Jump to content
×
×
  • Create New...

პირველად რუსეთი აღარ არის ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი მიიღო


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ფულადი გზავნილი საქართველოში

პირველად ამ სტატისტიკის წარმოების ისტორიაში მოხდა ისე, რომ რუსეთი აღარ არის ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა. იანვრის მონაცემებით პირველ ადგილზე არა რუსეთი, არამედ – იტალიაა. გასულ თვეში ყველაზე მეტი თანხა საქართველოში სწორედ იტალიიდან შემოვიდა.

____________________________________________

● დედა-შვილობა სკაიპით. ათასობით ემიგრანტი ქალი ვერ ხედავს, როგორ იზრდებიან მათი შვილები

_____________________________________________

სულ იანვარში საქართველოში 149,8 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19 პროცენტით (28 მილიონ დოლარით) მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს

იტალიამ და რუსეთმა პირველი-მეორე ადგილები გაცვალეს, თუმცა სხვა მხრივ, უცვლელი დარჩა უმსხვილესი დონორი ქვეყნების ჩამონათვალი. გზავნილების 92 პროცენტზე მეტი 16 ქვეყანაზე მოდის, ისევე როგორც გასული წლის იანვარში. 

სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პირდაპირი გზავნილების მოცულობაშიც.

საქართველოში ჯამურად 1.88 მილიარდი დოლარის პირდაპირი ფულადი გზავნილი შემოვიდა, მაშინ როცა, 2019 წელს იმავე მაჩვენებელმა 1.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ზრდა 188 მილიონი დოლარია. 

ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც იანვარში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა:

  • იტალია – $27.3 მილიონი, ზრდა – 29.7%;
  • რუსეთი – $23.1 მილიონი, კლება – 11.4%;
  • საბერძნეთი – $18.6 მილიონი, ზრდა – 25%;
  • აშშ – $18 მილიონი, ზრდა – 33%;
  • ისრაელი – $13.1 მილიონი, ზრდა – 0.5%;
  • თურქეთი – $7 მილიონი, ზრდა – 8.5%;
  • უკრაინა – $6.4 მილიონი, ზრდა – 80%;
  • გერმანია – $6 მილიონი, ზრდა – 57.1%;
  • აზერბაიჯანი – $5.3 მილიონი, ზრდა – 213%;
  • ესპანეთი – $3.5 მილიონი, ზრდა –1.8%.

_________________________________________________

● 2020 წელს უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა წინა წელთან შედარებით 8 პროცენტით იმატა
● საქართველო აზერბაიჯანზე და სომხეთზე ნაკლებ ბოსტნეულს აწარმოებს

წყარო: ჯემნიუსი

A = P(1 + r100r100)nn and CI = A - P = P{(1 + r100r100)nn - 1}

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share