Jump to content
×
×
  • Create New...

'დალესის გეგმა'


Guest Genetic Miracle
 Share

Recommended Posts

"Вечный зов"-ის "დალესის გეგმად" წარმოჩენა "ასავალ-დასავალსა" და "კვირის პალიტრაში"

 

ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია ამერიკელი დიპლომატისა და ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორის ალენ დალესის ე.წ „გეგმის" შესახებ. სხვადასხვა მედია გამოცემები ამკვიდრებენ აზრს, თითქოს აღნიშნული გეგმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკის მიერ საყოველთაო ქაოსის დათესვას, ეროვნული ფასეულობების გადაგვარებასა და უზნეობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

სინამდვილეში „დალესის დოქტრინად" წოდებული გეგმა კონსპირაციის თეორიაა, რომელიც რეალურად არ არსებობს, რასაც შემდგომი გარემოებები ადასტურებს:

ფაქტი #1: "დალესის დოქტრინად" მოხსენიებული ციტატები სინამდვილეში საბჭოთა რომანის პერსონაჟის სიტყვებია

მითები ე.წ „დალესის დოქტრინის" შესახებ სათავეს იღებს საბჭოთა მწერლის, ანატოლი ივანოვის რომანიდან „მარადიული ძახილი" (Вечный зов).

რომანის პერსონაჟი საბჭოთა ოფიცერი პოლიპოვი, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებს ჩაუვარდებათ ტყვედ და მას SS-ის ოფიცერი დაკითხავს. SS-ის ოფიცერი პოლიპოვის ძველი ნაცნობი აღმოჩნდება - მეფის ჟანდარმერიის ყოფილი წევრი ლახნოვსკი (რომანის ეკრანიზაციაში, ლახნოვსკის როლს ქართველი მსახიობი - ოლეგ ბასილაშვილი თამაშობს). ტყვედ ჩავარდნილ პოლიპოვს ლახნოვსკი მოულოდნელად უმხელს ჰიტლერის საიდუმლო გეგმებს. 

(იხ. ფრაგმენტი წიგნის ონლაინ ვერსიიდან).

ლიხნოვსკის მიერ პოლიპოვისადმი განდობილი ე.წ გეგმა გულისხმობს საბჭოთა (რუსი) ხალხის განადგურებას თავად რუსეთში ჩამოყალიბებული ე. წ მეხუთე კოლონის საშუალებით. ლიხნოვსკის თქმით, ისინი საერთო ძალებით ხელყოფენ ისტორიულ და სულიერ ფასეულობებს და აღზრდიან ადამიანებს, რომლებიც დაარღვევენ რუსეთის მონოლითურ ერთიანობას როგორც გარედან, ასევე შიგნიდან.

Мы их воспитаем! Мы их наделаем столько, сколько надо! И вот тогда, вот потом… со всех сторон – снаружи и изнутри – мы и приступим к разложению… сейчас, конечно, монолитного, как любят повторять ваши правители, общества. Мы, как черви, разъедим этот монолит, продырявим его.

რომანზე დაფუძნებული მხატვრული ფილმი იმავე სახელწოდებით „მარადიული ძახილი" 1973 წელს გადაიღეს (იხ. ლახნოვსკის მონოლოგი ფილმიდან).

ლახნოვსკის მონოლოგის „დალესის დოქტრინად" მოხსენიება პოპულარული გახდა რუს პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებსა და სასულიერო პირებს შორის. 1993 წელს მიტროპოლიტმა იოანემ გამოაქვეყნა სტატია „ბრძოლა რუსეთისთვის", სადაც მოყვანილია ფრაზა რომანიდან.

"

ფაქტი # 2: აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს დირექტივა NSC 20/1 - როგორც ე.წ დალესის გეგმა

კვირის პალიტრისთვის 2010 წელს მიცემულ ინტერვიუში სოსო მანჯავიძე ე.წ დალესის გეგმის დოკუმენტურ დადასტურებად ასახელებს ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ 1948 წელს დამტკიცებული დირექტივას NSC 20/1.

დოკუმენტზე კონსპირაციული ვერსიები 1983 წელს, საბჭოთა ისტორიკოსმა ნიკოლაი იაკოვლევმა განავითარა წიგნში  „ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ" (ЦРУ против СССР).  ნიკოლაი იაკოვლევი, რომელიც საბჭოთა კაგებესთან თანამშრომლობდა წერს, რომ ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს NSC 20/1 დირექტივის მიხედვით, აშშ-ს მიზანია მოსკოვის პოლიტიკური გავლენის შესუსტება და მისი საგარეო პოლიტიკური ვექტორების იმგვარად შეცვლა, როგორც ამერიკის ინტერესებს შეესაბამება.

სინამდვილეში დირექტივა ბერლინის კრიზისის დროს შეიქმნა და წარმოადგენდა ერთგვარ ანალიზს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო აშშ-ს პოლიტიკა საბჭოთა კავშირთან მიმართებაში.მას არაფერი არ აკავშირებს ე. წ. ალენ დალესის გეგმასთან.

ქართული წყაროები:

"

„დალესის გეგმა" რუსულ მედიაში

კონსპირაციული თეორიები „დალესის გეგმის" შესახებ აქტიური განხილვის საგანია რუსულ ონლაინ მედიაში: მაგ ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოველდღიური ონლაინ გამოცემა "ნოვოროსია" მიმოიხილავს დალესის გეგმის ე.წ „ტექსტს", რომელიც პირდაპირ იმეორებს რომანის პერსონაჟის სიტყვებს. სტატიის მიხედვით, უკრაინის „მარიონეტული ხელისუფლება" სწორედ დალესის გეგმის მიხედვით მოქმედებს და ყველა ნოვოროსიელის მოვალეობაა ამ ბოროტების წინააღმდეგ „პერსონალური ბრძოლა აწარმოოს".

იგივე თემას ეძღვნება გადაცემა „ლაპარაკობს ჟურნალისტი" (Журналист говорит). ჟურნალისტი მარია ეფრემოვა მაყურებელს წარუდგენს ციტატებს ლახნოვსკის მონოლოგიდან და რუსეთის განადგურებისთვის შექმნილ დალესის დოქტრინის მთავარ მიმართულებებად ასახელებს ახალგაზრდობის გახრწნას, ალკოჰოლიზმისა და გარყვნილების ხელშეწყობას. დალესის დოქტრინის განხილვა გრძელდება დისკუსიით ერთ-ერთი პორნოვარსკვლავის მიერ ქალაქ ნოვოსიბირსკში მოწყობილი სკანდალის შესახებ. იუთუბზე ატვირთულია ათეულობით რუსულენოვანი ვიდეო სადაც ლახნოვსკის მონოლოგი აშშ-ს მხრიდან რუსეთის განადგურების დაუოკებელი სურვილის დამამტკიცებელ საბუთადაა წარმოჩენილი.


მოამზადა დალი ქურდაძემ

 

 

მითი ე.წ „დალესის გეგმის" შესახებ ტაბლოიდურ მედიაში კვლავ აქტუალურია

15 თებერვალი, 2017

 

 6 თებერვალს, „საქართველო და მსოფლიომ" სტატიაში „საქართველოში მოვლენები დალესის გეგმის მიხედვით ვითარდება" კვლავ გაიმეორა ქართულ ტაბლოიდურ მედია საშუალებებში პოპულარული მითი ე.წ. ალენ დალესის „გეგმის" შესახებ.

აღნიშნული კონსპირაციის მიხედვით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) უფროსმა ალენ დალესმა ცივი ომის დროს შეიმუშავა გეგმა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლისკენ იყო მიმართული, საბჭოთა საზოგადოების მორალური ფასეულობების განადგურების გზით. „მითების დეტექტორი" ადრეც წერდა, რომ რეალურად ე.წ. "დალესის გეგმად” მხატვრულ ნაწარმოებს, საბჭოთა რომან „მარადიული ძახილს" (Вечный зов) ასაღებდა.

„მარადიული ძახილი" და „დალესის გეგმა"

რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი, საბჭოთა ოფიცერი პოლიპოვი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებს უვარდება ტყვედ. მას დაკითახვს SS-ის

ოფიცერი, რომელიც პოლიპოვის ძველი ნაცნობი აღმოჩნდება - რუსეთის მეფის ჟანდარმერიის ყოფილი წევრი ლახნოვსკი. ლახნოვსკი პოლიპოვს მოულოდნელად ჰიტლერის საიდუმლო გეგმებს უმხელს. ე.წ „დალესის გეგმის" ტექსტში სწორედ SS-ის ოფიცრის სიტყვებია გამოყენებული (იხ. ინფოგრაფიკა)

პროპაგანდა

1973 წელს, რომანზე დაფუძნებით მხატვრული ფილმი „მარადიული ძახილი" გადაიღეს. ლახნოვსკის მონოლოგი რომელიც ე.წ „დალესის გეგმის" ტექსტშია გამოყენებული შეგიძლიათ იხილოთ ფილმის ნაწყვეტიდან.

„დალესის გეგმა" ფართოდ გავრცელებულია რუსულ დისკურსში და ქართული ტაბლოიდური მედიის ერთ ნაწილში.

 

პირველად კონსპირაცია 1993 წელს მიტროპოლიტ იოანეს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში "ბრძოლა რუსეთისთვის” გამოჩნდა, სადაც ფრაზა რომანიდან ალან დალესის სიტყვებადაა გასაღებული.

კომუნისტური პარტიის და Вечный зов-ის ციტატებს Geworld.ge “დალესის გეგმად” ასაღებს

29 მაისი, 2018

17 მაისს, პორტალმა Geworld.ge -მა  ე.წ. “ალენ დალესის გეგმის” შესახებ ცნობილი კონსპირაცია კვლავ გააცოცხლა.  აღნიშნული კონსპირაციის თანახმად, ცივი ომის დროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) უფროსმა ალენ დალესმა საბჭოთა საზოგადოების მორალური ფასეულობების განადგურების მიზნით სპეციალური გეგმა შეიმუშავა. მასალაში სახელწოდებით “ქრისტეს ზეცად ამაღლების დღეს ქართველთა ამაღლება თუ დაცემა?” ნათქვამია, რომ 1947 წელს ალენ დალესმა “კონგრესისა თუ სენატის წინაშე” საიდუმლო მოხსენება წარადგინა. აღნიშნული არ გამოჰპარვია ლავრენტი ბერიას და მალე დოკუმენტი იოსებ სტალინის მაგიდაზე აღმოჩნდა. ავტორის აზრით, დასავლეთსა და სსრკ-ს შორის ცივი ომის დაწყების მიზეზი, დიდი ალბათობით, სწორედ “დალესის გეგმა” გახდა, რადგან “ფოლადის გენერალისიმუსმა რკინის ფარდა დაუშვა” და ამ გზით აღკვეთა საბჭოთა კავშირში უზნეობის გავრცელება. მასალაში საილუსტრაციოდ მოყვანილია ამონარიდები “დალესის გეგმიდან” და ნათქვამია, რომ დალესის ციტატები ზუსტად მიესადაგება საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს დალესის დოქტრინა მითია თუ სინამდვილე.

“ალენ დალესის გეგმა” რეალობაში არ არსებობს. ციტატები, რომლებიც Geworld-ge-ს მასალაში გამოყენებული, 4 რუსეთის კომუნისტური პარტიის ვებ-გვერდზე 2015 წელს გამოქვეყნებული სტატიიდანა ამონარიდებია, ხოლო 1 საბჭოთა მწერლის ანატოლი ივანოვის რომანიდანაა, სახელწოდებით  “მარადიული ძახილი” (Вечный зов).

2015 წლის 26 თებერვალს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსუტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტმა, მიხაილ ჩისტმა  რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ვებ-გვერდზე რუბრიკაში “კომუნისტის მოსაზრება” სტატია გამოაქვეყნა. ავტორი რუსეთის წინააღმდეგ უცხოური და რუსული ლიბერალური მედიის მიერ წარმოდებულ მასშტაბურ საინფორმაციო ომზე საუბრობდა. მისი თქმით, ლიბერალურ-დასავლური პროპაგანდა მითებს სწორედ იმ მეთოდებით ავრცელებს, რომლებიც 1945 წელს ცენტრალური სადაზვერვოს საგენტოს დირექტორის, ალენ დალესის მიერ გაიწერა.  სტატიაში მიხაილ ჩისტი “დალესის გეგმას” დეტალურად განიხილავს.

"


ამონარიდები Geworld.ge-ს სტატიიდან
"

ამონარიდები მიხაილ ჩისტის სტატიიდან
"

“მწერლობა, თეატრი, კინო, საზოგადოდ, გამოცემები _ ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას ასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს”…

“Литература, театр, кино – все будут изображать и прославлять самые низменные человеческие чувства.”

“ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომლებიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს, ანუ ყველანაირ უზნეობას”

“Мы будем всячески поддерживать и поднимать так называемых художников, которые станут насаждать и вдалбливать в человеческое сознание культ секса, насилия, садизма, диссидентства, словом, всякой безнравственности.”

“პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ღალატი და გაუტანლობა, ერთა შორის, აღმსარებლობათა, თაობათა შორის მტრობა _ ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ”…

Честность и порядочность будут осмеиваться и никому не станут нужны, превратятся в пережиток прошлого. Хамство и наглость, ложь и обман, пьянство, наркомания, животный страх друг перед другом и беззастенчивость, диссидентство, национализм и противопоставление народов – всё это мы будем насаждать ловко и незаметно…”

“ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გასარყვნელად ბავშვობიდანვე. ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რათა მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. მათგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს”…

Мы будем браться за людей с детских, юношеских лет, будем всегда главную ставку делать на молодежь, станем разлагать, развращать, растлевать её».


ერთი ციტატა როგორც რუბრიკა “კომუნისტის მოსაზრება”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ასევე თავად ანატოლი ივანოვის რომანშიც გვხვდება. ამ  ეპიზოდში SS-ის ოფიცერი ლახნოვსკი ტყვედ ჩავარდნილ საბჭოთა ოფიცერ პოლიპოვს ადოლფ ჰილტერის საიდუმლო გეგმებში ახალგაზრდობის გამოყენების მნიშვნელობაზე ესაუბრება.


" " "

“ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გასარყვნელად ბავშვობიდანვე. ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რათა მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. მათგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს”…

Мы будем браться за людей с детских, юношеских лет, будем всегда главную ставку делать на молодежь, станем разлагать, развращать, растлевать её».

“Мы будем браться за людей с детских, юношеских лет, будем всегда главную ставку делать на молодежь, станем разлагать, развращать, растлевать ее! ….Да, развращать! Растлевать! Мы сделаем из них циников, пошляков, космополитов!”


კონსპირაციის წარმომავლობა. მითები ე.წ “დალესის გეგმაზე” სათავეს საბჭოთა მწერლის, ანატოლი ივანოვის რომანიდან “მარადიული ძახილი” (Вечный зов) იღებს. რომანის პერსონაჟი საბჭოთა ოფიცერი პოლიპოვი მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ გერმანელებს ჩაუვარდება და მას SS-ის ოფიცერი ლახნოვსკი დაკითხავს. SS-ის ოფიცერი პოლიპოვის ძველი ნაცნობი  და მეფის ჟანდარმერიის ყოფილი წევრი აღმოჩნდება. ტყვედ ჩავარდნილ პოლიპოვს ლახნოვსკი მოულოდნელად ჰიტლერის საიდუმლო გეგმებს გაუმხელს. (იხ. ფრაგმენტი წიგნის ონლაინ ვერსიიდან). საიდუმლო გეგმა საბჭოთა ხალხის განადგურებას თავად რუსეთში ჩამოყალიბებული ე.წ მეხუთე კოლონის საშუალებით გულისხმობს. ლახნოვსკი პოლიპოვს უყვება, თუ როგორ ხელყოფენ საზოგადოების ისტორიულ და სულიერ ფასეულობებს და აღზრდიან ისეთ ადამიანებს, რომლებიც დაარღვევენ რუსეთის მონოლითურ ერთიანობას.  კონსპირაცია “დალესის გეგმის” შესახებ პირველად 1993 წელს წელს მიტროპოლიტ იოანეს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში "ბრძოლა რუსეთისთვის” გამოჩნდა და რუსულ ტაბლოიდურ მედიაში დღემდე პოპულარულია. პორტალ Youtube-ზე ხელმისაწვდომია ათეულობით რუსულენოვანი ვიდეო სადაც ლახნოვსკის მონოლოგი აშშ-ს მხრიდან რუსეთის განადგურების დაუოკებელი სურვილის დამამტკიცებელ საბუთადაა წარმოჩენილი. კონსპირაცია „დალესის გეგმაზე" გავრცელებულია ქართული მედიის ერთ ნაწილშიც. 1973 წელს, რომანზე დაფუძნებით მხატვრული ფილმი „მარადიული ძახილი" გადაიღეს. ლახნოვსკის მონოლოგი რომელიც ე.წ „დალესის გეგმის" კონსპირაციაშია გამოყენებული შეგიძლიათ იხილოთ ფილმის ნაწყვეტიდან.

 

მასალები აღებულიდა mythdetector - დან <4

 
Share on other sites

  • ფორუმელი
10 minutes წინ, Genetic Miracle said:

თითქოს აღნიშნული გეგმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკის მიერ საყოველთაო ქაოსის დათესვას, ეროვნული ფასეულობების გადაგვარებასა და უზნეობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

გასაგებია რომ არანაირი ოფიც გეგმა არ არსებობს მაგრამ არაოფიც მიზანი ხო შეიძლება არსებობდეს? გამორიცხავთ რომ ფედერალურ ხელისუფლებას მსგავსი ''დეკლარირებული'' მიზნები ქონდეს? მულტიკულტურული და მულტინაციონალური ამერიკა არ შეიძლება მკაცრს განსაზღვრულობებს და ჩარჩოებს უჭერდეს მხარს. თუ კი? 

ქაოსის კონტროლი ხო შეიძლება? მორალი ემოციებზე დგას ამის მართვაც შეიძლება, ჰო და რატო არა? :lol: 

 

 

Share on other sites

@cosmia

ბევრი რამე შეიძლება ვივარაუდოთ, ზოგადად, მაგრამ მე ეს ამბები მაინტერესებს მედიაკრიტიკის და ფეიქნიუსების კონტექსტში. რაკი შესაბამისი განყოფილება შეიქმნა, თემაც გავხსენი. მეტი არაფერი.

 

4 minutes წინ, cosmia said:

ქაოსის კონტროლი ხო შეიძლება?

რაღაც მეეჭვება

Share on other sites

  • ფორუმელი
24 minutes წინ, Genetic Miracle said:

რაღაც მეეჭვება

რატო კაცო, თუ რესურსები გაქვს მათ შორის ადამიანური, ქაოსის კონტროლი რა პრობლემაა? 

მეტიც, შეიძლება შენვე იყო მისი მაპროვოცირებელი... ქაოსში ყოველთვის იბადება ორდერი, ნებულებშიც მატერიალური ქაოსია მარა ვარსკვლავები იბადებიან... :mulan:

პრიციპში გააჩნი ხედვის კუთხეს...

 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share