ფორუმელი Moor Posted 17 თებერვალი, 2021 Posted 17 თებერვალი, 2021 "დიდუბობა" 2016-2017 წლებში 95 000 ლარი დაგვიჯდა admin Wed, 02/17/2021 - 16:47 2014-2019 წლებში დიდუბის გამგებელი ირმა ზავდარაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მეათე მოწვევის პარლამენტარი გახდა. წინასაარჩევნოდ გამგებელმა ზავდარაშვილმა დიდუბობის დღესასწაული დააარსა და მის აღნიშვნაში გამგეობამ 2016 წელს 69,204 ლარი დაიხარჯა, 2017 წელს კი 25,892 ლარი, ამჯერად – ტენდერის გამოცხადების გარეშე. 2016 წელს დიდუბის რაიონში 12,891 სოციალურად დაუცველი იყო რეგისტრირებული, მათგან 3,788 - არასრულწლოვანი. 2016 წელს დიდუბის გამგეობამ ახალი დღესასწაულის “ჩემი დიდუბის” აღნიშვნა დაიწყო. გასულ წლებში "დიდუბობაზე" გაწეული ხარჯები არ ფიქსირდება. ტრადიციის დაფუძნება კი საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს ემთხვევა. დიდუბობის დღესასწაულის აღსანიშნავად 2016 წელს 21 სექტემბერს 69,204 ლარი დაიხარჯა. დიდუბის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრმა (405093893). სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ღონისძიებისთვის გაწეული ხარჯების ნაწილობრივი ჩამონათვალი მოიცავს: ცეცხლოვანი შოუ აკრობატებით – 3,000 ლარი; ქალაქური სიმღერების მომღერალთა გუნდი – 1,200 ლარი; სცენარისტი, რომელსაც დიდუბის ლეგენდის თეატრალიზებული და მუსიკალური დადგმის შექმნა დაევალა – 1,500 ლარი. (სატენდერო დოკუმენტის თანახმად, სცენარისტი პოეტი ან პროზაიკოსი უნდა ყოფილიყო და ერთი საავტორო წიგნი მაინც უნდა ჰქონოდა გამოშვებული); ყვავილებით აწყობილი სიტყვა "დიდუბობა" – 1,485 ლარი; საბავშო მუსიკალური პროგრამა – 6,000 ლარი; მოცეკვავე/მსახიობი – 4,000 ლარი; ოჩოფეხებზე შემდგარი გამრთობები – 1,250 ლარი. დიდუბის რაიონის გამგეობის ინიციატივით ღონისძიება 2017 წლის 21 სექტემბერსაც ჩატარდა. ამჯერად ბიუჯეტიდან 25,982 ლარი გადაიხადეს. აღსანიშნავია, რომ დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა, ხელშეკრულება ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით - შპს “ჩილაუთ გრუპთან” გააფორმა. 2017 წელს, დიდუბის გამგეობამ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში ჯამში 150,000 ლარი დახარჯა. 2016 წელს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში 12,891 სოციალურად დაუცველი იყო რეგისტრირებული, მათგან 3,788 არასრულწლოვანი იყო. 2017 წელს კი საარსებო შემწეობას იღებდა 12,615 ადამიანი, მათგან 3494 არასრულწლოვანი იყო. თავად ირმა ზავრადაშვილი, რომლის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშიც დიდუბობის დღესასწაული დაარსდა დიდუბის გამგებლის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. 2014-2019 წლებში თანამდებობაზე ყოფნის შედეგად შრომის ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 331,478 ლარი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ირმა ზავრადაშვილი X მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. წყარო დეკლარაციები - https://declaration.gov.ge/ პასუხი https://bit.ly/3apQYYy შემწეობის მიმღებთა სტატისტიკა https://bit.ly/3s2G6WH ტენდერი SPA160022032 Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-02/151130231_2889457584663006_1416592848891388011_o.jpgთებერვალი 2021 2021 Author სალომე კვირიკაშვილი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა