ფორუმელი Moor Posted 26 აპრილი, 2020 Posted 26 აპრილი, 2020 1991 წელს დმანისში პირველმა საერთაშორისო ექსპედიციამ დაიწყო მუშაობა. ის, რომ შუა საუკუნეების ნაქალაქარზე პრეისტორიული ძეგლიც არსებობდა მანამდეც ცნობილი იყო, უკვე ნაპოვნი ქვის იარაღაებითა და პრეისტორიული ცხოვრელთა ძვლებით. აბესალომ ვეკუას პალეონტოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით ძეგლის სავარაუდო ასაკიც განსაზღვრული ჰქონდა – 1 მილიონი წელი. მაგრამ კვლევას მასშტაბური და ინტერდისციპლინარული ხასიათი არ ჰქონდა. სწორედ ამას ემსახურებოდა გერმანელი კოლეგების ჩართვა პეროექტში – ჩემი გერმანელი მენტორი, პროფესორი გერჰარდ ბოზინსკი გერმანულ მხარეს წარმოადგენდა. მასთან, გერმანიაში ერთ სემესტრიანი სტაჟირების პერიოდში ვნახე თუ როგორი უნდა იყოს პრეისტორიული ძეგლების თანამედროვე კვლევა. ჩვენი მხრიდან შუა საუკუნეების კვლევას ბატონები ვახტანგ ჯაფარიძე და ჯუმბერ კოპალიანი ხელმძღვანელობდნენ, პრეისტორიული ეპოქის მკვევართა ჯგუფს კი – ქალბატონები მედეა ნიორაძე და ნინო კლოპოტოვსკაია და ბატონები აბესალომ ვეკუა, დავით თუშაბრამიშვილი, მერაბ თვალჭრელიძე და გივი მაისურაძე. პირველ სეზონზე მხოლოდ მცირე მასშტაბის საძიებო თხრილების გაკეთება გვქონდა დაგეგმილი, ძირითადად იმ ადგილებში, სადაც ჩვენამდეც იყო გათხრები ჩატარებული. ასევე, ვაზუსტებით სტრატიგრაფიას (ქანების განლაგებას) და ვიღებდით ნიმუშებს ლაბორატორიული ანალიზებისთვის. დმანისის არქეოლოგიური ძეგლი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ ღისშესანიშნაობას წარმოადგენს. ერთ-ერთი პირველი საველე მუზეუმი კი დამთვლიერებელს საშუალებას აძლევს დააკვირდეს არქოლოგების მუშაობის პროცესს და თუ საკმარისად გაუმართლებს, აღმოჩენის მოწმეც გახდეს.ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურკიხო პოლიტიკურად განსაკუთრებით დაძაბული 1991 წელია – რუსთაველზე გამუდმებული დემონსტრაციები, მოსკოვში – პუტჩი, საქართველოში – ეროვნული მოძრაობა და დამოუკიდებლობის გამოცხადება… ყოველივე ამის ფონზე დმანისის მშვიდ გარემოში გეგმის მიხედვით ვაწარმოებთ სამუშაოებს. სექტემბრის ბოლო გვიახლოვდება, გათხრები მთავრდება და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ალბერტ თავხელიძე, ვიცე პრეზიდენტთან ერთად ჩამოდის: „ადამიანის ნაშთი სად არის?“ – გვეკითხება ბატონი ალბერტი. „ადამიანი ჯერ არ გვიპოვია“ – ვლუღლუღებ მე. სამშაბათს, 24 სექტემბერს, გათხრების ბოლო დღეა, ჩვენთან ერთად ექსპედიციაში, დღეს ეროვნული მუზეუმის თანამშრობლები მაშინ კი თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტები, დათო ჟვანია, თეონა შელია, გიორგი ნიორაძე, გოჩა კილაძე და სხვები არიან… უცებ, ყვირილი გვესმის – დათო ჟვანია მორბის. ვხვდებით, რომ რაღაც ხდება და სასწრაფოდ მივდივართ ველზე… 1991 წელს დმანისში აღმოჩენილი ქვედა ყბა, სამეცნიერო სამყაროში ცნობილი, როგორც D-211.ფოტო: დავით ლორთქიფანიძის ფოტო არქივიმისულებმა კვადრატი დავინახეთ, რომელშიც ბევრი ძვალი აღმოჩნდა. ძალიან მძიმე სამუშაო იყო. სამი ქართველი ბიჭი მუშაობდა და დაიღალა. ბოლოს გერმანელი სტუდენტი ანთია იუსტუსი ჩავიდა და ყბის ძვალი იპოვა. მე და ბოსინსკიც ამ დროს მივედით. მახსოვს, ნერვიული სტრესი გვქონდა. შევხედეთ – მართლაც ჰომინიდის ქვედა ყბა იყო. მივხვდი, რომ აკადემიის პრეზიდენტის დავალება შევასრულეთ. ვგრძნობდი რომ რაღაც ძალიან დიდი ხდებოდა, მაგრამ აღმოჩენის მასშტაბი ვერ წარმომედგინა.. ქვედა ყბის პირველი წარდგინებაც 1991 წლის ფრანკფურტის საერთაშორისო კონფერენციაზე გადაწყდა. იმ წელს ჰომო ერექტუსის აღმოჩენის 100 წლის იუბილე იყო და კონფერენციაც ამ თარიღს ეძღვნებოდა. კონფერენციის დაწყებამდეც დიდ სიხარული გველოდა – გერმანიაში გაგზავნილი ნიმუშების ანალიზით დადასტურდა, რომ დმანისის ასაკი 1,8 მილიონი წელია. წარმოიდგინეთ, უშუალოდ ვხვდები და ვესაუბრები ყველა იმ ადამიანს, ვისაც მანამდე წიგნებიდან ვიცნობდი, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომელთა ავტორიტეტმა პროფესიის არჩევა გადამაწყვეტინა. კონფერენციაზე აკადემიკოს ლეო გაბუნიას ხელმძღვანელობით წარდგენილი მოხსენების ძირითადი დასკვნა გახლდათ, რომ დმანისის ქვედა ყბა ჰომო ერექტუსის აფრიკულ ჯგუფს (ჰომო ერგასტერს) უკავშირდებოდა. ყბის დეტალური შესწავლის შემდეგაც, დღემდე ძირითადად ძალაში რჩება ეს მოსაზრება ისევე, როგორც დმანისის ასაკი, რომელიც მაშინ ბევრმა არ გაიზიარა. ჩვენი ოპონენტების მთავარი არგუმენტი იყო – “ეს შეუძლებელია”. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ყბა და კბილები თავის ქალასთან შედარებით ნაკლებად დიაგნოსტიკურია. პალეოანთროპოლოგებში ასეთი გამოთქმაც კი არსებობს: “თავის ქალა შექმნა ღმერთმა, ხოლო ყბა ეშმაკის ნახელავია”. შემდგომში დმანისში აღმოჩენილმა თავის ქალებმა მეცნიერთა სკეპტიზმი სრულად გაფანტა. დმანისელი ჰომინინის ყველაზე სრულად შემორჩენილი თავის ქალა და ქვედა ყბა. 2013 წელს ქალა N5-წოდებული ნამარხი ჟურნალი Science-ის ყდაზე დაიბეჭდა და წლის ნამარხად დასახელდა.ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურკიხოჰომინიდის ქვედა ყბა შედარებით კარგადაა დაცული (აკლია მხოლოდ აღმავალი ტოტები და დაზიანებულია ფუძე) და შემორჩენილია სუსტად მოცვეთილი 16-ვე კბილი, მას ახასიათებს მკვეთრად გამოხატული არქაული ნიშნები: ქვედა ყბის ძლიერი სივიწროვე და მასიურობა, აღმავალი ტოტის წინ წაწეული პოზიცია და ნიკაპის არარსებობა. ქვედა ყბის კბილების მორფოლოგია ძალიან არქაული ჩანს, რითაც იგი უახლოვდება მის თანადროულ აფრიკულ ფორმებს. ამასთან, დმანისელ ჰომინიდს ახასიათებს ერთი შეხედვით პროგრესული ნიშნებიც, კერძოდ, საძირე კბილების სიდიდის შემცირება M1-დან M3-მდე (სიბრძნის კბილისაკენ). ამ აღმოჩენის შემდეგ 25 წელი გავიდა. მიღებული მონაცემები მნიშვნელოვნადაა გამაგრებული მსოფლიოს საუკეთესო ლაბორატორიების მონაცემებით. დღეს მეცნიერები თანხმდებიან, რომ დმანისში აღმოჩენილმა ჰომინიდების ნაშთებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს ადრე არსებული თეორიები. ქართველი მეცნიერების ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ აქ ნაპოვნი ნაშთები ყველაზე ადრეული და პრიმიტიულია ევრაზიაში. ფართო აღიარება მოიპოვა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სამეცნიერო ჟურნალის, Science-ის მიერ, სადაც 2000 წელს მსოფლიო მეცნიერებაში მომხდარ ყველაზე მნიშვნელოვან 10 მოვლენას შორის მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 2013 წელს რიგით მეხუთე თავის ქალა წლის ნამარხად დასახელდა. ფრანგმა მოქანდაკემ ელისაბედ დენიმ დმანისის თავის ქალების მხატვრული რეკონსტრუქცია გააკეთა. სიმბოლურად მათ ძველი ქართული სახელები – ზეზვა და მზია ეწოდათ.ფოტო: დავით ლორთქიფანიძის ფოტო არქივი2016 წელს ზენკენბერგის ფრანკფურტის კონფერენცია უკვე საქართველოში გაიმართა და ერთდროულად იზეიმა პირველი ჰომო ერექტუსის და მზიას აღმოჩენის 100 და 25 წლის იუბილე. თბილისსა და დმანისს კი დარგის სწორედ ის კორიფეები ეწვივნენ, რომელთაც 25 წლის წინ მხოლოდ წიგნებიდან ვიცნობდი და ფრანკფურტში პირველად შევხვდი. საერთაშორისო სამეცნერო კვლევები და ახალი აღმოჩენები დმანისში გრძელდება. The post ზეზვა და მზია appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა