ფორუმელი Moor Posted 12 თებერვალი, 2021 Posted 12 თებერვალი, 2021 ყოფილ რუს ჩინოვნიკს, ალექსანდრ ბანდიუკოვს, რომელიც საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსით იმყოფებოდა, რუსეთში ექსტრადირება ელის. ის საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, არ დაუშვან რუსეთში მისი ექსტრადირება, სადაც წამება და, შესაძლოა, სიკვდილიც ემუქრებოდეს. ბონდიუკოვი იუჟნი-სახალინსკის მერიის ყოფილი ჩინოვნიკია. 2017 წელს სამშობლოში მის წინააღმდეგ თაღლითობისა და ქრთამის აღების მუხლით საქმე აღიძრა. ბონდიუკოვი ამბობს, რომ რუსეთში მის წინააღმდეგ საქმეები ფალსიფიცირებულია და რეალურად პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნიან და არა კონკრეტული დანაშაულის გამო. რუსულ მართლმსაჯულებას ბონდიუკოვი საქართველოში 2018 წლიდან ემალება. ქვეყანაში ის ჰუმანიტარული სტატუსით იმყოფებოდა, თუმცა მიმდინარე წელის იანვარში მის სტატუსს ვადა გაუვიდა, ხოლო მის გაგრძელებაზე ქართული მხარე უარს ეუბნება. ბონდიუკოვი ამბობს, რომ რუსეთის ციხეში არაადამიანური მოპყრობა ელოდება და საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც მის ექსტრადირებას გეგმავს, ოფიციალურ მოსკოვთან გარიგებაში ადანაშაულებს. მან უკვე მიმართა გაეროს ადამიანთა უფლებების კომიტეტს საქართველოს წინააღმდეგ. ქართველი ადამიანის უფლებადამცველები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ რუსეთის მოქალაქეს ჯანმრთელობის სერიოზული ქრონიკული და მწვავე პრობლემები აქვს – ამჟამად ბანდიუკოვი საავადმყოფოშია, სადაც გულის შეტევით მოხვდა. სწორედ საავადმყოფოდან მიმართა მან წერილით საქართველოს ხელისუფლებას. მის განცხადებას ადამიანი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს, რომელიც საქართველოში დევნილი რუსი მოქალაქის უფლებებს იცავს. ორგანიზაციის იურისტი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ ბანდიუკოვს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის ვერ გაუძლებს რუსეთის ციხეებში არსებულ პირობებს. უფლებადამცველები: რუსეთში ექსტრადირების პრაქტიკა გახშირდა თამთა მიქელაძე “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში ასევე მიუთითებს ტენდენციაზე, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო ამარტივებს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის პროცედურებს, რაც მისი თქმით, სერიოზული პრობლემაა პირველ რიგში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. მიქელაძის განმარტებით, საქართველოს მთავრობისთვის საკმარისი გახდა რუსეთისგან მიიღოს ძალიან დაბალი დიპლომატიური გარანტიები – მაგალითად, მხოლოდ წერილობით დაპირება, რომ პირი არ გახდება წამების ან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. „საქართველო არ იზიარებს მეზობელ ქვეყნებში მძიმე პრაქტიკებს და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკას. ძალიან გახშირდა ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებები რუსეთში”. ამავდროულად არის პოლიტიკური პრობლემაც, მიიჩნევს ექსპერტი, რადგან სწორედ ამ პროცესებში ჩანს “საქართველოს ხელისუფლების გარკვეული ლოიალობა რუსეთის ხელისუფლების მიმართ “. ___________________________________________ ● ვინ არის ჩეჩენი პატიმარი, რომელიც საქართველომ რუსეთს გადასცა ______________________________________________ წყარო: ჯემნიუსი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა