Jump to content
×
×
  • Create New...

წარმატებულები რომ გახდნენ, საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ინვესტირება ადამიანებში უნდა მოახდინონ


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

janko-ferlic-zHJ4ph3GRyg-unsplash.jpg

იმისათვის, რომ კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული დანაკარგების შემდეგ, ეკონომიკა კარგად და სწრაფად აღადგინონ, კონცენტრირება უნდა მოხდეს მოსახლეობის განვითარებაზე, ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და განათლებაზე. ამ რეკომენდაციას სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას – აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს – ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ადამიანების განვითარების საკითხებში, ფადია მ. საადი აძლევს. 



ბავშვები გაცილებით უფრო წარმატებულები იქნებიან, თუკი ხელისუფლება მათ ჯანმრთელობასა და განათლებაზე იზრუნებს 

საქართველო 

„გასული ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ დიდ წარმატებებს მიაღწია. მაგრამ ადამიანური კაპიტალის პოტენციალის გახსნა მას ჯერჯერობით დიდად არ გამოსდის. ადამიანური კაპიტალის ინდექსი საქართველოში მხოლოდ 0.57-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ აქ დაბადებული ბავშვი შეიძლებოდა 57 პროცენტით უფრო წარმატებული ყოფილიყო, როდესაც გაიზრდება, თუკი აუცილებელ დახმარებას მიიღებდა თავისი ჯანმრთელობისა და განათლების მხრივ.

  • საქართველოში, მოსწავლეების უმრავლესობა ვერ იღებს საბაზო უნარ-ჩვევებს კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით. PISA-ს ტესტმა, მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამამ 2018 წელს გამოავლინა, რომ სკოლის მოსწავლეები საქართველოში, საშუალოდ, ერთი სასწავლო წლით ჩამორჩებიან სხვა ევროპული და ცენტრალური აზიის ქვეყნების მოსწავლეებს. 
  • საქართველოში, ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი ასევე აღემატება ევროპა+ცენტრალური აზიის რეგიონის საშუალო შედეგს. ამასთან, პროფესიულად ცუდად მომზადებული კადრები დასახელდა ყველაზე დიდ პრობლემად საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე 2019 წელს წარმოადგინეს. 
  • ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა კვლავინდებურად რჩება მომართული გადაუდებელი დახმარების აღმოჩენაზე და არა დაავადებების პროფილაქტიკაზე. სამედიცინო მომსახურების მაღალი ღირებულება კი ადამიანებს აიძულებს, საერთოდ გაექცნენ სამედიცინო დახმარებას. 
  • საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი მცირდება, მაგრამ სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა შენარჩუნებულია უმაღლეს დონეზე. 
  • კორონავირუსის პანდემია ამ ყველა პრობლემას გააღრმავებს. ნავარაუდევია, რომ COVID-19-ის შედეგად, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი ექვსი პროცენტით შემცირდება 2020 წელს. 


აზერბაიჯანი 

„აზერბაიჯანმა ბევრს მიაღწია ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, 21 პროცენტით მეტმა ახალგაზრდამ ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში. შეიქმნა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სისტემა, რომელმაც პირველადი სამედიცინო-სანიტარული დახმარების ეფექტიანობის გაზრდას შეუწყო ხელი. დაგროვებითმა პენსიამ და სოციალურმა დახმარებამ არსებითად გაზარდა მოსახლეობის 40 პროცენტის შემოსავალი, რომლებიც გაჭირვებულთა რიცხვს მიეკუთვნებოდნენ.

  • თუმცა, მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტს შორის განათლებისა და სამედიცინო დახმარების დონის განსხვავება, კვლავინდებურად ძალიან მაღალია.
  • სტანდარტიზებული ტესტების შედეგების მიხედვით, მოსწავლეები მატერიალურად უფრო უზრუნველყოფილი ოჯახებიდან ცოდნაში სამი კლასზე მეტით უსწრებენ თანატოლებს ღარიბი ოჯახებიდან. სამედიცინო დაწესებულებებში კვლავ გავრცელებულია ანაზღაურების ფარული, „ჯიბეში ფულის ჩადების“ ფორმა მომსახურებისთვის, რაც მათ მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდის.
  • ყველაზე გაჭირვებული ოჯახების კატეგორიიდან ყოველი მეხუთე ოჯახი იღებს მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.
  • უმუშევრობა კვლავინდებურად მაღალ დონეზეა, განსაკუთრებით ქალთა შორის. 

image?w=33&h=33&rev=1&ac=1&parent=1390QYapJ2dqEyZkZVGiRXzdaN3fUILEs ადამიანური კაპიტალის ინდექსი აზერბაიჯანში მხოლოდ 0.58-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ აქ დაბადებული ბავშვი შეიძლებოდა 58 პროცენტით უფრო წარმატებული ყოფილიყო, როდესაც გაიზრდება, თუკი აუცილებელ დახმარებას მიიღებდა თავისი ჯანმრთელობისა და განათლების მხრივ. 

image?w=33&h=33&rev=1&ac=1&parent=1390QYapJ2dqEyZkZVGiRXzdaN3fUILEs კორონავირუსის პანდემიამ სოციალური მომსახურებისადმი წვდომის შემცირება გამოიწვია. პროგნოზების მიხედვით, 2020 წელს, აზერბაიჯანში ეკონომიკის განვითარების შემცირება 4.2 პროცენტს შეადგენს“


სომხეთი 

„სომხეთმა საგრძნობ წარმატებას მიაღწია ჯანმრთელობისა და განათლების უზრუნველყოფის კუთხით. დაწყებით და საშუალო სკოლებში დადის ბავშვთა 90 პროცენტზე მეტი. მშობიარობის 100 პროცენტი მიმდინარეობს კვალიფიციური სამედიცინო მუშაკების დაკვირვების ქვეშ. 

სოციალური გადახდების მიზნობრიობის გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო სიღარიბის დონის შემცირებას და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისათვის განათლებასა და ჯანმრთელობის დაცვაზე წვდომის გაფართოებას. 1990-დან 2017 წლამდე, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ქალების შემთხვევაში 73.3-დან 78.7 წლამდე გაიზარდა, მამაკაცების – 66.7-დან 72.4-მდე. 

  • და მაინც, სომხეთში ადამიანური კაპიტალის ინდექსი მხოლოდ 0.58-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ აქ დაბადებული ბავშვი შეიძლებოდა 58 პროცენტით უფრო წარმატებული ყოფილიყო, როდესაც გაიზრდება, თუკი აუცილებელ დახმარებას მიიღებდა თავისი ჯანმრთელობისა და განათლების მხრივ.
  • სწავლების შედეგებიც ასევე ძალიან განსხვავდება ბავშვის გენდერისა და ოჯახის შემოსავლის მიხედვით. სამედიცინო დაწესებულებებში კვლავინდებურად მიღებულია ანაზღაურების ფარული, „ფულის ჯიბეში ჩადების“ ფორმა მომსახურებისთვის, რაც მათ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდის. 
  • დასაქმების პროგრამები მცირერიცხოვანი და ნაკლებად მასშტაბურია. 
  • უკანასკნელი ორი ათწლეულის მიღწევები საფრთხის წინაშე დგას COVID-19-ის პანდემიის გამო. პროგნოზების თანახმად, 2020 წელს, სომხეთში, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.3 პროცენტით შემცირდა.
  • პროგნოზების თანახმად, სიღარიბის დონე გაიზრდება და შეიძლება შემცირდეს სახელმწიფო ხარჯები ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით.


ინვესტიციები ადამიანების განვითარებაში, მათ უფრო მაღალი დონის განათლებასა და ჯანმრთელობაში, სამხრეთ კავკასიის მოსახლეობას საშუალებას მისცემს, კონკურენტუნარიანები იყვნენ მსოფლიო ეკონომიკაში, ასკვნის ფადია მ. საადი. 

„ხალხი – სიმდიდრის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ადამიანების განვითარებაში ინვესტირება ზრდის კრიზისებისადმი მდგრადობას და ქვეყნის საერთო კეთილდღეობას. 

თუკი განათლება და ჯანდაცვა მოსახლეობას საჭირო მოცულობით ექნებოდა უზრუნველყოფილი, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში შეიძლება იყოს 1.64-ით მეტი, აზერბაიჯანში – 1.67-ით, სომხეთში – 1.75-ით“. 

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share