Jump to content
×
×
  • Create New...

მაიმუნის სამიზნე


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

საბჭოთა კავშირში ერთი მხრივ რეპრესიებისა და ტერორის ტალღაში აყოლებდნენ ხელოვანებს, მეორე მხრივ კი, მხარს უჭერდნენ პროპაგანდისტულ შემოქმედებას. ცოტამ თუ შეძლო, რომ არ აყოლოდა რეჟიმის დაკვეთას და ხოტბა არ შეესხა კომუნიზმისა და მისი ბელადებისთვის. ერთ-ერთი მათგანი ქართველი მხატვარი ლადო გუდიაშვილია, რომლის შემოქმედება ერთგვარი სარკეა საბჭოთა ეპოქისა.

1919 წელს ლადო გუდიაშვილი რამდენიმე ქართველ მხატვართან ერთად პარიზში გაემგზავრა სასწავლებლად ეროვნული გალერეის დამაარსებლისა და დირექტორის, დიმიტრი შევარდნაძის ხელშეწყობით. პარიზში, 20-იანი წლების ხელოვნების მსოფლიო დედაქალაქში, ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების შემოქმედებამ აღიარება ჰპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მათ საკმაოდ მაცდუნებელი შეთავაზებები ჰქონდათ, უმეტესობა მაინც დაბრუნდა სამშობლოში. სამწუხაროდ, საბჭოთა რეჟიმი მათ მტრულად დახვდა. ლადო გუდიაშვილის შემოქმედება მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ დაფასდა.

ლადო გუდიაშვილი ძირითადად მშვენიერების მეხოტბედ არის ცნობილი, თუმცა იგი პარალელურად ქმნიდა სატირულ გრაფიკულ ნამუშევრებს. მის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში შექმნილ ციკლში აღწერილია რეალური საბჭოთა სინამდვილე, რომელიც ძალადობითა და ფარისევლობით არის აღსავსე. ზემოთ წარმოდგენილი ნამუშევარი ერთ-ერთია ამ ციკლიდან, რომელშიც აგრესია უმიზნებს სიცოცხლის უკანასკნელ ნიშანს – მავთულხლართებით დაფარულ სივრცეში მიწაზე დახოცილი მეომრები ყრიან, ქვემეხის ბორბალზე კი მშვენიერი ქალის შიშველი ცხედარია დასვენებული, რომელზეც მაიმუნი ზის და მიზანში ლამაზი ჩიტი ჰყავს ამოღებული. ეს ნამუშევარი ასახავს როგორც ომის საშინელებას, ასევე გმობს ზოგადად ძალადობას.

The post მაიმუნის სამიზნე appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share