Jump to content
×
×
  • Create New...

მხოლოდ 24 საათში გერმანიაში დასაქმებისთვის რეგისტრაცია საქართველოს 50 ათასზე მეტმა მოქალაქემ გაიარა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

RTX9CBAI-1.jpg

24 საათის განმავლობაში საქართველოს 50 ათასზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა საიტზე, რომელიც გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მსურველებისთვის საქართველოს მთავრობამ გახსნა.

ანუ ერთ დღეში საქართველოს მოსახლეობის თითქმის 1.5 პროცენტმა შეავსო ანკეტა ქვეყნიდან გასასვლელად და გერმანიაში დასასაქმებლად.

გასულ კვირას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანულ მხარესთან გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ლეგალურად წავიდნენ გერმანიაში და იქ დროებით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმდნენ.

გამოქვეყნდა ლინკიც, სადაც დასაქმების მსურველები უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. რეგისტრაცია 15 თებერვალს დაიწყო, 16 თებერვლის დღის 15:00 საათისთვის კი, რეგისტრაცია 53 274 ადამიანმა გაიარა. მათგან 35 121-მა პირმა სარეგისტრაციო ანკეტა შეავსო.

როგორც დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა „ბიზნესკურიერს“  განუცხადა, საიტზე ერთდროულად იმდენი მსურველი შემოვიდა, რომ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში გათიშული იყო.

___________________________________________________________________________

● დედა-შვილობა სკაიპით. ათასობით ემიგრანტი ქალი ვერ ხედავს, როგორ იზრდებიან მათი შვილები

● “სამსახურის დაკარგვაზე დიდი პრობლემებიც არსებობს”. როგორ ებრძვიან ქართველი მიგრანტები პანდემიას

___________________________________________________________________________

● 12 თებერვალს გერმანულ მხარესთან გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ლეგალურად წავიდნენ გერმანიაში და იქ დროებით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმდნენ.

● როგორც საქართველოში გერმანიის ელჩი ამბობს, საქართველო არის პირველი ქვეყანა, ვისთანაც გერმანიამ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა დაიწყო.

● სეზონური სამუშაოებისთვის კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სექტორია გათვალისწინებული. ანუ საქართველოს მოქალაქეები ძირითადად, სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებაში მიიღებენ მონაწილეობას. სამუშაოს ხანგრძლივობა არაუმეტეს სამი თვისა კვირაში 5 ან 6 დღე. მინიმალური ხელფასი საათში 9.50 ევროა (დარიცხული. ამ თანხას გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები).

● საქართველოში ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს. ოფიციალური უმუშევრობა 12 პროცენტია, თუმცა თავს უმუშევრად მიიჩნევს 63 პროცენტი.

● უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობაზე პირველად ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ განაცხადა.

რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge/

_______________________________________________

● რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ, რომელსაც გერმანიაში მუშაობა უნდა

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share