Jump to content
×
×
  • Create New...

ვასიკო


Recommended Posts

  • ფორუმელი

ბრინჯაოს ტორსი ახვლედიანების გორაზე – ვასილ ახვლედიანის ყოფილ კარ-მიდამოში აღმოჩნდა და ვანის ექსპედიციის წევრებმაც მოფერებით „ვასიკო“ შეარქვეს. ქანდაკება კარგად თარიღდება ძვ. წ. II საუკუნით. ლითონის შემცველობის კვლევა და იქვე აღმოჩენილი ბრინჯაოს სახელოსნოს კვალი ადასტურებს, რომ ქანდაკება ადგილობრივადაა ჩამოსხმული. სავარაუდოდ, ტორსი ელინისტური პერიოდის ნამუშევარია, რომელიც კლასიკური პერიოდის ბერძნულ ქანდაკებას ბაძავს.

სახის არქონა ქანდაკების ვინაობის საკითხს ღიად ტოვებს. სიშიშვლე და კარგად განვითარებული ფიზიკური სხეული შეიძლება ათლეტსაც მივაკუთვნოთ და რომელიმე ღვთაებასაც. თუმცა, სრულყოფილი სხეულისა და ზრდასრული მამაკაცის კუნთოვანი აგებულების ურთიერთშეხამება, რომელსაც ყმაწვილური მგრძნობელობა ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მარადიულად ახალგაზრდა ღვთაებას – აპოლონს უნდა ეკუთვნოდეს.

13_Bronze-Torso-3-576x1024.jpg

ქანდაკების აღმოჩენის ეპიზოდი წარმომიდგა თვალწინ, როდესაც 2015 წელს პალაცო სტროცი (ფლორენცია), ელინისტური ეპოქის ოცდაათამდე შედევრს შორის, ამაყად მდგარ ვანელი ჭაბუკის ქანდაკებას ვუმზერდი. გამოფენაში „ძალაუფლება და პათოსი – ელინისტური სამყაროს ბრინჯაოს ქანდაკება“ საქართველოს ეროვნული მუზეუმი მსოფლიოს წამყვან მუზეუმებთან ერთად მონაწილეობდა!

ვისმენდი აღტაცებულ დამთვალიერებელთა შეფასებებს და მახსენდებოდა ბავშვობა – ვანის ექსპედიციაში მამასთან (ოთარ ლორთქიფანიძესთან) გატარებული ზაფხულის სეზონები, ექსპედიციის ღია ვერანდა და იქ გამართული საუბრები მეცნიერებასა და ხელოვნებაზე, საქართველოს წარსულსა და მომავალზე, კოლხეთზე, მის როლზე ისტორიაში. თემებზე, რომლებზეც საბჭოთა დროს ხშირად არ ლაპარაკობდნენ. მსოფლიოსთვის კოლხეთის წარდგენა – ეს იყო მამაჩემისა და მისი თანამოაზრეების ერთ-ერთი ამოცანა.

O-1024x577.jpg ოთარ ლორთქიფანიძე (1930 – 2002 წწ.) დიდი ქართველი არქეოლოგი, ქართული არქეოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი. 1966 წლიდან სათავეში ედგა ვანის არქეოლოგიურ ექსპედიციას; დააფუძნა ვანის არქეოლოგიური მუზეუმი (1985 წ.). მისი ხელმძღვანელობით 4000-ზე მეტი უნიკალური ექსპონატია აღმოჩენილი.

გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, ვანში ტარდება საერთაშორისო სიმპოზიუმები. შედეგად, დღეს უკვე აღარავინ დავობს, რომ ძველბერძნულ წყაროებში მიდიისა და ირანის ძლიერი სახელმწიფოების გვერდით მოხსენიებული კოლხეთის სამეფო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა და ის დასავლურ-ქართულმა ტომებმა, კოლხებმა შექმნეს.

ვასიკო ძლიერი კოლხეთის ერთგვარი სიმბოლოა, რომელიც ადასტურებს – საქართველო, როგორც უძველესი კულტურის ქვეყანა, ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი.

The post ვასიკო appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   29 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 28 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(1)
    • Googlebot(1)