ფორუმელი Moor Posted 18 თებერვალი, 2021 Posted 18 თებერვალი, 2021 /files/pictures/456456456.jpg 20 თებერვალს „ღვინის კლუბი“ 13:00 საათზე ამბროლაურის რაიონის სოფ: ჭრებალოში - „ჭრებალოს მარანში“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ატარებს ტრენინგს - "ღვინის ტურიზმი და ღვინის მარკეტინგი". ტრენინგს გაუძღვება - ტურისტული კომპანია “ჯორჯიან თრეველ გრუპის” შემომყვანი ტურიზმისა და ღონისძიებათა დეპარტამენტის დირექტორი თამუნა კურტანიძე. „ღვინის კლუბმა“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროექტი მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. პროექტი ერთწლიანია და ამჯერად იგი იმერეთის, რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონებს მოიცავს. პროექტი გულისხმობს ღვინო და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე სოფლებში მევენახე-მეღვინეებისა და დამწყები მცირე და საშუალო მარნების მოძიებასა და მათთვის საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას. ტრენინგის ბოლოს ჩატარდება მევენახეობა-მეღვინეობის მორიგი კონსულტაცია გიორგი ბარისაშვილთან და ვანო შიუკაშვილთან. შეხედრის დასრულების შემდეგ ეტიკეტის დიზაინის შესახებ კონსულტაციებს ასევე გაგიწვთ დიზაინერი მამუკა ტყეშელაშვილი. ტრენინგი 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება და დასრულების შემდეგ ჯგუფი ესტუმრება ერთ-ერთ ადგილობრივ მწარმოებელს. ტრენინგის სამიზნე ჯგუფია - ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ღვინის მწარმოებლები. დასწრება თავისუფალია, ადგილები შეზღუდულია, რეგისტრაცია დასრულდება ადგილების შევსებისთანავე. რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88 წყარო: მარანი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა