ფორუმელი Moor Posted 15 თებერვალი, 2021 Posted 15 თებერვალი, 2021 მხოლოდ საჩხერეში, ჭიათურასა და ბაღდადში, ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა 15 მილიონზე მეტი ტენდერები მოიგო admin Mon, 02/15/2021 - 22:39 ინდმეწარმე მურმან ტოგონიძემ 100-დან 72 ტენდერში გაიმარჯვა, 28-ში უკონკურენტოდ, ხოლო 17-ში კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე. 72 მოგებული ტენდერიდან 70 საჩხერის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებზე მოდის, კერძოდ 56 ტენდერი საჩხერეში მოიგო, 14 კი ჭიათურაში. საჩხერეში, რომლის 2020 წლის ბიუჯეტი 17 მილიონი ლარი იყო, ბიძინა ივანიშვილის ნათესავის მიერ მოგებული ტენდერების ჯამური თანხა 12.5 მილიონ ლარს შეადგენს. მურმანი ტოგონიძე საჩხერელი ინდივიდუალური მეწარმე და რამდენიმე კომპანიის მფლობელია. ტოგონიძე ბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანიშვილის მულის ქმარია. მის მფლობელობაში ორი კომპანიაა, შპს „მშენინვესტი“ (ს/კ 439395600 ) და შპს „აგროსაჩხერე“ (439395450). ტოგონიძე აქტიურად მონაწილეობს ტენდერებში და უმეტესწილად იმარჯვებს კიდეც. იგი ინდივიდუალურ მეწარმედ 2006 წლის 2 ნოემბერს დარეგისტრირდა, თუმცა ელექტრონულ შესყიდვებში 2014 წლის სექტემბრამდე არ მიუღია მონაწილეობა. 2014 წლიდან დღემდე იგი 100 ტენდერის მონაწილეა, აქედან 72 შემთხვევაში გაიმარჯვა. იგი ძირითადად საჩხერისა და ჭიათურის მერიის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში მონაწილეობს. ჯამში ტოგონიძემ 15,609,160 ლარის ტენდერები მოიგო. აქედან უკონკურენტოდ 28 ტენდერი და 5,526,853 ლარის ხელშეკრულება გაუფორმეს, დისკვალიფიკაციით 3,926,091 ლარის ღირებულების 17 ტენდერი, ფასის კლებითა და დაბალი ფასებით 27 ტენდერი, რომელთა სახელშეკრულებო თანხა 6,156,215 ლარს შეადგენს. ტოგონიძეს, როგორც ინდᲛეწარმეს 72 ტენდერიდან 56 საჩხერეში აქვს მოგებული. მათი სახელშეკრულებო თანხა – 12,486,816 ლარს შეადგენს. ჭიათურაში კი 14 ელექტრონულ შესყიდვაში 1,695,215 ლარის ხელშეკრულება გაუფორმეს. ბაღდათის მუნიციპალიტეტმა 1,276,188 ხელშეკრულება ერთ ტენდერში გაუფორმა, რომელიც (NAT200006639) ინდ.მეწარმემ დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო. ერთმანეთს 7 კომპანია/ინდ. მეწარმე დაუპირისპირდა. ტოგონიძეზე დაბალი თანხა მხოლოდ ერთ, შპს-ს „გი-ან 2011“ ჰქონდა შეთავაზებული და ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მას დისკვალიფიკაცია მისცეს. ამის შემდეგ ყველაზე დაბალი თანხით შესული ტოგონიძე გახდა და ხელშეკრულებაც სწორედ მას გაუფორმეს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 1 ტენდერი აქვს მოგებული (NAT190005887). მას და შპს „ჯი ბი ჯი“ ერთნაირი თანხა ჰქონდათ შეთავაზებული, მაგრამ ხელშეკრულება მაინც ტოგონიძეს გაუფორმდა. პანდემიის პირობებში ტოგონიძემ სახელმწიფოსთან 10 ხელშეკრულება გააფორმა, რომელთა ჯამური საფასური 3,426,414 ლარია. 10 ტენდერიდან 5 კონკურენტის გარეშე მოიგო, 3 კონკურენტთა დისკვალიფიკაციით, ხოლო 2 ტენდერი დაბალი ფასით. სწორედ პანდემიის პირობებში, დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო ტოგონიძემ ზემო ხსენებული ტენდერი, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა (1,276,188 ლარი). 8 ტენდერი საჩხერის მუნიციპალიტეტში გაფორმდა 1,962,774 ლარზე. ერთი ელექტრონული შესყიდვა კი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ გააფორმა 149,153 ლარზე. შპს „მშენინვესტი“ დარეგისტრირდა 2015 წლის 24 თებერვალს. 100% წილის მფლობელი მურმანი ტოგონიძეა, ხოლო კომპანიის დირექტორი ნოდარ ბუღაძე. ბუღაძე ამჟამად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. 2017 წლის 27 სექტემბერს მან ოცნებას 180 ლარის ოდენობით თანხა შესწირა. კომპანიამ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა 2016 წელს დაიწყო და მხოლოდ ამ წლის განმავლობაში მონაწილეობდა. რამდენიმე თვეში შპს „მშენინვესტმა“ სახელმწიფოსგან 1,039,284 ლარის ხელშეკრულება მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ მოგებული 22 ტენდერიდან 3 დისკვალიფიკაციით, 1 ფასის კლებით და 18 უკონკურენტოდ მოიგეს. უკონკურენტოდ მოგებული ტენდერების საფასური 825,517 ლარია, დისკვალიფიკაციით 175,971, ხოლო ფასის კლებით 37,795. კომპანია ძირითადად საჩხერეში იგებს ტენდერებს, თუმცა ფიქსირდება 5 ტენდერი რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტში გაფორმდა 144,104 ლარის ოდენობაზე. 895,180 ლარის ხელშეკრულება კი კომპანიამ საჩხერის მუნიციპალიტეტიდან მიიღო. Ამავე 2016 წელს, ჭიათურის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება შეუწყვიტა კომპანიას კომპანიას სამუშაოების დაგეგმილ ვადებში შეუსრულების გამო და დააკისრა ჯარიმა (ტენდერზე NAT160001692). ამის შემდეგ ჭიათურის მერიას უშუალოდ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება აღარ გაუფორმებია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მურმან ტოგონიძესთან, როგორც ინდ/მეწარმესთან კვლავ აქტიურად თანამშრომლობს. წყაროები: 1. https://www.companyinfo.ge/ka/people/174102 2. https://www.companyinfo.ge/ka/corporations/281381 3. https://tendermonitor.ge/ge/organization/14127 4. https://tendermonitor.ge/ge/organization/4816 5. https://tenders.procurement.gov.ge/login.php 6. https://www.transparency.ge/politicaldo.../ge/donations/7381 Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-02/150244488_2888273984781366_261714576337512719_o.jpgთებერვალი 2021იმერეთი 2021 Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა