Jump to content
×
×
  • Create New...

საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი: ახალი სამხედრო ალიანსი ჰორიზონტზე?


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

67059614_2724293420932244_38831610814256

18 თებერვალს, ბაქოში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეცხრე შეხვედრა გაიმართება. რას განიხილავენ მინისტრები? რა პერსპექტივები აქვს საქართველოს გავლით სატრანზიტო მაგისტრალებს? გამოჩნდა ახალი სამხედრო ალიანსი ჰორიზონტზე? კომენტარები ბაქოდან და თბილისიდან.



აზერბაიჯანელი დიპლომატის, ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ტოფიკ ზულფუგაროვის აზრით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, როგორც წესი, ეკონომიკური საკითხები არ განიხილება.

„საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები ძალიან იშვიათად განიხილება ხოლმე. ვფიქრობ, ამ შეხვედრისას ძირითადად პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ“, – განაცხადა ზულფუგაროვმა JAMnews-თან ინტერვიუში.

წინა პლანზე ეკონომიკური კანონები წამოვა

ინტერესს იწვევს რეგიონში ნავთობის, გაზისა და სატრანსპორტო ტრანზიტული მაგისტრალების პერსპექტივები, რომელიც აზერბაიჯანსა და თურქეთს საქართველოს ტერიტორიის გავლით აკავშირებს.

საქმე ისაა, რომ რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების სამმხრივი განცხადების პირობებში, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი სატრანსპორტო ხაზები სომხეთის გავლით უნდა გავიდეს. აღვნიშნავთ, რომ 2020 წლის 10 ნოემბრის ამ განცხადებით დასრულდა ყარაბაღის მეორე ომი, რომელიც 44 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

„მას შემდეგ, რაც რეგიონში ახალი სატრანსპორტო მაგისტრალები ამოქმედდება, წინა პლანზე გამოვა ეკონომიკური კანონები. მხარეები გადაწყვეტენ, როგორ და საიდან უფრო მომგებიანია“, – განაცხადა ზულფუგაროვმა.

მისი აზრით, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობა აღსანიშნავია იმით, რომ აქ არ არის დომინანტი მხარეები: „ამ სატრანზიტო გზებით მოგებულია სამივე მხარე და არ გვიწევს საუბარი რომელიმეს უპირატესობაზე“.

ახალი სამხედრო ალიანსი ჰორიზონტზე?

„აზერბაიჯანი და საქართველო დიდი ხანია თანამშრომლობენ პოლიტიკური თვალსაზრისით სუამის ორგანიზაციის ფარგლებში. ამ ქვეყნების დაახლოებას ხელი შეუწყო ასევე ოკუპაციასთან დაკავშირებულმა ერთმანეთის მსგავსმა პრობლემებმა“, – ხაზი გაუსვა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს მისწრაფებაში ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით: „საქართველო უკვე დიდი ხანია ცდილობს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს და ამ ქვეყანაში ხშირად იმართება ნატოს ძალების სწავლებები. ყველა ამ ღონისძიებაში, თურქეთი, თუ მთავარს არა, ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს. ამ მიზეზით, თურქეთი, როგორც ჩანს, მთავარი რგოლია საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში“.

„რაც შეეხება თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის სამხედრო შემადგენელს, ამ სამი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენჯერმე ჩაატარეს ერთობლივი სწავლება მაგისტრალური მილსადენების დაცვის საკითხზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი გამოცდილება არსებობს. ყარაბაღის მეორე ომის შედეგებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული ასევე ასეთი თანამშრომლობის სხვა ფორმატები“, – დასძინა ზულფუგაროვმა.

კომენტარები თბილისიდან

ქართველი ექსპერტის, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, საქართველო ამ დრომდე არ გამოსულა არანაირი საკუთარი ინიციატივით ყარაბაღის ირგვლივ განვითარებულ კრიტიკულ მოვლენებთან დაკავშირებით: „და არა იმიტომ, რომ ის ამ სივრციდან გარიყეს. ამიტომ, ძალიან კარგია, რომ სამხრეთ კავკასიაში ყველაზე პერსპექტიული სტრატეგიული ალიანსის საკითხის აქტივიზაცია მოხდა: თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანი“.

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გარკვეული დაძაბულობა არსებობს დავითგარეჯის მონასტრის გამო (სადავო ტერიტორია საზღვრის არადელიმიტირებულ მონაკვეთზე – JAMnews). ასევე, არის საქართველოში ისლამოფობიის გარკვეული დონეც. შეიძლება, ეს საკითხები ოფიციალურად არ დგას ბაქოში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში, მაგრამ ვფიქრობ, რომ საუბარი მათ შესახებაც იქნება. ლაპარაკია სახელმწიფო საზღვარზე, ეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხია. სავარაუდოდ, თურქეთიც ინფორმირებულია ამ კონტექსტის თაობაზე“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა JAMnews-თან ინტერვიუში.

„მაგრამ მე რომ ვადგენდე დღის წესრიგს – ვიტყოდი, რომ ამ სამმხრივი ფორმატის მთავარი თემა უნდა იყოს ნატოს მომავალი სამხრეთ კავკასიაში. ორივე სახელმწიფო – თურქეთიც და აზერბაიჯანიც „აღმოსავლურ დიპლომატიას“ აწარმოებენ რუსეთთან: თავშეკავებულ და კეთილგანწყობილ, მაგრამ პრინციპულ პოზიციას იკავებენ. ეს არის თურქეთის პოლიტიკა – არ აწყენინოს სხვა მოთამაშეს, მაგრამ, ამავდროულად, გააგრძელოს ისე მოქმედება, როგორც თავად მიაჩნია სწორად. და მან ეს კარგად დაამტკიცა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში“, – დასძინა მან.

 „საქართველო შეიძლება გამოვიდეს, როგორც მამოძრავებელი ძალა“

ექსპერტმა აღნიშნა, რომ არ უნდა ველოდოთ თურქეთისა და აზერბაიჯანის ღია დაპირისპირებას რუსეთთან: „დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთისთვის მისი ინიციატივა უსაფრთხოების პლატფორმის შექმნის შესახებ (რუსეთის მონაწილეობით) პრინციპული საკითხი იქნება. საქართველომ კი, იმის ნაცვლად, რომ რუსეთის გაძევება სცადოს, შეიძლება ფორმატის შეცვლა შესთავაზოს. მაგალითად, ხუთი მოთამაშის ერთიანი პლატფორმის ნაცვლად, შეიძლება იყოს ორ ან სამმხრივი ჯგუფები, რომლებიც რეგიონში უსაფრთხოების კონცეფციაზე იმუშავებენ. და ზოგიერთ მათგანში, რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს.

საქართველოს უფლება აქვს, მკაცრად ილაპარაკოს რუსეთზე, რადგან მან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. აქედან გამომდინარე, საქართველო შეიძლება გამოვიდეს, როგორც მამოძრავებელი ძალა, რომელიც ამ პარალელურ სამუშაო ფორმატებს შესთავაზებს მხოლოდ აზერბაიჯანსა და თურქეთს, მაგრამ არა რუსეთს.

მეორე ამოცანა, რომელიც შეიძლება საქართველომ გადაჭრას – გახდეს მედიატორი სომხეთ-აზერბაიჯანისა და სომხეთ-თურქეთის ფორმატებში. ნათელია, რომ ევროპა დიდად დაინტერესებული არ არის კავკასიაში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობით, ყარაბაღის მოვლენებმა ეს ძალიან კარგად აჩვენა. ეს ცუდია, მაგრამ რეალობაა. ასეთ სიტუაციაში, საქართველოს შეეძლო იმ მოთამაშედ გამოსულიყო, რომელიც ერთიანი კავკასიური წრის შექმნას შეუწყობდა ხელს.

ეს შეიძლება ისეთი კავკასიური ალიანსი იყოს, სადაც დაცული იქნება სომხეთის სუვერენიტეტი. არავინ არ დააყენებს ეჭვქვეშ მის ტერიტორიულ მთლიანობას და სომხეთი ჩართული იქნება საერთო-კავკასიურ კონცეფციაში, სადაც გამოავლენს საკუთარ ღირსებასა და შესაძლებლობებს.

არის სხვა სფეროებიც, სადაც საქართველოს ინიციატივის გამოვლენა შეუძლია. ჯერჯერობით ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა. შეიძლება, ეს ამ შეხვედრაზე მოხდეს“.

67059614_2724293420932244_38831610814256საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი: ახალი სამხედრო ალიანსი ჰორიზონტზე?

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

On 2/18/2021 at 1:59 PM, Moor said:

„მას შემდეგ, რაც რეგიონში ახალი სატრანსპორტო მაგისტრალები ამოქმედდება, წინა პლანზე გამოვა ეკონომიკური კანონები. მხარეები გადაწყვეტენ, როგორ და საიდან უფრო მომგებიანია“, – განაცხადა ზულფუგაროვმა.

 

აქამდე ხო სხვა კანონები მოქმედებდა :hello:

Share on other sites

  • ფორუმელი
On 2/18/2021 at 1:59 PM, Moor said:

ნათელია, რომ ევროპა დიდად დაინტერესებული არ არის კავკასიაში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობით, ყარაბაღის მოვლენებმა ეს ძალიან კარგად აჩვენა. ეს ცუდია, მაგრამ რეალობაა. ასეთ სიტუაციაში, საქართველოს შეეძლო იმ მოთამაშედ გამოსულიყო, რომელიც ერთიანი კავკასიური წრის შექმნას შეუწყობდა ხელს.

ჭირი იქა, ლხინი აქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა :user:

Life is serious.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   189 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 189 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(21)
    • YandexBot(20)
    • Facebookexternalhit(2)