ფორუმელი რედაქცია Posted 22 თებერვალი, 2021 Posted 22 თებერვალი, 2021 4 minutes წინ, cosmia said: როგორც ვიცი დიგიტალ ფორმატზე აპირებენ ნელ-ნლა გადასვლას და ეგეც დროის თემაა ეგ არ ვიცი. ჯობია გარკვევით წერონ მაგარი უზრდელობაა ეგრე მიჟღაბნვა რეცეპტის Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 22 თებერვალი, 2021 Posted 22 თებერვალი, 2021 19 minutes წინ, რედაქცია said: ეგ არ ვიცი. ჯობია გარკვევით წერონ მაგარი უზრდელობაა ეგრე მიჟღაბნვა რეცეპტის ქართული არც იაპონურია და არც ჩინური, სადაც გეძლევა საშუალება არტისტულად მოუსვა ფუნჯი, იაპონური კალიგრაფიის ხელოვნებას შოოდო ეწოდება და სპეციალური მელნით ბრინჯის ქაღალდზე ძველი ტექნიკით ხატავენ, ხელოვნების დარგია რა, იმიტომ რომ იაპონური ქანჯი გაძლევს ამის საშუალებას, ხატულებია ქართული ანბანისგან განსხვავებით დიდ ფანატზიას ვერ გაუშვებ მ -ს სემოხაზვისას მაგალითად Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 22 თებერვალი, 2021 Posted 22 თებერვალი, 2021 1 საათის წინ, cosmia said: ყველა დიგიტალური სამყაროს შვილები ხართ შენ იყავი დიგიტალური სამყაროს შვილი, თუ გინდა. მე ბუნების შვილი ვარ. ტყეში სირბილი, ტბაში ყურყუმელაობა და დიაცთა მკვრივი დუნდულების კბეჩა მწყურია. 1 საათის წინ, Rossi said: შეგიძლია პირდაპირ დამამცირო და მეუხეშო ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 22 თებერვალი, 2021 Posted 22 თებერვალი, 2021 22 minutes წინ, დათვების მეგობარი said: შენ იყავი დიგიტალური სამყაროს შვილი, თუ გინდა. მე ბუნების შვილი ვარ. ტყეში სირბილი, ტბაში ყურყუმელაობა და დიაცთა მკვრივი დუნდულების კბეჩა მწყურია. რაც არ უნდა იუაროთ თქვენც ხართ ეგ ყევლაფერი მეორეხარისხოვანია იმ შემთხვევების გარდა როცა ფერმერი ხარ და ურბანულ სივრცეში არ ცხოვრობ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 22 თებერვალი, 2021 Posted 22 თებერვალი, 2021 14 minutes წინ, cosmia said: რაც არ უნდა იუაროთ თქვენც ხართ ეგ ყევლაფერი მეორეხარისხოვანია იმ შემთხვევების გარდა როცა ფერმერი ხარ და ურბანულ სივრცეში არ ცხოვრობ დეკორაცია არაა მთავარი. მთავარია სულში რა ხდება. ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 22 თებერვალი, 2021 Posted 22 თებერვალი, 2021 4 minutes წინ, დათვების მეგობარი said: დეკორაცია არაა მთავარი. მთავარია სულში რა ხდება. ჰო და სულში რაც ხდება იმას რა აგენერირებს შენი აზრით? შენ ფსიქიკას და ბიოქიმიურ პროცესებს თავისი ფიზიკა კი არ აქვთ გარემო კვებავს ბრად. ურთიერთგანპირობებული პროცესებია. იფიქრე ამაზე. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 22 თებერვალი, 2021 Posted 22 თებერვალი, 2021 4 minutes წინ, cosmia said: ჰო და სულში რაც ხდება იმას რა აგენერირებს შენი აზრით? შენ ფსიქიკას და ბიოქიმიურ პროცესებს თავისი ფიზიკა კი არ აქვთ გარემო კვებავს ბრად. ურთიერთგანპირობებული პროცესებია. იფიქრე ამაზე. ნაფიქრი მაქვს მაგაზეც და კიდევ ბევრ რამეზეც ? ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ტირანოზავრიკი Posted 22 თებერვალი, 2021 Posted 22 თებერვალი, 2021 გაიგეთ თქვენი ხასიათი იმის მიხედვით, თუ როგორ წერთ 25.12.2014 გაურკვეველი, ფაქიზი, წვრილი, მსხვილი, დაუდევარი, ლამაზი - თითოეულ ადამიანს წერის თავისებური მანერა აქვს. მისი ფორმირება დაახლოებით 8-10 წლის ასაკში იწყება, საბოლოოდ 20 წლისთვის ყალიბდება, მაგრამ შეიძლება შეიცვალოს მთელი ცხოვრების განმავლობაში. მას ბევრი რამის მოყოლა შეუძლია ადამიანის შესახებ. მეცნიერებმა რა ხანია დაადგინეს, რომ არსებობს გარკვეული კავშირი ადამიანის ხელწერასა და მის ხასიათს შორის: წერის დროს ხელის მოძრაობას ტვინი მართავს, ამიტომაც აღიბეჭდება მასზე ტვინში მიმდინარე ფსიქიკური პროცესები. ასე რომ, ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის დახატვა მისი ნაწერის გაანალიზებასაც შეუძლია.ხელწერის ზოგადი დახასიათება თანაბარი ხელწერა კარგ ნებისყოფაზე მეტყველებს, ასევე სიმშვიდესა და გულგრილობაზე. ემოციურად გაუწონასწორებელ ადამიანებს ან მათ, ვინც ალკოჰოლიზმისკენ არის მიდრეკილი, აკანკალებული ხელწერა აქვთ. მანიაკური დაავადებების მქონენი ძალიან გაშლილად წერენ, თან ასოების სიდიდე ნაწერის მიმდინარეობისას იზრდება. ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს წერითი მეტყველება, ისევე როგორც ზეპირი, წყვეტილი და დანაწევრებული აქვთ. მათთან შეინიშნება განსაკუთრებული გადახვევები, უხვსიტყვიანობა, სასვენი ნიშნების არარსებობა ან თავისებური განლაგება. წყნარ ადამიანებს კომპაქტური და აკურატული ნაწერი აქვთ, აქტიურებსა და მოუსვენრებს კი დიდი, ფართო ასოები. აღსანიშნავია, რომ ვინც ხან უხეშად წერს, ხან ლამაზად, შეიძლება ცხოვრებაშიც არათანაბრად მოიქცეს.კალიგრაფიული ხელწერა ადამიანები, რომელთაც ე.წ. კალიგრაფიული ხელწერა აქვთ, სუსტებისა და უნებისყოფოების რიგს მიეკუთვნებიან. რომელი საზოგადოების წევრიც უნდა იყოს ასეთი პიროვნება, რა კეთილსასურველ პირობებშიც უნდა იმყოფებოდეს, თავის ცხოვრებას ისე აწყობს, რომ ვერასდროს იქნება კმაყოფილი, იმიტომ, რომ ყოველთვის სხვისი გავლენის ქვეშ მოექცევა. ეს ადამიანები სხვებისთვის ცხოვრობენ, საკუთარ თავს კი უკეთესი მომავლის იმედით კვებავენ. მათი ცხოვრება მშვიდად და თანაბრად მიედინება. ოჯახურ ცხოვრებაში იდეალური ქმრები და ცოლები არიან. მათ შეიძლება აფასებდნენ, პატივს სცემდნენ, ეძვირფასებოდეთ - მაგრამ მეტი არა, სიყვარულით ისინი იშვიათად უყვართ. გაურკვეველი ხელწერა ადამიანები, რომელთაც გაურკვეველი ხელწერა აქვთ, მხოლოდ აწმყოთი ცხოვრობენ. კარგი შემსრულებლები არიან, პუნქტუალურები. მაგრამ მეტისმეტი სიჩქარის, უნდობლობის გამო გამუდმებით თან სდევთ წარუმატებლობები საქმეებსა და წამოწყებებში. ოჯახურ ცხოვრებაში ასეთი ადამიანები, როგორც წესი, უბედურები არიან, რადგან ხშირად წარუმატებლად ირჩევენ ცხოვრების თანამგზავრს. შეიძლებოდა შესანიშნავი მეუღლეები ყოფილიყვნენ, მაგრამ თუ არ სარგებლობენ ოჯახის წევრების სიყვარულითა და პატივისცემით, იოლად პოულობენ წუთიერ შვებას "გვერდზე". ერთიანობაში ეს ადამიანები კეთილები და გულისხმიერები არიან, მაგრამ თავიანთი ხასიათის თავისებურებების გამო არასდროს იციან, როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს, ყველაფერს აკეთებენ იმ წუთის შთაბეჭდილებით, იმის მიხედვით, თუ ვინ მართავს მათ. მჩქეფარე მოღვაწეობის გარეშე ცხოვრება ამ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ: ამის გარეშე მოიწყენენ, ინერვიულებენ, იავადმყოფებენ კიდეც. თუ არ აქვთ საქმე, რომელსაც მთლიანად მიუძღვნიან თავს, თვითონ იგონებენ რამეს. ასეთი მამაკაცები ხშირად ექცევიან ქალის გავლენის ქვეშ, განსაკუთრებით - ცუდი გავლენის.დახრილობა უმნიშვნელო დახრა მარჯვნივ. ეს ყველაზე ხშირი შემთხვევაა. ასეთი ადამიანი შეიძლება დახასიათდეს, როგორც გრძნობების ღიად გამომხატველი. იმავდროუად მას ვერ უწოდებ იმპულსურ ადამიანს. მას აქვს თავისი ემოციების გაკონტროლების უნარი, განსაკუთრებით დაძაბულ სიტუაციებში. ასეთ ადამიანს აქვს გარშემო მყოფებთან ურთიერთობის მოთხოვნილება და მარტოობა ამძიმებს. მნიშვნელოვანი გადახრა მარჯვნივ. ძლიერი დახრა მარჯვნივ მეტყველებს მოსიყვარულე ხასიათზე და ურთიერთობებისკენ სწრაფვაზე. ასეთი ადამიანი უფრი მეტად ემოციებისა და გრძნობების დემონსტრირებისკენ არის მიდრეკილი, ვიდრე მათი დამალვისკენ. ასეთი ხელწერის მქონე ახალ იდეებსა და წამოწყებებს ადვილად უწყობს ფეხს და დიდი სასიცოცხლო ენერგია აქვს. იმავდროულად ამ ადამიანებს უფრო განვითარებული აქვთ მესაკუთრული თვისებები, მეტად უყვართ შექება და მათით აღტაცება. უმნიშვნელო დახრა მარცხნივ. ასეთ ადამიანზე შეიძლება ითქვას, რომ მისთვის დამახასიათებელია გონების უპირატესობა ემოციებზე. მეტად გულდახურულია და ცდილობს რაციონალურად შეაფასოს თავისის ქმედებები. მნიშვნელოვანი გადახრა მარცხნივ. ასეთი ხელწერა ხშირად ახასიათებთ ცაციებს. ისინი კარგად აკონტროლებენ საკუთარ ემოციებს. ამ ადამიანისთვის დამახასიათებელი გულდახურულობა შეიძლება დიდ მგრძნობელობას ერწყმოდეს, რომელიც მხოლოდ ყველაზე ახლო ადამიანებისთვის იქნება ცნობილი. სტრესულ სიტუაციებში ასეთი ადამიანი გარშემო მყოფთა მოულოდნელად შეიძლება ემოციურად აფეთქდეს. თუ ხელწერა ვერტიკალურია, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პიროვნებისთვის დამახასიათებელია რაციონალურობისა და ემოციურობის ბალანსი. ასეთ ადამიანს ახასიათებს ნებისმიერი სიტუაციის ანალიზი და გადაწყვეტილებების გაწონასწორებულ მდგომარეობაში მიღების უნარი. თუ ხელწერის ანალიზის დროს აღმოაჩინეთ ხელწერის დახრილობის პერიოდული ან უსისტემო ცვლილებები, ეს შეიძლება ნიშნავდეს დაბალ ფსიქოლოგიურ სიმდგრადეს, მისი განწყობის მკვეთრ ცვალებადობებს. შესაძლებელია, ამ ადამიანს მერყეობა და წვრილმანებზე გამოკიდება ახასიათებდეს. ხანდახან დახრილობის პერიოდული ცვლილება შეიძლება მოწმობდეს წერის მომენტში ადამიანის ერთგვარ ყოყმანს გარკვეულ საკითხებზე. ხელწერა ასოების დახრილობის გარეშე იმაზე მოწმობს, რომ ადამიანს პრინციპული შეხედულებები აქვს, რომლებიც ძირეულად განსხვავდება გარშემო მყოფთა აზრებისგან. ასოების მარჯვნივ გადახრილობა შემსრულებლობაზე მიანიშნებს, მარცხნივ - ნეგატივიზმზე, წინააღმდეგობისკენ მიდრეკილებაზე.სტრიქონების ჰორიზონტალური განლაგება სტრიქონი გვერდის ბოლომდე ინარჩუნებს ჰორიზონტალურ მდებარეობას. ეს გაწონასწორებული ადამიანია, რომელიც არ ბრაზდება წვრილმანი უსიამოვნებების გამო, იქნება სამსახურში თუ ყოფაში. გულმოდგინედ იაზრებს თავის ქმედებებს და აკონტროლებს ემოციებს. სტრიქონი მაღლა მიდის. მიიჩნევა, რომ ეს ოპტიმიზმის ნიშანია. კარიერული კუთხით ეს ადამიანი მიზანდასახულია. საშუალოზე მეტად აქვს განვითარებული ადაპტაციის უნარი, როგორც ფიზიკურ, ისე სოციალურ გარემოში. როდესაც სტრიქონი მკვეთრად მიიწევს ზემოთ, ეს შეიძლება მოწმობდეს გაუმართლებელ ოპტიმიზმსა და არარეალურ მიდრეკილებებზე. სტრიქონი ქვემოთ მიიწევს. სკეპტიკური ადამიანია, შესაძლოა, მას უბრალოდ მიმდინარე მოვლენების რეალურად შეფასების უნარი აქვს. არათანაბარი სტრიქონია, ხან მაღლა მიიწევს, ხან - დაბლა. ეს ადამიანი ცვალებადი ხასიათის არის, უჭირს ადაპტირება, ვერ უმკლავდება სამუშაოს, რომელიც დადგენილი წესების მკაცრ მიყოლას და დაჟინებულ ყურადღებას მოითხოვს. ასოების მომრგვალება მკვეთრად გამოხატული ასოების მომრგვალება იმაზე მიანიშნებს, რომ ამ ტიპის ხელწერის მქონე ადამიანი თანამშრომლო ბისკენ არის მომართული, შეუძლია შეუპოვრობის გამოვლინება თავისი გეგმებისა და პოზიციების დამტკიცებისას. უფრო ღიაა ურთიერთობებისთვის. იმავდროულად, ასეთი ადამიანები უფრო ცუდად უმკლავდებიან ისეთ საქმიანობას, რომელიც აგრესიულობასა და დაჟინებულობას მოითხოვს. კუთხოვანი ასოები იმის ნიშანია, რომ მათი ავტორი წინასწარგანწყობილია მეტოქეობისა და შეჯიბრებისთვის. ასეთი ადამიანები უფრო აქტიურები არიან, დამოუკიდებლები, აქვთ კრიტიკული ჭკუა და ამბიციური მიდრეკილებები. მანძილი სიტყვებსა და სტრიქონებს შორის უფრო მეტად მჭიდროდ განლაგებული სიტყვები მეტყველებს ადამიანის მომჭირნეობასა და ყაირათიანობაზე. სიტყვებს შორის რაც მეტი მანძილია, მით მეტად მიანიშნებს მფლანგველობისკენ მიდრეკილებაზე.დატოვებული ველები მიიჩნევა, რომ დატოვებული ველების (მინდვრების) ზომა ხელნაწერ ტექსტში დამატებითი მტკიცებულებაა, რომელიც ადამიანის მფლანგველობის ხარისხს ავლენს. ფართო ველები ფურცლის ყველა მხრიდან მეტყველებს კარგ გემოვნებასა და ინსტინქტურ მიდრეკილებაზე დახვეწილი ნივთებისადმი. თუ ველები რაციონალურად მოიცავს ტექსტს, ეს კეთილგონივრულობის ნიშანია. თანაბარი ვიწრო ველები მარჯვნივ და მარცხნივ იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს შეუძლია ყაირათიანობისა და გონივრული ანგარიშიანობის გამოვლენა. თუ ფურცელი მთლიანად ტექსტით არის დაკავებული, ველები არ არის ან თითქმის არ არის, ეს მიანიშნებს ადამიანის მიდრეკილებაზე, მაქსიმუმი გამოწუროს არსებული შესაძლებლობებიდან.ასოების ზომა წვრილი ასოები. ასეთი ასოები მიანიშნებს ადამიანის უნარზე, საქმეებში, ასევე ფიქრებსა და მიდრეკილებებში კონცენტრაცია მოახდინოს ერთ-ერთი მიმართულებით. ეს თავშეკავებული, არააგრესიული ადამიანია. "მჭიდრო" წვრილი ხელწერა, წასაკითხად რთული, იმაზე მეტყველებს, რომ ეს ადამიანი გულდახურულია, უყვარს მარტოობა. მსხვილი ასოები. ასეთ ადამიანს ახასიათებს ექსპანსიურობა, ზოგიერთ შემთხვევაში აგრესიულობაც. ჩვეულებრივ ასეთი ხელწერა მოწმობს ადამიანის უარყოფით დამოკიდებულებაზე ხელქვეითის როლისადმი (როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში), უჩვენებს, რომ ადამიანს უყვარს თავისი ნათქვამის დაჟინება და გატანა. ეს ადამიანი კომუნიკაბელურობისკენ მიისწრაფვის, ამიტომ მისთვის შესაფერისია ადამიანთა შორის ურთიერთობებთან დაკავშირებული სამუშაო. საშუალო ზომის ასოები. ახასიათებს ბევრ ადამიანს, ამიტომ საშუალო ზომის ასოები ნაკლებად ჩაითვლება დამოუკიდებელ მაჩვენებლად გრაფოლოგისთვის, ის უნდა შეესაბამოს სხვა ნიშნებს.ბეჭდური ასოების გამოყენება წერილობითის ნაცვლად ეს ნიშნავს ახალი შეხედულებებისკენ სწრაფვას. თუ ადამიანი უცებ იცვლის წერის სტილს - ბეჭდური ასოებით წერას იწყებს, ტრადიციულიდან თანამედროვე იდეებისკენ გადასვლის მანიშნებელია.ასოების ზომა ნაწერის მიმდინარეობისას სიტყვა დიდი ასოებით იწყება, რომლებიც თანდათან პატარავდება. ასოების ასეთი დაპატარავება ახასიათებთ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებულ ტაქტსა და საიდუმლოების დაცვას მოითხოვენ მათთან ურთიერთობაში. სიტყვა იწყება პატარა ასოებით, რომლებიც თანდათან იზრდება (ან სიტყვის ბოლოში, ან შემდეგი სიტყვები). ასე წერენ ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი? (c)ქეთუ Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა