Jump to content
×
×
  • Create New...

ქართული ბონი


Recommended Posts

  • ფორუმელი

1917 წელს რუსეთის იმპერიის დამხობის შემდეგ თბილისში შეიქმნა ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლების ორგანო – კომისარიატი, რომელშიც გაერთიანებული იყო საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.

ამიერკავკასიის კომისარიატმა ქვეყნის სამართავად პირველი ქაღალდის ფული – ბონი გამოუშვა, რომელიც 1918 წლიდან 1919 წლამდე თბილისში იბეჭდებოდა. ამიერკავკასიის ბონი დროებითი ფულის ნიშანი იყო ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ფულადი ნიშნების შემოღებამდე.

ბუნებრივია, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აუცილებელი გახდა დამოუკიდებელი ფულის ერთეულის შემოღება. 1919 წლის 11 ივლისს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ბონების გამოცემის შესახებ. იმავე წლის 31 დეკემბერს დაარსდა საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური ბანკი, რომლის პირველ თავმჯდომარედ ფინანსისტი იასონ ლორთქიფანიძე დაინიშნა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატიკურ ფონდში ქართული ბონის ყველა კუპიურაა დაცული. უნდა აღინიშნოს, რომ ბონების ესკიზების ავტორები იყვნენ ისეთი გამორჩეული მხატვრები, როგორებიც არიან დიმიტრი შევარდნაძე, იოსებ შარლემანი და ჰენრიკ ჰრინევსკი. კუპიურების გაფორმება ეროვნული მოტივებითაა შთაგონებული. თითოეული მათგანი, შეიძლება ითქვას, ხელოვნების ნიმუშიცაა მაღალმხატვრული შესრულების ხარისხითა და გაფორმებით.

საქართველოს ბონები არაჭვირნიშნიან ქაღალდზე იბეჭდებოდა; გამონაკლისია მხოლოდ 500 და 5000-მანეთიანი ბონები. ჭვირნიშნებით წარმოდგენილი იყო ოთხთაღოვან ჩარჩოში ჩასმული სამი ქართული ასო – ს. დ. რ. – რომელიც იშიფრება როგორც `საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ ჭვირნიშნიანი ქაღალდი რომში, იტალიის სამეფო ზარაფხანაში დაამზადებინა.

1919 წლის 11 ივლისიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე საქართველოში ფასიანი ქაღალდების გამოშვება – ემისია ხუთჯერ მოხდა.

ეროვნული ვალუტა, სხვა სახელმწიფო სიმბოლიკასთან ერთად, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სრულფასოვანი, დამოუკიდებელი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი იყო.

The post ქართული ბონი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   40 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 39 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)