Jump to content
×
×
  • Create New...

ნინი ელიაშვილი – ვინც ჩემში ცხოვრობს და სხვა ლექსები

Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

http://arilimag.ge/wp-content/uploads/2021/02/eliashvili35.jpg

ვინც ჩემში ცხოვრობს

*

თუ ვერცერთ ყულფში ვერ გაჰყავი თავი, ძმაკაცო,

თუკი ვერაფრით შეაგროვე იმ თოკის ფული,

წამო, წავიდეთ და ბოსტანში, როგორც სატაცურს,

როგორც ოხრახუშს, როგორც ნიორს, როგორც მათ ხნულებს,

გიჩვენებ ჩემ გულს, რომ მათსავით, სუფთა მაქვს გული.

მე შემიძლია, სიმყრალეში ხელი დაგტაცო,

თუკი დათრგუნავ თავის ყულფში გაყოფის სურვილს.

წამო, წავიდეთ. იცი, რაა ამ დროს კაკლები!

იცი, რარიგად ნაზდებიან ამ დროს ნუშები!

ჩვენ ხომ არა ვართ არავისზე რამით ნაკლები

და ამ ყველაფერს საკუთარ თავს რატომ ვუშვრებით?!

წამო რა, წამო, აქ თავისით დაალაგებენ

საქმეებს ვინმე მინისტრები ანდა მუშები.

წამო, ცოტახნით მოვიშოროთ გულზე ლაქები.

*

ჩემ წინ რომ დიდი კედელია და გვერდით ცაცხვი,

ყოველ დილას რომ მაღვიძებენ შავი მტრედები,

მე, თითქოს ძალით მაყენებს და ტანსაცმელს მაცმევს,

ვიღაცა, ვისაც რატომღაც კვლავ ვეიმედები.

შენ კარგად მიცნობ, ჩემში ცხოვრობს კარღია კაცი,

თავისი დიდი საქმეებით, სენტიმენტებით.

ის მთელ სამყაროს ნათესავის საფლავში გაცვლის.

მაყენებს, მერე მომიდუღებს მზრუნველად ყავას

და სიგარეტზეც მომიკიდებს, ლეპტოპსაც გაშლის

და როცა ისიც მიმატოვებს და ისე წავა,

დაავიწყდება ჩემთვის გათლა და დაჭრა ვაშლის…

ჯერ კი ადრეა, ჯერ ადრეა, ჯერ მუჭში ვყავარ,

ჯერ მხოლოდ ეჭვით ვიმზირები მიწიდან ცაში.

ეს მხოლოდ მანამ, სანამ წავა, სანამ ის წავა…

*

ჩვენ კარგად ვიცით, თუ როგორი ნაბიჭვრები ვართ.

როგორ მოვტაცეთ ლამაზ ქალებს ლურჯი ზღაპრები.

ეს ყველაფერი კარგად ვიცი, ვიცი ზეპირად

და ის მაკვირვებს, რომ ვყვავილობ და რომ არ ვლპები.

თავს კი არ ვიკლავთ, ყოველ ღამე თავს ვაღებინებთ –

სხვები კი, სხვები რა მარტივად გვაიაფებენ

და ჩვენ კი ვუსმენთ, სხვა გზა რა გვაქვს, ვუსმენთ დებილებს.

ხანდახან ისე გამკაცრდება ხოლმე ცხოვრება,

გინდა, წახვიდე ვინმეს მონად, ვინმეს მსახურად.

(გადახვევაა – მისი ხმა სულ მემახსოვრება.

მისი თვალები ცად მახურავს. ცებად მახურავს)

რატომ ვიქეცით სიყვარულში ნამდვილ ღორებად.

ეს პოეტები, ეს ღმერთები რამ გაგვაღორა.

რა მოვუხერხო ამ შეტევებს, ამ გაორებას.

*

წამოდი, წამო! თითებიც თუ ვეღარ მოვხარეთ

და ვეღარავის მოვეფერეთ, რაღა აზრი აქვს.

ჩვენი ცხოვრება კი არადა ჩვენი დომხალი

მაინც რა თესლად ლამაზია, რა ლამაზია.

მე კი არ ვიშვი, ციდან მოვწყდი, თუ გადმომღვარეს

და რჩეულობა, მეგობარო, დასწრებაზეა.

რამდენს შრომობენ. რამდენს კლავენ. რამდენს ოხრავენ.

მე კი სხვაგან ვარ. კარგად იცი, ახლა როგორ ვარ,

როგორიც ყველას ვეზიზღები და თან ვუნდივარ.

(გადახვევაა – მენატრება ერთი გოგონა.

და მისი ზურგის კანი მახსოვს ჩემი ხუთივე

თითით) ჯერ გრილა, თუმცა სარკმლისკენ მზე მოგორავს.

ჯანდაბას, ისე კარგად ვარ, სულ დავუხუთივარ.

საჭირო იყო ამ ყველაფრის, ნეტავ, მოყოლა?!

***

სად იყო შენი წვრილი კისერი
როცა მტრედები აფრინდნენ გვერდზე
ეს არაფერი ახლა ისე ვარ
თითქოს გიპოვე და აღარ გეძებ

ჩემკენ მომართეს ყველა გამზირი

ყველა სკვერი და ყველა სადგური

და ყველაფერი რა ლამაზია

სანამ მოგკლავს და გაგანადგურებს
სად იყო შენი თხელი მუცელი

როცა მტრედები გვერდზე აფრინდნენ

ეს არაფერი ახლა უცრემლოდ

მიდის ცხოვრება და არაფრიდან
ვიზრდებით მეც და ჩემი იმედიც

ჩემი ნატვრაც და ჩემი ვარდებიც

და მეგობარი ისე მიმეტებს

ახლა გიჟივით ავხარხარდები
მუსიკოსმა და მისმა ჰანგებმა

ამიყოლია და იქნებ გესმის

რადგან შენც ახლა სადღაც აქვე ხარ

ვიღაც ქუჩაში გითითხნის ლექსებს
მე ახლა ვირჩევ დუმილს და გიძღვნი

ჩემში არავინ დღეს ხმას არ იღებს

რამხელა ხმა აქვთ რამხელა სიგრძე

შენი მოსვლის და წასვლის თარიღებს
მხიარულად ვარ შენ ხომ მიბრძანე

აწი სიცოცხლეს რა შემაზიზღებს

და ერთი კოცნა გამომიგზავნე

ვაჟა ფშაველას წყეულ გამზირზე

შესვენება

ელენეს

ვინ მოკვდებოდა ვინ იზამდა უფრო უარესს

რომ ჩვენს ბავშვობას დაუნდობლად გადაუარეს

ვინ მოკვდებოდა ასე როგორ გვიღალატებდა

შენ ხომ იცი რომ პირჯვარს მუდამ ვიწერ ხატებთან

ღმერთის არ მესმის იბჟუტუროს სადმე თუ არის

ახლა თუ ვინმე საწამლავსაც დამიმატებდა

წყალზე შენ გამო გეფიცები უმალ უარით

გავისტუმრებდი ასე სუსტმა ასე მჩატემ და

უნებისყოფომ იასამნის ხეებს ვუარე

გარშემო თუმცა არაფერი არ შეიცვალა

შენ ხომ იცი რომ მაინც ის ვარ ბოლოს ვინც არ ვარ

შენ ხომ იცი რომ მატყუარა ჩემმა ხელებმა

ბევრი იბრძოლეს სიმართლისთვის აჩის ვფიცავარ

აღარაფერი ეშველება არ ეშველება

ქვის საფლავს რა ვქნათ ვერ გაიგო ჩვენი მიწამაც

უნდა დავიწყოთ ამ მიწისგან სახლის შენება

და შევძვრეთ როგორც უფლისციხის ყვითელმა კლდემაც

ვიცოცხლოთ მაგრამ ყველა კვდება და კი არ კვდება

გვიმეტებს შენთვის დღეს მინდოდა ამის ჩვენება

და შემაშინა ჩემს ცივ ხმაში ნასროლმა ქვებმა

ამდენმა რომ ვთქვათ უსამართლო გადარჩენებმა

მასწავლეს რომ გვაქვს თან არა გვაქვს არაფრის ნება

რატომ გწერ ალბათ გაგიჩნდება კითხვა ამაზე

მაგრამ შენ ისე ლამაზი ხარ ისე ლამაზი

უფლება არ მაქვს მამის საფლავს როგორც საკუთარს

არ მოვეფერო ე რამდენი დილა გავმაზე

რამდენ კედელთან წავიქეცი რამდენ აგურთან

ვიდექი მშვიდად და მიირთვი ღმერთმა აკურთხა

ჩემი სადილი ახლა ვზივარ თეთრ ფანჯარაზე

ვფიქრობ რამდენად შეშლილი ვარ და თან რამდენად

დალაგებული ამ არეულ სამყაროს გარეთ

დიდხანს ვიცოცხლებ და უბრალოდ თვალი მადევნე

შენ არ მოგივა წერილი რომ ნინია მკვდარი

და არ ჩაიცვამ არ დაიჭერ ხელში მიხაკებს

და ამ წერილსაც არ მოგწერდი რომ არ მიყვარდე

* * *
მე ყოველდღე თავიდან ამოვდივარ მცენარესავით
ყვავილივით რომელსაც არც სუნი აქვს და არც განსაკუთრებული სილამაზე
ყოველდღე თავიდან ამოსვლას იმხელა ძალისხმევა ჭირდება
რომ ბოლომდე ვერასოდეს გავიზარდე
ყოველდღე ნედლი ვკვდები
გრძნობებით და შეგრძნებებით
მერე ისევ თავიდან ვზრდი ჩემ სიყვარულს
ყოველი დღე თვითგადარჩენისთვის ბრძოლაა
მატერიალური თუ სულიერი სარჩოსთვის
დავიღალე
ყოველდღე თავიდან ამოვდივარ ბეტონიდან
ჩემი ნაზი გრძნობებით

დამარხული გული

*

საით წამიყვანს ეს ვაგონი რა სადგურია

ამის შემდეგ დრო აღარ რჩება უნდა მივუსწრო

შემდეგ სადგურზე დამარხული ჩემი გულია

უნდა მივუსწრო სანამ ფეთქავს სანამ უვლიან

არავინ უნდა შემამჩნიოს გამოვიძურწო

კარიდან ჩუმად და ვიპოვნო ბინძურ სადგურში

გული და გულმა უნდა მითხრას სად იყო დღემდე

თან უნდა ვკითხო რომ დაბრუნდეს რა გააყუჩებს

რომ ყველაფერი შევასრულო პასუხის შემდეგ

ბინძურ სადგურში ავადმყოფი გული დავმარხე

ოღონდ უბრალოდ მაპოვნინეთ ოღონდ მანახეთ

*

მე ახლა ვწუხვარ ანუ ხატებს არ ვეკარები

თანდათან უფრო ვიწროვდება ჩემი თვალები

ნედლი ბალახის ბრალია რომ ახლა ასე ვარ

მეტროსადგურში მეზარება ხალხის დასევა

ეცდებინ რომ მიშველონ და დამამთავრებენ

*

ვიპოვი მერე სახლიდან კი არასდროს გავალ

და გავაგრძელებ ჩემს ნივთებთან აბსურდულ დავას

იქნებ მიშველო მეგობარო იქნებ მოხვიდე

მე სულ ვიცინი სულ კარგად ვარ მხოლოდ დაკარგულ

გულში ადგილი დაგიტოვე. ჩემი ოხვრიდან

ამოსული სულ ლექსებია

ნუ გეშინია გადავაგდებ ყველა მაკრატელს

იქნებ მოხვიდე მეგობარო იქნებ მოხვიდე

* * *
და რაც უფრო ღამდება უფრო მეტად მიჭირს
სუნთქვა თითქოს ყელში გაჩრილი მაქვს ბურთი
რამდენიმე აბით და უსარგებლო ნიჭით
თავს რაღაცად იგრძნობ რამდენიმე წუთით

ღმერთო როგორ დავშორდი ყველას როგორ ცალკე

აღმოვჩნდი და არაფრის სურვილი რომ არ მაქვს

სულერთია ყველასთვის ჩემი ლაპარაკი

დიდი დიდი ხანდახან მომაკითხოს ქარმა

მომაკითხოს ისიც რა წასაღებად თავის

მოტანილის და ესეც სულერთია რადგან

შევეჩვიე სიჩუმეს როგორც ქოთნის ყვავილს

ოთახში თუ აქა-იქ რამდენიმე ლანდმა

გაიარა არც ვიმჩნევ არც აქ ყოფნას ვუშლი

ნახევარი დამირჩა სურვილიც და ღელვის

უნარი და მაინც ჩაკრული მაქვს გულში

ყოველ ღამე შენი უფერული ხელი

ახლა ვეღარ გამიწევს გული ვერსად ახლა

ვეგუები სიჩუმეს და ჩემივე ნებით

როგორ ჩამიპირქვავა დაწყევლილმა სახლმა

ალბათ ახლა უფროსებს როგორ ვენანები

ამ ყოფისთვის აქ უნდა შემოვიდეს ღმერთი

და პასუხი გამცეს თუ რამდენად მსურდა

დაბადება ძვირფასო ალბათ მხოლოდ შენთვის

დანარჩენი წავიდა ყველაფერი ცუდად

© არილი

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share