Jump to content
×
×
  • Create New...

ვულკანური ძაბვა


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

როდესაც, 2015 წლის აპრილში, ჩილეში კალბუკოს ვულკანმა გრუხუნით გაიღვიძა, ატმოსფეროში 23-კილომეტრიანი ფერფლის სვეტი ამოიტყორცნა და ათასობით მოელვარე ნათება წარმოქმნა. ყველაზე ძლიერი და მაღალი ვულკანები თვალისმომჭრელი ელექტრული ნათებით გამოირჩევა, თუმცა ყველა ვულკანური ამოფრქვევა ელვას არ წარმოშობს. მეცნიერები ახლა იწყებენ ამ ურთულეს პროცესებში გარკვევას. დიდი მნიშვნელობა აქვს ამოფრქვევის ინტენსივობას და წყალთან სიახლოვეს. ბოლო დროს მომხდარი ვულკანური ამოფრქვევების შესწავლამ ალასკასა და ინდონეზიაში გამოააშკარავა, რომ ელვის წარმოქმნას ყინულიც განაპირობებს. უცნობია ფერფლისა ან ყინულის ზუსტი თანაფარდობა იმისთვის, რომ ელვა წარმოიქმნას. ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად მკვლევრები მნიშვნელოვანი ამოფრქვევების მონიტორინგს განაგრძობენ.

როგორ იწვევს ვულკანური ამოფრქვევები ელვას

1. მაგმის დანაწევრება

როდესაც მაგმა ზედაპირზე ამოდის, მასში არსებული წყალი სწრაფად ორთქლდება, რაც გამდნარ ქანს ნაწილაკებად აქცევს. ეს  დამუხტულ ნაწილაკებს წარმოქმნის ამოფრქვევის საწყის ეტაპზე.

2. ნაწილაკების შეჯახება

როგორც კი ფერფლი ატმოსფეროში ამოიტყორცნება, მჭიდროდ ჩაწყობილი ნაწილაკები ერთმანეთს ეჯახება. ხახუნის შედეგად იწყება ელექტრონების შეძენა და დაკარგვა, რაც  მათ დამუხტვას იწვევს.

3. მუხტების განცალკევება

ვულკანური ფერფლის ღრუბელში დადებითად დამუხტული ნაწილაკები უარყოფითად დამუხტული ნაწილაკებისგან გამოცალკევებას იწყებენ, რის შედეგადაც ხდება მუხტის დისბალანსი, რაც  ძლიერ ელექტრულ ველს წარმოქმნის და გაელვებას იწვევს.

4. წყლის გაყინვა

თუ ამოფრქვეული ფერფლი ატმოსფეროში საკმარისად მაღლა აიტყორცნება, წყალი იყინება. წყლით მდიდარი ამონაფრქვევი მეტ ყინულის კრისტალს წარმოქმნის. როდესაც ყინული, სეტყვა და გადაციებული სითხის წვეთები ერთმანეთს ეჯახება, ელვის წარმოქმნის ალბათობა იმატებს.

The post ვულკანური ძაბვა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share