სამუშაო ძალამ ზრდასრული მოსახლეობის 50% შეადგინა, რაც ნიშნავს იმას, რომ ორიდან ერთი შრომისუნარიანი ადამიანი არც მუშაობს და არც სამსახურს ეძებს.

ქვეყანაში 26 ათასით შემცირდა მთლიანად ქვეყნის სამუშაო ძალა.

ეს არის უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წლის პირველი კვარტლის შემდეგ:

umush-1024x475.png

მუშაობის სურვილის მქონე ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობის წილი განსხვავებულია სქესის მიხედვითაც.

2020 წლის მეოთხე კვარტალში, მუშაობის სურვილი გამოკითხული ქალების 39.5%-მა გამოთქვა, კაცებში იგივე მაჩვენებელი 62%-ია.

umush-3-1024x471.png

უმუშევრობისა და ეკონომიკური სტაგნაციის მთავარი მიზეზი კორონავირუსის პანდემია და მის გამო დაწესებული შეზღუდვებია.

იმავე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა, რაც ბოლო 26 წლის განმავლობაში ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია – 1994 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად სწორედ 2020 წელს შემცირდა.

2020 წელს ვარდნა უფრო მეტია, ვიდრე 2008 წელს იყო – მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და აგვისტოს ომის ფონზე.

1994 წლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდებოდა, გამონაკლისი მხოლოდ 2009 წელი იყო, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის გამო ეკონომიკა 3.65 პროცენტით შემცირდა.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებდა, 1-ლი თებერვლიდან კი დაიწყო მისი ეტაპობრივი შემსუბუქება – ამჟამად ქვეყანაში მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაიხსნა სკოლები და ბაზრობები, ხოლო რესტორნებს და კაფეებს მუშაობა მხოლოდ ღია სივრცეებში შეუძლია.

კვლავინდებურად არ გაუქმებულა და ძალაშია კომენდანტის საათი.

____________________________________________

● 2020 წელს ქართული თხილის ექსპორტი 49 პროცენტით გაიზარდა
● საქართველო აზერბაიჯანზე და სომხეთზე ნაკლებ ბოსტნეულს აწარმოებს
● საქართველო Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშში

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   23 all people including: 1 წევრი, 2 ანონიმური, 20 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(3)
    • Googlebot(1)
    • Facebookexternalhit(2)
    • ASIA