Jump to content
×
×
  • Create New...

მირჩიეთ სერიალი


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ფსიქოლოგიური სერიალები ვისაც მოგწონთ, იმათთვის:

ბეიტსის მოტელი BATES MOTEL

https://www.imdb.com/title/tt2188671/

სამსახიობო შესრულება მაღალ დონეზე.

"ჰიჩკოკის ცნობილი ფილმის "ფსიქო"-ს პრიკველი. ისტორია იწყება ნორმან ბეიტსის ბავშობიდან. მას და დედამისს აქვთ სასტუმრო, რომელიც საიდუმლოებით არის მოცული."

 

პ.ს. მთლად ისეთი ფსიქოლოგიურიც არაა, რომ გონება გადაგიღალოთ ან რამე მსგავსი. მე განტვირთვისთვისაც მადგება. :D

 

spacer.png

Edited by Artie

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი

BD2407F7-F770-49BB-A4E1-928CD6E88144.thumb.jpeg.e52deadac53ae4f82c8a8274bfd8e961.jpeg

@Artieამას შენ გირჩევ

ბენედიქტი მოგწონს, ხო? კარგად ასრულებს როლს. ფერები და სცენებია კიდევ ძალიან ლამაზი.

მე, პირადად, სიუჟეტიც მომეწონა. ასე რომ, ვუწევ რეკომენდაციას და ბენედიქტის გამო, განსაკუთრებით, შენთვის. :D 

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი

ტვინ პიკსს უყურეთ 

ვისაც ორჯერ გაქვთ ნანახი - მესამედ 
ვისაც ოთხჯერ - მეხუთედ 

თვითონ სიტყვა გეუბნება

                   

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
On 8/4/2021 at 1:25 PM, ფორთოხალი said:

ბენედიქტი მოგწონს, ხო? კარგად ასრულებს როლს. ფერები და სცენებია კიდევ ძალიან ლამაზი.

მე, პირადად, სიუჟეტიც მომეწონა. ასე რომ, ვუწევ რეკომენდაციას და ბენედიქტის გამო, განსაკუთრებით, შენთვის

ფანი და რამე არ ვარ, მაგრამ ჩემთვის შერლოკი მხოლოდ ბენედიქტაა (სხვა მსახიობებს "ვერ" ვცნობ ამ როლისთვის).  კიდევ ერთ ფილმში მყავს ნანახი და იქაც ძალიან მომეწონა. ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია. ტიპაჟურადაც კარგი მასტი ჩანს. ცოტა ცანცარა. :D 

მადლობა, ვუყურებ აუცილებლად.

On 8/4/2021 at 3:31 PM, Cliff Unger said:

ტვინ პიკსს უყურეთ 

ვისაც ორჯერ გაქვთ ნანახი - მესამედ 
ვისაც ოთხჯერ - მეხუთედ 

ოჰოოო.

ბევრი აქებს. ბევრი გიჟდება ამ სერიალზე და დღემდე ვერ მივაღწიე. ასეთი  გასაგიჟებელი რა აქვს, ხომ უნდა გავიგო ოდესმე? :D 

___

უუუსაყვარლესი სერიალი:

SWEET TOOTH (სუსნია) <3

მგონია, რომ ვინც უყურებთ, არავინ ინანებთ.

"ათი წლის წინ გამანადგურებელმა კატაკლიზმმა სამყაროში ქაოსი და ადამიანი-ჰიბრიდების იდუმალი გამოჩენა გამოიწვია, სადაც ბავშვები ნახევრად ადამიანი-ნახევრად ცხოველები დაიბადებიან, რაც მსოფლიოს სრულიად შეცვლის. ჰიბრიდების მიერ დაცულ თავის იზოლირებულ ტყის სახლში ათი წელი უსაფრთხოდ ცხოვრების შემდეგ, ნახევრად ადამიანი-ნახევრად ირემი მოზარდი ბიჭი გასი მშობლიური ტყიდან გასვლას გადაწყვეტს და პოსტაპოკალიპტიკურ პირობებში აღმოჩნდება. ის მთელი ძალებით ცდილობს გაერკვეს თუ რა მოხდა პლანეტაზე. სხვა ჰიბრიდებთან და ადამიანებთან ერთად იგი პასუხის ძებნას იწყებს და მოულოდნელად მაშტაბური შეთქმულების შესახებ სიმართლეს გამოავლენს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის არსებობას."

https://www.imdb.com/title/tt12809988/

spacer.png

 

ერთადერთი მინუსი ის აქვს, რომ ჯერ მხოლოდ 1 სეზონია გამოსული და ისაც 8-სერიანია. მეორესაც აპირებენ, რამდენადაც ვიცი.

Edited by Artie

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი

@Artie

რასაც არ უნდა აკეთებდე - შეწყვიტე და ახლავე ჩართე ტვინ პიკსი

პირველი სეზონი, მეორე სეზონი, ფილმი (fire walk with me ) მესამე სეზონი 

როგორც კი მორჩები თავიდან დაიწყე 
მერე ისევ 
მერე ისევ 
მერე ისევ


 

თვითონ სიტყვა გეუბნება

                   

Share on other sites

  • ფორუმელი
34 minutes წინ, Cliff Unger said:

@Artie

მეორე სეზონი

არა ნუ მე ტვინ პიქსი მიყვარს რათქმაუნდა, მაგრამ ტვინ პიქსზე უფრო მეტად დევიდ ლინჩი მიყვარს.

იმაზე გაფრთხილებაც საჭიროა რომ მეორე სეზონი სერიალების ისტორიაში ყველაზე დიდი ჩავარდნაა, რომელსაც ლინჩთან თითქმის არაფერი არ აქვს საერთო.

ჩემთვის საუკეთესო მესამე სეზონია, რომელშიც უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბებულია თავის სტილში.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Maruhadzu said:

არა ნუ მე ტვინ პიქსი მიყვარს რათქმაუნდა, მაგრამ ტვინ პიქსზე უფრო მეტად დევიდ ლინჩი მიყვარს.

იმაზე გაფრთხილებაც საჭიროა რომ მეორე სეზონი სერიალების ისტორიაში ყველაზე დიდი ჩავარდნაა, რომელსაც ლინჩთან თითქმის არაფერი არ აქვს საერთო.

ჩემთვის საუკეთესო მესამე სეზონია, რომელშიც უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბებულია თავის სტილში.

მესამე სეზონი იდეალურია 

თვითონ სიტყვა გეუბნება

                   

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share