Jump to content
×
×
  • Create New...

88 მომხრე, 2 წინააღმდეგი: ნიკა მელიას პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა. ახლა მას პატიმრობა ემუქრება


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

124236387_10221314492106052_321420843334

88 მომხრე და 2 წინააღმდეგი – პარლამენტმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. 

ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.

იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ, პროკურატურა სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართავს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და აქტვისიტები პარტიის ოფისთან იკრიბებიან და ამბობენ, რომ ნიკა მელიას დაჭერის საშუალებას პოლიციას არ მისცემენ.

“თუ დააპირებენ მის ტყვედ აყვანას და არა დაკავებას, უკაცრავად, მაგრამ ამის შესაძლებლობას ვერ მივცემთ. ეს არ არის კანონის და სამართლის ფარგლებში ჩასმული საკითხი, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური და თუ ისინი ეცდებიან ოპოზიციური პარტიის ძალადობრივი ქმედებებით ტყვედ აყვანას, შესაბამის პასუხსაც მიიღებენ”. – თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

“ნაციონალურ მოძრაობას” ამ შემთხვევაში მხარს უჭერს მთელი ოპოზიციური სპექტრი. ისინი მელიას საქმეს არა სამართლებრივს, არამედ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებენ.

ნიკა მელიას საქმე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პროკურატურა 20-21 ივნისის ე.წ. გავრილოვის ღამეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებას ედავება. 

2019 წლის 26 ივნისს პარლამენტმა ამავე საქმის გამო ნიკა მელიას იმუნიტეტი ერთხელ უკვე შეუჩერა

იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ, 2019 წლის 27 ივნისს, პროკურატურამ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 30 ათასი ლარი შეუფარდა და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული სამაჯური გაუკეთა. მელიამ გირაო გადაიხადა და სამაჯურიც გაიკეთა.

65199359_3384483318244314_29899960506698ნიკა მელია პარლამენტში, იმუნიტეტის შეჩერების დროს. 26.06.2019/ ფოტო: ნეტგაზეთი

მელიას საქმე აქტუალური ხელახლა მას შემდეგ გახდა, რაც 2020 წლის 1 ნოემბერს, ოპოზიციის მასშტაბურ აქციაზე, რომელიც არჩევნების გაყალბების ლოზუნგით გაიმართა, ნიკა მელიამ სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, როგორც უსამართლობის სიმბოლო და ხალხში გადააგდო. 

1604239293_196620.jpgნიკა მელია სამაჯურს იხსნის. 1 ნოემბერი, 2020. ფოტო: for,ge

_______________________________________________

● რა გეგმა აქვს ქართულ ოპოზიციას, რომელიც არ ცნობს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს

● გავრილოვი, პროპორციული, რკინის ღობე – რით დაგვამახსოვრდება მეცხრე მოწვევის პარლამენტი

__________________________________________________

ამ ქმედების გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის 3 ნოემბერს მელიას გირაოს თანხა გაუზარდა – ამჯერად მელიას გირაოს სახით 70 ათასი ლარამდე განუსაზღვრეს, ანუ დამატებით 40 ათასი ლარი აქვს შესატანი.

მელიამ სწორედ ამ გირაოს გადახდაზე ამბობს უარს, რადგან მისი თქმით, “ქვეყანაში სასამართლოც და პროკურატურაც ივანიშვილის ჯიბეშია”.

2020 წლის 31 ოქტომბერს ნიკა მელია დეპუტატი ხელახლა გახდა, შესაბამისად, ახალ პარლამენტს მის სადეპუტატო უფლებამოსილებაზე მსჯელობამ თავიდან მოუწია.

პარლამენტმა, სადაც ძირითადად მხოლოდ ერთი პარტია, მმართველი “ქართული ოცნებაა” წარმოდგენილი, მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. 88 დეპუტატი 2-ის წინააღმდეგ. წინააღმდეგ ხმა მისცა ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა – ლევან იოსელიანმა და ალეკო ელისაშვილმა (პარლამენტში ამ ორის გარდა კიდევ ოთხი დეპუტატია, რომელიც არ წარმოადგენს პარტია “ქართულ ოცნებას”).

______________________________________

● “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია გახდა. არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა

_________________________________________

● ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, დეპუტატის მანდატის მოხსნა და შესაბამისად, იმუნიტეტის გაუქმება მელიამ თავად მოითხოვა, თუმცა, პარლამენტმა მას და კიდევ 50 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატის შეწყვეტაზე უარი უთხრა.

● 2020 წლის 25 დეკემბერს, ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გახდა. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარტია გრიგოლ ვაშაძემ დატოვა.

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   29 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 29 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(2)