ფორუმელი Moor Posted 12 ივლისი, 2020 Posted 12 ივლისი, 2020 ქართული არქეოლოგიის ვეტერანი, ბატონი იულონი უკვე 55 წელია მუზეუმის ერთგული თანამშრომელია. საოცარი ენერგიისა და ფართო ინტერესების მქონე ეს ადამიანი დღესაც გვაკვირვებს მისთვის დამახასიათებელი, განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და თავგადასავლების ძიების სურვილით. ტახტიძირი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია, რომელზეც ქართული კულტურის განვითარების სხვადასხვა ეტაპების თვალის გადევნება შეიძლება მტკვარ-არაქსის კულტურის ეპოქიდან – ძვ.წ. IV ათასწლეულის დასასრულიდან მოყოლებული, ანტიკურ ხანამდე. აღმოჩენილ არტეფაქტებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს ღვინის რიტონი იწვევს, რომელიც იულონ გაგოშიძის ვარაუდით, ელინისტურ ეპოქას, კერძოდ, ძვ.წ. II საუკუნეს მიეკუთვნება. რიტონი ცხოველის ფორმის ღვინის რიტუალური სასმისია, რომლის უძველესი ნიმუშები ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-2 ათასწლეულით თარიღდება. ის ფართოდ იყო გავრცელებული როგორც აქემენიდურ, ასევე ბერძნულ კულტურაში. თიხისგან დამზადებულ რიტონს ცხენის ფორმა აქვს და წითლად არის შეღებილი. ცხენის ფიგურაზე ლაგამი, აღვირი და უნაგირის დეტალები კარგად არის გამოკვეთილი და გამოსახულია სოლარული ორნამენტიც. რიტონს ორი მილაკი აქვს, კერძოდ, ერთი ცხოველის მკერდზე, მეორე – ზურგზე. ერთი მათგანი ღვინის ჩასასხმელად, მეორე კი, დასალევად იყო განკუთვნილი. ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე, ტახტიძირში აღმოჩენილი ელინისტური ეპოქის რიტონი, ერთი მხრივ, მაღალგანვითარებული კულტურის, მეორე მხრივ, ღვინის კულტის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. ანტიკურ ხანაში ღვინის ღმერთ დიონისეს რომ დიდ თაყვანს სცემდნენ კოლხეთში, ამაზე ნათლად მეტყველებს ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი ხელოვნების ნიმუშები. ეს რიტონი კიდევ ერთი მოწმობაა იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ორივე სამეფოს – იბერიასა და კოლხეთს მჭიდრო კულტურული კავშირები ჰქონდა ძველი სამყაროს წამყვან ცენტრებთან – საბერძნეთსა და აქემენიდურ ირანთან. The post ღვინის რიტონი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა