Jump to content
×
×
  • Create New...

ლიეტუველი პარლამენტარი: ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და ნატოს, ან კვდები


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დასრულდა შეხვედრა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისსა და ნიკა მელიას შორის. ლიეტუველმა პოლიტიკოსმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ის საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ დაელაპარაკოს ყველა მხარეს და შეთავაზოს მედიაცია მოლაპარაკებებში, ხაზი გაუსვა დიალოგის მნიშვნელობას. მან თქვა ისიც, რომ მისი ქვეყნის გამოცდილება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ თუკი არ აირჩევ დასავლურ გზას, არ შეუერთდები ევროკავშირსა და ნატოს, შეიძლება მოკვდე.

 

"არის არჩევანი: საქართველო ან წავა ლიეტუვის გზით, ან სხვა გზით. თუ იქნება ლიეტუვის გზა, მე ვხედავ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს.

მაგრამ, როცა ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატოში წევრიანდებოდა, მარჯვენა და მარცხენა ყოველთვის ერთად მუშაობდნენ. ჩვენ არასდროს დაგვიპატიმრებია [ოპენენტები]. თუ გაგრძელდება რეპრესიები და კონფლიქტი, თუ გაგრძელდება მუქარის გზა, საქართველოს შანსები შემცირდება.

ნატოსა და ევროკავშირში მხოლოდ საუკეთესო გაწევრიანდება. თქვენი არჩევანია, გინდათ, რომ იყოთ ლიდერები თუ გინდათ, იყოთ სხვადასხვა საშინაო და საგარეო დარტყმების მსხვერპლები.

თქვენ დარჩებით სხვა ძალების წინაშე, რომელიც თქვენ დაგშლით. ერთხელ უკვე დაიტანჯეთ ომით. მართლა გინდათ შენარჩუნდეს სტატუს კვო, რომელიც არაფერთან მიგიყვანთ? იმიტომ, რომ ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და ნატოს, ან კვდები. სხვა ალტერნატივა არ გაქვთ" - თქვა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

ამავე განცხადებაში მან ხელისუფლებას დათმობაზე წასვლისკენ მოუწოდა: "ესაუბრეთ ერთმანეთს, შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტეთ პოლიტიკური საქმეები სასამართლოში, რომელიც პროცესს ხელს არ უწყობს და დაიწყეთ ხიდების აგება მომავლისთვის. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმედი მაქვს, ნიკა მელიას საქმე დადებითად გადაწყდება."

პოლიტიკოსებთან შეხვედრამდე პავილიონისმა თვითერზე დაწერა, რომ ლიეტუვა საქართველოს გვერდით იდგა ყოველთვის, მისთვის ყველაზე რთულ დროსაც კი.
Edited by Laki

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

აუუ 

ეს სად გამიხსნია :დ

MOOR გადაიტანე რა :)

 

ბარემ, აქვე ჩავამატებ: ზალიან მომწონს ამ ფორუმის "დვიჟოკი", თუ რაც ეწოდება (Y)

Edited by Laki

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   230 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 229 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(22)
    • ASIA
    • Facebookexternalhit(2)