Jump to content
×
×
  • Create New...

საქართველოში გაიხსნა სკოლები და ამუშავდა რესტორნების გარე სივრცეები


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

150731697_10222072111166055_730873740967

დღეიდან, 15 თებერვლიდან, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი იწყება.

სრულიად საქართველოში, ყველა სკოლაში სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში.

__________________________________________

● 15 თებერვლიდან საქართველოში სკოლები იხსნება. არის თუ არა მზად სისტემა?

_____________________________________________

ასევე, 15 თებერვლიდან მთელ საქართველოში რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეებში სტუმრების გამასპინძლებას შეძლებენ.

შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. ანუ შაბათ-კვირას არ იმუშავებს არც ტრანსპორტი, არც ღია რესტორნები, არც სკოლები და არც სავაჭრო ობიექტები.

ძალაში რჩება კომენდანტის საათი – საღამოს 21:00-დან დილის 05:00 საათამდე ქუჩაში გამოსვლა და გადაადგილება მანქანითაც და ფეხითაც აკრძალულია.

ასევე ძალაშია პირბადის ყველგან, მათ შორის ქუჩაში ტარების წესი. პრემიერ გახარიას თქმით, პირბადის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე კონტროლი გამკაცრდება და ჯარიმები გაიზრდება. კერძოდ,  პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევაზე ჯარიმა გაორმაგდება.

_________________________________________

● 1-ლი თებერვლიდან საქართველოში შეზღუდვების ნაწილი იხსნება
● ჩინური ვაქცინა აზერბაიჯანში: კითხვები, რომლებსაც აქვთ პასუხები

____________________________________________

შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე, 1-ლი თებერვლიდან ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში განახლდა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.

ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები. მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

8 თებერვლიდან უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები. თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა. 

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები, ზამთრის კურორტები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

სკოლებში ტესტირება 46 300 თანამშრომელს ჩაუტარდა

განათლების სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ორი კვირის განმავლობაში საჯარო და კერძო სკოლებში ტესტირება 46 300 მასწავლებელსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს ჩაუტარა, მათგან კორონავირუსი მხოლოდ 0.5%-ს დაუდასტურდა.

“დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობის შემთხვევაში, ინფიცირებულ მასწავლებელთან შეთანხმებით, მისი საგანი დისტანციურ ფორმატში გადადის”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკ-ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას, რათა მისი საგანი დისტანციურ ფორმატში გაგრძელდეს.

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share