iaiameri Posted 17 ნოემბერი, 2020 Posted 17 ნოემბერი, 2020 ახლახანს ვიდეოს ვუცქირე და საქართველოს და შვეიცარიას ადარებდნენ ტურისტული კუთხით. ინფრასტრუქტურა კი ბატონო, ზოგადად მოიკოჭლებს, მაგრამ გული დამწყდა იმაზე, რომ შვეიცარიაში ერთი ბოკალი ღვინოს ფასი შეიძლება გაუტოლდეს ღვინით სავსე მთელი აბაზანის ფასს საქართველოში. მე იმისკენ ვიხრები, რომ მილიონობით ტურისტი კი არ გვიხაროდეს, არამედ რაც შეიძლება ძვირი იყოს ქართული პროდუქტი. ნაკლები ტურისტი ნიშნავს ნაკლებ ზიანს ეკოლოგიისთვის. სჯობს ვაწარმოოთ მცირე და ძვირი, ვიდრე .. მოკლედ მიმიხვდით. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 17 ნოემბერი, 2020 Posted 17 ნოემბერი, 2020 @iaiameri კითხვა მაქვს, საშუალო სტატისტიკურ ევროპელს აქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა ზამთარ-ზაფხულ შვეიცარია არ მოიკლოს? Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 17 ნოემბერი, 2020 Author Posted 17 ნოემბერი, 2020 1 minute წინ, mulan said: @iaiameri კითხვა მაქვს, საშუალო სტატისტიკურ ევროპელს აქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა ზამთარ-ზაფხულ შვეიცარია არ მოიკლოს? რა თქმა უნდა არა აქვს. მერე? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 17 ნოემბერი, 2020 Posted 17 ნოემბერი, 2020 სურვილი კარგია, მაგრამ დადებ იგივე ხარისხს, რასაც შვეიცარია დებს? სად ნახე ტურიზმისგან დაბინძურებლი ეკოლოგია? ;(@iaiameri Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 17 ნოემბერი, 2020 Author Posted 17 ნოემბერი, 2020 (შესწორებული) 14 minutes წინ, Moor said: სურვილი კარგია, მაგრამ დადებ იგივე ხარისხს, რასაც შვეიცარია დებს? სად ნახე ტურიზმისგან დაბინძურებლი ეკოლოგია? ;(@iaiameri არის ასეთი ტურისტული ადგილი ჰალსშტატი. იქაურმა მოსახლეობამ შემოიღო ახალი რეგულაციები. რადგან ტურისტული ნაკადი ამ დაბაში, თუ სოფელში არის ძალიან დიდი, ადილობრივი მოსახლეობა წუხდებოდა. ბევრი ტურისტი, ბევრ ნაგავსაც ნიშნავს ისე. ბევრი რამ აიკრძალა, მაგ. დიდი ავტობუსების გადაადგილება, დადგინდა ლიმიტი და ყოველწლურად აძვირებენ მომსახურებას. იგივე პრობლემა კოვიდამდე იყო მესტიაშიც სხვათაშორის. როცა ინტერესი არის დიდი, მომსახურება უნდა გაძვირდეს. ელემენტარულია. რა თქმა უნდა ტურისტისთვის და არა ადგილობრივისთვის..ადგილობრივები შვეიცარიაში ბევრ ადგილას არც იხდიან ფულს, ან მინიმალურს იხდიან. Edited 17 ნოემბერი, 2020 by iaiameri Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 17 ნოემბერი, 2020 Posted 17 ნოემბერი, 2020 @iaiameri ეგ ბაზრის პრინციპი ისედაც მუშაობს, და არა მხოლოდ უცხოელებისთვის, მგონი, არა? ხარისხის გათვალისწინებით, არ ვართ იაფი ქვეყანა. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 17 ნოემბერი, 2020 Posted 17 ნოემბერი, 2020 18 minutes წინ, iaiameri said: რა თქმა უნდა არა აქვს. მერე? ჰო და იმას ვამბობ რასაც მური რომ ხარისხი ფასი ღირს, ჩვენი საშუალო ხარისხის ღვინო ღაწვებს რომ ვიხოკავთ მაგარიაო ობიექტურად არც ისე მაგარი ხარისხისაა, ინდივიდუალური მეწარმეები რასაც აწარმოებენ კიდევ დებენ ხარისხს მაგრამ შეზღუდულ რაოდენობაში, მათი პროდუქცია ნამდვილად არ ღირს იაფი. მაგალითად ბევრი ქართველია ვინც ნარჩვი იცის რა არის და გაუსინჯავს? საშუალოსტატისტიკური ქართველი თუ სვანი არაა გარტყმაში არაა რა ტიპის ყველია და ისე ჩავა საფლავში ვერც გაიგებს, მამენტ ხელმისაწვდომიც არაა თბილისში მცხოვრები საშუალო შემოსავლის ადამიანისთვის ამ ყველის შეძენა. შეიძლება ნაგავი შეფუთო და ერთჯერადად გაყიდვად კონკრეტული ღირებულების პროდუქტად აქციო მარა თუ ხარისხის პრობლემა გაქვს შენ მომხმარებელს ჩვევას ვერ გამოუმუშავებ, არის რაღაცები რაშიც გვაქვს შესაძლებლობა ხარისხი დავდოთ და რეალურ შემოსავალზეც გავიდეთ მარა სანამ ქვეყანაში უმუშევრობა ორნიშნა მაჩვენებელზეა, ინფლაცია კიდევ ტრაკში ხარისხზე ვერ გახვალ და სულ იქნები ეგეთი იაფი წერტილი ცივილიზებული სამყაროსთვის... Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 17 ნოემბერი, 2020 Author Posted 17 ნოემბერი, 2020 5 minutes წინ, Moor said: @iaiameri ეგ ბაზრის პრინციპი ისედაც მუშაობს, და არა მხოლოდ უცხოელებისთვის, მგონი, არა? ხარისხის გათვალისწინებით, არ ვართ იაფი ქვეყანა. იუთუბზე რუსების ვიდეოებს ვუყურებ. იაფი ქვეყანა ვართ მათთვის. ის რომ ახლოს ვართ და გადაფრენაში დრო არ ეხარჯებათ ბევრი, ის რომ საკვები არის დიდი პორციები, ხარისხიანი და იაფი მათთვის, ღვინო არის წარმოუდგენლად იაფი. არ მინდა ფართო მოხმარების საგნად იქცეს საქართველო. სჯობს ცოტა ჩამოდიოდეს და იმდენივეს ხარჯავდეს, რამდენსაც სიიაფის პირობებში ბევრი ტურისტი დახარჯავდა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა