Jump to content
×
×
  • Create New...

ქალები გზაში


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

შესავალი

მშობლიური სახლის მიტოვება რაჰმა ჰასან მაჰამუდს არასოდეს უნატრია, მაგრამ სომალილენდში უმოწყალო გვალვები დაიწყო, მდინარეები მტვრად იქცა, ბალახი კი სულ გადახმა, რომელიც საქონელს კვებავდა. ტრანსგენდერ კატალეია ნატივი ბაკას ძალადობამ აიძულა, რომ ჰონდურასს გასცლოდა და სახიფათო გზას დასდგომოდა აშშ-ის საზღვრისკენ.

საერთაშორისო საზღვრებსა და საკუთარი ქვეყნის ფარგლებს შიგნით მიგრირებულ ადამიანთა ნახევარს ქალები შეადგენენ. გარკვეულ ნაწილს უკეთესი მომავლის იმედი იზიდავს უცხო მიწებისკენ, მაგრამ ვისაც შიმშილი ან საფრთხე ელის სამშობლოში, მათთვის მიგრაცია მხოლოდ და მხოლოდ თვითგადარჩენისთვის გაწეული რისკია.

ამ სტატიაში The Everyday Projects-ის (საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანია სტერეოტიპების ნგრევა და მოვლენების სხვადასხვა გადასახედიდან წარმოჩენა) ფოტოგრაფები იკვლევენ, თუ როგორ ანგრევს და ცვლის ქალთა ცხოვრებას ძალადობა, სიღარიბე, კლიმატის ცვლილება და სხვა ძლიერმოქმედი ფაქტორები.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, 2019 წელს საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრობდა 272 მილიონი ადამიანი, აქედან 130 მილიონს ქალები წარმოადგენდნენ.

უკანასკნელ ათწლეულებში სულ უფრო მეტი ქალი მიაშურებს მდიდარ ქვეყნებს იქ სამსახურის საპოვნელად და გამომუშავებული თანხით სამშობლოში ოჯახის სარჩენად. ისინი ძირითადად მცირეწლოვანთა და მოხუცებულთა მომვლელებად, დიასახლისებად მუშაობენ, ასევე მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში – ამ ბოლოდროინდელ ტენდენციას „მიგრაციის ფემინიზაცია“ ეწოდა. მიგრანტ მამაკაცებთან შედარებით, მათ უფრო მაღალი კვალიფიკაცია აქვთ, ვიდრე მათი შესასრულებელი სამუშაო მოითხოვს, ცხოვრობენ მეტად ხელმომჭირნედ და თავიანთი შემოსავლის უფრო დიდ ნაწილს ოჯახებს უგზავნიან.

ქალები, რომლებიც ძალადობასა თუ სიღარიბეს გაექცნენ, ხშირად მიგრირებენ არალეგალური მარშრუტების გავლით, რაც ზრდის სექსუალური ტრეფიკინგის, ფიზიკური ძალადობისა თუ გაუპატიურების საფრთხეს. თავის მხრივ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა უკიდურესად ართულებს მიგრანტ ქალთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას; რიგ მასპინძელ ქვეყანაში თავად ეს კანონებიც მკაცრად არ სრულდება.

2019 წელს ომისა თუ კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილდა 33,8 მილიონი ადამიანი, რომელთა თითქმის ნახევარს ქალები შეადგენდნენ. ამავე წელს კიდევ 33,4 მილიონ ადამიანს – ნახევარზე მეტი ქალია – მოუწია საკუთარი ქვეყნის ფარგლებს შიგნით მიგრაცია; მათი 75% ბუნებრივ კატასტროფებს გაურბოდა.

მომდევნო გვერდებზე ჩვენ მოგითხრობთ ხუთი მიგრანტი ქალის ამბავს თავ-თავიანთი განცდებით: გადაწყვეტილების მიღება, იმედითა და სირთულეებით სავსე მოგზაურობა, ჩასვლა უცხო გარემოში, შეგუება ახალ ცხოვრებასთან და გაცნობიერება, რომ იმ დიდი ტკივილის მიუხედავად, რასაც სახლთან განშორება იწვევს, მიგრაციამ შეიძლება თავისუფლებამდე მიგვიყვანოს.

ჟურნალისტი აურორა ალმენდრალი სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებზე წერს. ჩვენს ჟურნალში გამოქვეყნებული მისი უკანასკნელი სტატია აღწერდა ფილიპინელთა მიგრაციულ კულტურას.

MM9019_NGS61831S-19_191215_11017.jpg კალიების გუნდი ცას აბნელებს ცენტრალურ სომალილენდში. მოსავლის გამანადგურებელი უდაბნოს კალიების უდიდესი შემოსევა უკანასკნელ 22 წელიწადში კლიმატის ექსტრემალურ ცვლილებებს მიეწერება.

წასვლა – ან სიკვდილი

მან ყველაფერი დაკარგა, როდესაც საქონელი დაეხოცა გვალვის დროს. ახლა იძულებით გადაადგილებულთა ბანაკშია და მოცდის მეტი აღარაფერი დარჩენია.

სომალი
ფოტო: ნიკოლ სობეკი

ჯერ დაიხოცნენ ცხვრები, რადგან საკმარის ბალახს ვეღარ პოულობდნენ საკვებად. „ჩვენ თვალწინ ისე იხოცებოდნენ, თითქოს რაღაცით მოიწამლნენო“, – მეუბნება რაჰმა ჰასან მაჰამუდი. ცენტრალური სომალილენდის (არაღიარებული, თვითგამოცხადებული სახელმწიფო სომალიში) სოფელ ჰაიაში რაჰმას ოჯახს 300 ცხვარი, თხა და 200 აქლემი ჰყავდა. 2016 წლის გვალვამ მთლიანი ფარა ამოუწყვიტა, სულ რაღაც ოთხ კვირაში.

ნახევრადმომთაბარე სომალელი მეჯოგეები წლებს აღრიცხავენ რეგულარულად მოსული წვიმებით. ამ ციკლზე დაკვირვებისას მათ შენიშნეს, რომ წვიმა სულ უფრო უჩვეულო და ცვალებად ხასიათს ავლენდა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. ნალექების მოსვლა აღარ ემთხვეოდა სიცოცხლის სხვა რიტმებს, როგორიცაა, მაგალითად, პერიოდი, როდესაც მათი ცხოველები ნაშიერებს აჩენენ.

  • MM9019_NGS61831S-19_191210_07580-1024x57
    გალერეის გახსნა
  • MM9019_NGS61831S-19_191210_07637-1024x57
    გალერეის გახსნა
  • MM9019_NGS61831S-19_191214_09658-1024x57
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ყადარ მაჰამედს ჰიჯაბზე ეწევა აქლემი. მას „გამძლე“ შეარქვეს, რადგან მისმა დედამ არაერთი გვალვიანი წელი გადაიტანა ჩრდილოეთ სომალილენდში. ამ რეგიონში აქლემები და სხვა საქონელი მთავარი სიმდიდრეა.

დედის მეთვალყურეობის ქვეშ (ცენტრში) მარიან და ჰაავა იუსუფები არაბულ ენაში მეცადინეობენ ჩრდილოეთ სომალილენდში. ამ ოჯახმა ორჯერ გადაიტანა სტიქიური უბედურება – ჯერ გვალვა, შემდეგ კი – ციკლონი. მეჯოგეობის ტრადიციულ ცხოვრების წესს არ უჩანს კარგი მომავალი და უკვე არაერთი სომალელი ცდილობს, რომ შვილებმა განათლება მიიღონ.

უკვე სამი წელია, რაჰმა ჰასან მაჰამუდი იძულებით გადაადგილებულთა ბანაკშია ჩარჩენილი ქალაქ ბურაოსთან (სომალილენდი). მას ძალიან ენატრება სიუხვითა და ბედნიერებით სავსე ძველი ცხოვრება, როდესაც ფარას მწყემსავდა.

გააზიარეთ ფოტო
  • MM9019_NGS61831S-19_191210_07580-1024x57
  • MM9019_NGS61831S-19_191210_07637-1024x57
  • MM9019_NGS61831S-19_191214_09658-1024x57
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ყადარ მაჰამედს ჰიჯაბზე ეწევა აქლემი. მას „გამძლე“ შეარქვეს, რადგან მისმა დედამ არაერთი გვალვიანი წელი გადაიტანა ჩრდილოეთ სომალილენდში. ამ რეგიონში აქლემები და სხვა საქონელი მთავარი სიმდიდრეა.

დედის მეთვალყურეობის ქვეშ (ცენტრში) მარიან და ჰაავა იუსუფები არაბულ ენაში მეცადინეობენ ჩრდილოეთ სომალილენდში. ამ ოჯახმა ორჯერ გადაიტანა სტიქიური უბედურება – ჯერ გვალვა, შემდეგ კი – ციკლონი. მეჯოგეობის ტრადიციულ ცხოვრების წესს არ უჩანს კარგი მომავალი და უკვე არაერთი სომალელი ცდილობს, რომ შვილებმა განათლება მიიღონ.

უკვე სამი წელია, რაჰმა ჰასან მაჰამუდი იძულებით გადაადგილებულთა ბანაკშია ჩარჩენილი ქალაქ ბურაოსთან (სომალილენდი). მას ძალიან ენატრება სიუხვითა და ბედნიერებით სავსე ძველი ცხოვრება, როდესაც ფარას მწყემსავდა.

რაჰმას თქმით, ის დაახლოებით 36 წლის უნდა იყოს და აქამდეც არაერთხელ გადაუტანია ძლიერი გვალვები, საშუალოდ ორი ყოველ ათწლეულში, მაგრამ 2016-17 წლების უმოწყალო გვალვამ შეიწირა სომალილენდის მეურნეობის მთავარი დარგის, მეცხოველეობის 70 პროცენტამდე. მდინარეები და ტბები, რომლებიც წვიმით იკვებებოდა და მეჯოგეთა არაერთ თაობას აცოცხლებდა, გაუჩინარდა. 2016 წელს ჰაიაში ჭებიც დაშრა.

მთელ სოფელში სიკვდილის სუნი ტრიალებდა ათასობით გახრწნილი ლეშისგან, მაგრამ რაჰმას ოჯახი ფეხსაც არ იცვლიდა სამი თვის განმავლობაში. ვისაც ჯერ კიდევ ცოცხალი ჰყავდა ერთი-ორი აქლემი, რძეს უნაწილებდა უპოვარ ოჯახებს. როდესაც საკვები უკიდურესად შემცირდა, უფროსები მხოლოდ ერთ ლუკმას სჯერდებოდნენ, დანარჩენს კი პატარა ბავშვებს უნახავდნენ. ამასთან, დიარეაც გავრცელდა და ხალხს უკვე რეალურად აშინებდა სიკვდილი, ამბობს რაჰმა. როდესაც პირუტყვი ყველა ოჯახს ამოეხოცა, სოფელში ფული შეაგროვეს, სატვირთო მანქანა იქირავეს და ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკისკენ გაემართნენ ქალაქ ბურაოს მახლობლად.

სომალილენდის ბანაკებში 600 000-მდე ადამიანია ჩარჩენილი ჰუმანიტარული დახმარების იმედად.

მსოფლიო ბანკის გაანგარიშებით, 2050 წლისთვის სუბსაჰარულ აფრიკაში, სამხრეთ აზიასა და ლათინურ ამერიკაში 143 მილიონ ადამიანს მოუწევს კლიმატური პირობების გამო საკუთარი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილება. სომალილენდის ბანაკებში რაჰმა და კიდევ 600 000-მდე ადამიანია ჩარჩენილი ჰუმანიტარულ დახმარებათა იმედად. თუმცა, რაჰმას არ დაუკარგავს იმედი; უმცროს ქალიშვილს ასეც კი დაარქვა – „ბარვაყო“, რაც ბედნიერების იმ განცდას აღნიშნავს, რომელსაც ჯანმრთელი ფარა, უხვი ნალექი და ამწვანებული მდელოები იწვევს. რაჰმამ თითქმის ყველაფერი დაკარგა, მაგრამ ის მაინც ცხოვრების მადლიერია – მისი ოჯახი ხომ გადარჩა, გარკვეული აზრით, ეს უკვე თავად სიმდიდრეა.

ნაირობიში (კენია) მცხოვრები ფოტოგრაფის ნიკოლ სობეკის ყურადღების ცენტრში ადამიანისა და ბუნების კავშირია მოქცეული. მიჰყევით მას ინსტაგრამზე: @nicholesobecki. სომალილენდზე ცნობების მიღებაში ასმა დჰამაკი დაგვეხმარა.

MM9019_NGS61831S-19_190906_06081.jpg კატალეიამ 4 თვე დაჰყო სამხრეთ მექსიკის ქალაქ ტაპაჩულაში, სადაც მან მექსიკაში გადაადგილების ვიზა მიიღო და ჩრდილოეთში, აშშ-ის საზღვრისკენ გაემგზავრა.

მოგზაურობა

ტრანსგენდერი ქალი საფრთხეს გამოექცა სამშობლოდან და ბევრი ტანჯვა გადაიტანა აშშ-მექსიკის საზღვრისკენ მოგზაურობისას, თუმცა იქ მას უფრო მეტი ძალადობა და გაურკვევლობა შეხვდა.

ჰონდურასი, მექსიკა
ფოტო: დანიელ ვიასანა

სანამ მექსიკის ქალაქ ტაპაჩულას დატოვებდა, კატალეია ნატივი ბაკა თავის დას შეეხმიანა ტელეფონით და უთხრა: „ხვალ უკვე ძალიან შორს ვიქნები აქედან“.

28 წლის ტრანსგენდერი ქალი კატალეია გარიყული იყო თავის მშობლიურ ჰონდურასში. დედამ მასზე უარი თქვა. ძმა სცემდა. ამ ქვეყანაში სპირალურად მზარდი ძალადობაა, რასაც მაჩიზმი – მამაკაცურობის ჭარბი გამოხატულება კვებავს. აქ შეურაცხყოფას აყენებენ და სასტიკად უსწორდებიან ასეულობით ლესბოსელს, გეის, ბისექსუალ, ტრანსგენდერ თუ ინტერსექსუალს. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ქსელის ცნობით, 2014 წლიდან ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში 1300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს მსგავსი მიზეზით. შედეგად, უამრავი მათგანი იწყებს სახიფათო მოგზაურობას, რომ თავშესაფარი იპოვოს აშშ-ში.

სამხრეთ მექსიკაში მდებარე სასაზღვრო ქალაქი ტაპაჩულა მიგრანტების ეპიცენტრია. იქ კატალეიამ ოთხი თვე დაჰყო სატრანზიტო ვიზის მოლოდინში მექსიკა-ამერიკის საზღვარზე, ტიხუანაში ჩასასვლელად.

  • STOCK_MM9019_NGS61831S-19_D_VILLASANA__2
    გალერეის გახსნა
  • STOCK_MM9019_NGS61831S-19_D_VILLASANA__1
    გალერეის გახსნა
  • MM9019_NGS61831S-19_190908_08968-1024x57
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

28 წლის კატალეია ნატივი ბაკა, ტრანსგენდერი ქალი, ძალადობას გაექცა ჰონდურასიდან. აქ იგი მექსიკაშია, სადაც გვატემალიდან შევიდა მდინარის გავლით. უსასრულო მოგზაურობა აშშ-ის საზღვრისკენ – გრძელდება.

ფოტორეპორტაჟის მხარდამჭერია ქალთა მედიის საერთაშორისო ფონდი

სამანტა ჰილტონი, ალექსა სმითი და ესკარლე ლავლი მშობლიურ ქალაქ სან-პედრო-სულაში (ჰონდურასი). ტრანსგენდერი ქალებისთვის ლათინური ამერიკა ყველაზე საშიში რეგიონია.

ფოტორეპორტაჟის მხარდამჭერია ქალთა მედიის საერთაშორისო ფონდი

ტიხუანაში ჩასვლით კატალეიამ (ვარდისფერი მაისურით) დაასრულა მექსიკაში მოგზაურობა და აქედან უკვე დაიწყო განაცხადის შეტანა თავშესაფრის მოთხოვნით, თუმცა ექვსთვიანი ლოდინის შემდეგ, აშშ-მა საიმიგრაციო საზღვარი ჩაკეტა პანდემიის მიზეზით.

გააზიარეთ ფოტო
  • STOCK_MM9019_NGS61831S-19_D_VILLASANA__2
  • STOCK_MM9019_NGS61831S-19_D_VILLASANA__1
  • MM9019_NGS61831S-19_190908_08968-1024x57
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

28 წლის კატალეია ნატივი ბაკა, ტრანსგენდერი ქალი, ძალადობას გაექცა ჰონდურასიდან. აქ იგი მექსიკაშია, სადაც გვატემალიდან შევიდა მდინარის გავლით. უსასრულო მოგზაურობა აშშ-ის საზღვრისკენ – გრძელდება.

ფოტორეპორტაჟის მხარდამჭერია ქალთა მედიის საერთაშორისო ფონდი

სამანტა ჰილტონი, ალექსა სმითი და ესკარლე ლავლი მშობლიურ ქალაქ სან-პედრო-სულაში (ჰონდურასი). ტრანსგენდერი ქალებისთვის ლათინური ამერიკა ყველაზე საშიში რეგიონია.

ფოტორეპორტაჟის მხარდამჭერია ქალთა მედიის საერთაშორისო ფონდი

ტიხუანაში ჩასვლით კატალეიამ (ვარდისფერი მაისურით) დაასრულა მექსიკაში მოგზაურობა და აქედან უკვე დაიწყო განაცხადის შეტანა თავშესაფრის მოთხოვნით, თუმცა ექვსთვიანი ლოდინის შემდეგ, აშშ-მა საიმიგრაციო საზღვარი ჩაკეტა პანდემიის მიზეზით.

როგორც იქნა, გამგზავრების დღეც დადგა. ავტობუსში ასვლამდე კატალეია ტკბილ-მწარედ დაემშვიდობა თანამობინადრეებს – მიგრანტებს, რომლებიც მის მსგავსად ცდილობდნენ გაქცევას.

ავტობუსი დაიძრა, თუმცა ის მალევე გააჩერეს საიმიგრაციო პოლიციის ოფიცრებმა მგზავრთა დოკუმენტების შესამოწმებლად. მომდევნო 72 საათში მას კიდევ 20-ჯერ მაინც გააჩერებენ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე. უსაბუთო მიგრანტების უმრავლესობა ავტოსტოპით ან ფეხით გადაადგილდება, რომ პოლიციას აერიდოს, თუმცა ასეთ შემთხვევაში იზრდება იმის რისკი, რომ გზად ისინი ქუჩის ბანდიტებს, სექსუალურ თავდამსხმელებსა თუ ადამიანის გამტაცებლებს გადაეყრებიან. კატალეიას გაუმართლა: მას საბუთები ჰქონდა.

მგზავრობის მესამე დღეს ავტობუსის ტუალეტიდან უკვე ისეთი სუნი ამოდიოდა, რომ ხალხი ტანსაცმელს იფარებდა ცხვირზე. ტიხუანამდე სულ რამდენიმე საათის გზა რჩებოდა, როდესაც ავტობუსში ჩოჩქოლი ატყდა. მიგრანტები ერთმანეთს აწვებოდნენ ფანჯრიდან გასახედად – ჰორიზონტზე აშშ-ის სასაზღვრო ღობე მოჩანდა.

იმედით დაწყებული მოგზაურობა თანდათან ჩაანაცვლა ძრწოლამ, რომელსაც კატალეია ვეღარსად გაურბის.

ტიხუანაში კატალეიას ნომერი მიანიჭეს, რათა მისი შემთხვევა განეხილათ თავშესაფრის მისაცემად. მისი რიგის ნომერი იყო 4050, იმ დროისთვის კი საიმიგრაციო დეპარტამენტი 2925-ე საქმეზე მუშაობდა. 6 თვის შემდეგ, როდესაც კატალეიას საქმის განხილვამდე მხოლოდ ორიოდე კვირაღა რჩებოდა, აშშ-ის მთავრობამ საიმიგრაციო საზღვარი ჩაკეტა COVID-19-ის მიზეზით.

გაურკვევლობა და ძალადობა მექსიკის საზღვართან, განდევნა და მიუღებლობა სამშობლოში… კატალეია ძრწოლამ შეიპყრო, რომელსაც ვეღარსად გაურბის. ამ გაურკვევლობის პერიოდში იგი გაძარცვეს და სცემეს კიდეც LGBTQ-მიგრანტების თავშესაფრებში. დროდადრო ის სხვადასხვა მამაკაცისაგან მიღებული დახმარებით ცხოვრობს. „მთელი ეს მოგზაურობა საშინელი იმედგაცრუებაა“, – ამბობს სასოწარკვეთით კატალეია.

დანიელ ვიასანა ფოტოჟურნალისტი და National Geographic-ის მკვლევარია, რომელიც ძირითადად ადამიანის უფლებებზე, გენდერულ და ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობს. მიჰყევით მას ინსტაგრამზე: @davillasana.

MM9019_NGS-61831S-19_191024-2056.jpg ეს ვიეტნამელი ქალი სინგაპურელ მამაკაცზე დაქორწინდა 11 წლის წინ და მათ ორი შვილი ჰყავთ. უბედურია, მაგრამ გაყრის ეშინია, რადგან „ქორწინების მიგრანტები“ თავიანთ ქმრებზე არიან დამოკიდებულნი – მან შეიძლება ბინადრობის უფლება და შვილებიც დაკარგოს.

კონტრაქტი

ფინანსური უზრუნველყოფით მოტივირებულმა ქალმა მშობლიური სახლი დატოვა ვიეტნამის სოფელში და შუამავლის დახმარებით იქორწინა მამაკაცზე მდიდარი ქვეყნიდან.

ვიეტნამი. სინგაპური
ფოტო: ამრიტა ჩანდრადასი

ქორწინების დღეს პატარძალ ნგოკ ტუიენი უცხო ადამიანებით იყო გარშემორტყმული სინგაპურის ბოტანიკურ ბაღში. შავმაქმანიანი წითელი კაბითა და გვირილებით დამშვენებული თავსაკრავით, ტუიენი ხის სკამზე ჩამომჯდარიყო. საქმრო ორი თვით ადრე გაიცნო, ხოლო მისი ოჯახი – მხოლოდ 16 დღის წინ, როდესაც სინგაპურში ჩავიდა. ამ ქორწინების შუამავალი ვიეტნამურ ენაზე თარგმნიდა ცერემონიას, რომელიც ნეფე-პატარძლის ცივი კოცნით დასრულდა, ხოლო ურიცხვ დოკუმენტზე ხელის მოწერით უკვე ოფიციალურადაც გამოცხადდა ტუიენის ქორწინება. „როგორი კარგი დასაწყისია, მინდა, მუშაობაც მალე დავიწყო“, – ამბობს ტუიენი.

ტუიენი „ქორწინების მიგრანტია“. ბოლო ათწლეულებში ამ გზას ათასობით ვიეტნამელი დაადგა, რომელთა უმრავლესობაც ქალია. ეს ყველაფერი ქორწინების შუამავლით იწყება ხოლმე. ის დაძვრება სოფლებსა თუ პროვინციულ ქალაქებში და ქალებს ამცნობს, თუ როდის უნდა ჩავიდნენ იქ პოტენციური ცოლის მაძიებლები მდიდარი ქვეყნებიდან – სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ტაივანი თუ სინგაპური. სწორედ ასე შეხვდა 34 წლის ტუიენი 45 წლის ტონი კონგს. პირობები თავიდანვე მკაფიოა: ქალები მზად არიან, მოლაპარაკება აწარმოონ ანაზღაურების შესახებ თავიანთთვის და თავიანთი ოჯახებისთვის, ხოლო მამაკაცები ასახელებენ საკუთარი შემოსავალს. ქალები თავისი სილამაზის, ახალგაზრდობისა და ცხოვრებისეული ურთიერთობის სანაცვლოდ ითხოვენ ფინანსურ სტაბილურობას და ტუიენის შემთხვევაში – მუშაობის და ფულის ოჯახისთვის გაგზავნის შესაძლებლობას.

MM9019_NGS-61831S-19_191117-3164-1024x57
MM9019_NGS-61831S-19_191009-1683-1024x57

(მარცხნივ) ნგოკ ტუიენი და ტონი კონგი თავიანთი ქორწინების დღეს სინგაპურში. ორი თვით ადრე მათი გაცნობა „ქორწინების ბროკერმა“ მოაწყო ვიეტნამში. (მარჯვნივ) „მაიელის“ ქორწინების სააგენტო ერთ-ერთი მცირეთაგანია, რომელიც კვლავ მუშაობს სინგაპურში – უმრავლესობა დაიხურა მთავრობის გადაწყვეტილებით, რადგან ბროკერები საიმიგრაციო კანონდარღვევებსა და ადამიანებით ვაჭრობაში დაადანაშაულეს.

„აქ სიყვარულში არ არის საქმე“, – ამბობს მაჭანკალი მარკ ლინი, რომელიც სინგაპურის საქორწინო სააგენტოს მფლობელია. ლინმა კარგად იცის, რომ მისი ბიზნესი ეკონომიკურ უთანასწორობას ეფუძნება. სინგაპურში ყოველწლიური საშუალო შემოსავალი 92 000 დოლარია, ხოლო ვიეტნამში – 7750 დოლარი.

ტუიენმა მოითხოვა თვეში 370 დოლარი, ტონიმ კი ეს თანხა ვაჭრობით 220-მდე ჩამოიყვანა, რაც არასაკმარისი თანხაა ოჯახის უზრუნველსაყოფად, მაგრამ ტუიენი იმედოვნებს, რომ მუშაობის ნებართვას მიიღებს სინგაპურში და მშობლებთან და შვილთან შეძლებს ფულის გაგზავნას.

სინგაპურში დარჩენისა და მუშაობისთვის „მიგრანტ ცოლს“ გრძელვადიანი ნებართვა სჭირდება, რომელსაც ქმარი ყოველ ერთ-ორ წელიწადში ააქტიურებს. თუ ასე არ მოხდა, ქალი კარგავს ნებართვას და მასთან ერთად, შესაძლოა, შვილებსაც. ასეთ რეალობაში მათ ხშირად უწევთ შეურაცხყოფის, უყურადღებობისა თუ ღალატის ატანა.

სინგაპურში „ქორწინების მიგრანტები“ დამოკიდებულნი არიან ქმრებზე – გაუგრძელებენ თუ არა ისინი ვიზას.

ტუიენი ამბობს, რომ არ იცის, თუ რას ითხოვს მისგან ქმარი; ამგვარად, მხოლოდ საკვებს უმზადებს და კომპანიას უწევს. ტუიენმა არც ის უწყის, თუ როდის მიიღებს სინგაპურში გრძელვადიანი დარჩენის ნებართვას. ეს დამოკიდებულია ქმრის ყოველთვიურ შემოსავალზე, ტონიმ კი სამსახური დაკარგა.

მაგრამ ქორწინების დღეს ტუიენმა მაინც ისურვა, რომ ახალდაქორწინებულის როლი მოერგო. „მე ძალიან ბედნიერი ვარ“, – ამბობდა იგი, თუმცა შემდეგ კვლავ თარჯიმანს უბრუნდებოდა უკვე არაერთხელ დასმული შეკითხვით: როდის მომცემენ მუშაობის ნებართვას.

ამრიტა ჩანდრადასი სინგაპურელი დოკუმენტალისტი-ფოტოგრაფია, რომლის ყურადღების ცენტრში იდენტობა, გარემო და სოციალური საკითხები ექცევა. მიჰყევით მას ინსტაგრამზე: @amritachandradas.

MM9019_NGS-618315-19_191102_07741.jpg სიდნეის სანაპიროსთან საჯედა ბაჰადურმია ეხუტება თავისი ექვსი შვილიდან ასაკით ყველაზე უფროსს – 16 წლის ასმას. ისინი მუსლიმანი როჰინჯების ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან და ჩაგვრასა თუ დევნას გაექცნენ მიანმიდან, მაგრამ ავსტრალიაში ნაპოვნ სამოთხეს გაურკვევლობა ახლავს – ჯერჯერობით მათ არ აქვთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა.

სიმშვიდის პოვნა

რელიგიურ დევნას გამოქცეულმა ქალმა მძიმე მოგზაურობაც გადაიტანა და თავის ოჯახთან ერთად თავისუფლება იპოვა ახალ სახლში.

მიანმა, ავსტრალია
ფოტო: მრიდულა ამინი

თავიდან საჯედა ბაჰადურმია ვერ მიხვდა, ეს უნიფორმიანი მამაკაცები აგრესიულად მოეპყრობოდნენ თუ – არა. მაშინ, 2013 წელს, საჯედა მე-14 დღეს ატარებდა გემზე. თავის ქმარსა და 4 შვილთან ერთად ჩრდილოეთ ავსტრალიის ქალაქ დარვინისკენ მიცურავდა ინდონეზიის საპორტო ქალაქიდან.

45-მეტრიან ნავში 100-ზე მეტი მიგრანტი იჯდა – როჰინჯები, რომლებიც მასსავით დევნასა და ჩაგვრას გაურბოდნენ მიანმიდან, ათეულობით ბანგლადეშელი და ორიც – სომალიდან. 26 წლის საჯედას სუნთქვა ეკვრებოდა და თავის ერთი წლის ვაჟს იხუტებდა გულში, რამდენჯერაც ტალღა შეეხეთქებოდა ნავის კორპუსს, რომელსაც ზვიგენები წრეებს ურტყამდნენ. 10 წლის ქალიშვილი, სახელად ასმა, გამუდმებით ეკითხებოდა: „ყველანი დავიღუპებით?“.

როდესაც მათი ნავი ავსტრალიის საზღვაო ფლოტმა აიყვანა, საჯედამ არ იცოდა, თუ როგორ მოექცეოდნენ მეზღვაურები – სცემდნენ, შეურაცხყოფას მიაყენებდნენ თუ სხეულზე ხელის შეხებით დაუწყებდნენ შემოწმებას, ისე როგორც მიანმის სამხედროები ეპყრობოდნენ თავის სამშობლოში, მაგრამ ისინი თავაზიანები აღმოჩნდნენ, ამბობს საჯედა. მუსლიმანთა ტრადიციებს პატივს სცემდნენ და ქალ მიგრანტთა ჯანმრთელობის მდგომარეობასაც ასევე ქალები ამოწმებდნენ. შემდეგ ისინი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს ქალაქ დარვინში.

MM9019_NGS-618315-19_190914_02517-1024x5
MM9019_NGS-618315-19_190828_00372-1024x5

(მარცხნივ) საპროტესტო აქციაზე საჯედა (ცენტრში) ლტოლვილთა უფლებებს ითხოვს ავსტრალიაში, სადაც უამრავი მათგანია მუდმივი ბინადრობის ნებართვის გარეშე ან დროებითი დაკავების იზოლატორში. „მინდა, როჰინჯა ქალებსაც სხვა ქალების მსგავსი შესაძლებლობები ჰქონდეთ“, – აცხადებს იგი. (მარჯვნივ) მიანმიდან ჩამოსულ როჰინჯას ახალშობილი უჭირავს ინგლისურის გაკვეთილზე სიდნეიში. 2013-2016 წლებში ავსტრალიას უამრავი როჰინჯა ქალი მიადგა ნავით.

უკვე დიდი ხანია, რაც მიანმის მთავრობა დევნის როჰინჯებს, მუსლიმან ეთნიკურ უმცირესობას. 2012 წელს დაწყებულმა ძალადობამ საბოლოოდ უბიძგა საჯედას, თავის ოჯახთან ერთად დაეტოვებინა სახლი; 2017 წლის დასასრულისთვის კი მილიონამდე როჰინჯა იყო გაქცეული მეზობელ ბანგლადეშსა თუ მსოფლიოს სხვა წერტილში.

„ღამე ვერ დაგიცავთ“, – იხსენებს ასმა დროს, როდესაც სამხედროები შეიჭრებოდნენ ხოლმე მათ სახლში. ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალებს, ხოლო კაცებს ქუჩაში ერეკებოდნენ, სატუსაღოებში ამწყვდევდნენ ან გზავნიდნენ იძულებით სამუშაოებზე. მიანმის ხელისუფლებამ აკრძალა სიტყვა „როჰინჯა“.

საჯედა კომფორტულად გრძნობდა თავს, როდესაც თავის შეხედულებებზე თავისუფლად ლაპარაკობდა ავსტრალიაში.

დროებითი დაკავების იზოლატორში გატარებული სამი თვის განმავლობაში ასმა და საჯედა თავს დამცირებულად გრძნობდნენ, რადგან ხელისუფლების წარმომადგენელები მათ საიდენტიფიკაციო ნომრებით მიმართავდნენ და არა – პირადი სახელებით, თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი მალე შეუდგნენ ახალ ცხოვრებას.

საბოლოოდ, ავსტრალიის ლტოლვილთა დახმარების პროგრამით, საჯედა და მისი ოჯახი სიდნეიში გადაბარგდა. იქ საჯედამ აღმოაჩინა კეტჩუპი და სიგიჟემდე შეუყვარდა ავსტრალიური ბარბექიუ. მან ნახევარშტატიანი სამსახურიც იშოვა თავისი შვილების სკოლაში და მანქანის მართვაც ისწავლა. შემდეგ მისი ოჯახი სიდნეის გარეუბან ლაკემბაში გადავიდა, სადაც არაერთი როჰინჯა ცხოვრობდა და თავისი შვილების თვალებში იგი უკვე ხალისსაც ხედავდა. „სიტყვა თავისუფლება არსაიდან გაჩნდა, – ამბობს ასმა, – აქ არის ჩემი ადგილი“. მიანმაში საკუთარი აზრის გამოხატვისთვის შეიძლება მოგკლან, ხოლო ავსტრალიაში ადამიანები თავისუფლად აჟღერებენ თავიანთ შეხედულებებს. ლაკემბაში მეჩეთიდან გამოსული ხალხი ეფინება ქუჩებს: „ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი“, – ამბობს საჯედა.

სიდნეიში მცხოვრები მრიდულა ამინი ავსტრალიელი ფოტოჟურნალისტია, რომელიც იკვლევს იდენტობას, მიგრაციას თუ სოციალური სამართლიანობის თემებს აზია-წყნაროკეანურ რეგიონში. მიჰყევით მას ინსტაგრამზე: @mridulaamin.

MM9019_200109_07940.jpg 22 წლის ბიბი საბარი (მარცხნივ) ინფორმაციული ტექნოლოგიების შესასწავლად ისლამაბადში გადავიდა საცხოვრებლად. ამ ნაბიჯისკენ მას უბიძგა ძალადობამ, რომელიც ეთნიკურ ჰაზარელთა მიმართ ვლინდებოდა ქალაქ კვეტაში.

ახალი არჩევანი

სამშობლოდან ისინი გამოექცნენ ძალადობას და არჩიეს განათლების გზა – მათ იპოვეს უფრო ღია საზოგადოება, რომელიც კრეატიულობისა და აღმოჩენების ინსპირაციის წყაროს წარმოადგენდა.

პაკისტანი
ფოტო: საიინა ბაშირი

პაკისტანის ქალაქი კვეტა თოვლიანი მთებითაა გარშემორტყმული, მაგრამ 22 წლის ფარჰინი არასოდეს იხიბლებოდა იქაურობით, ხალხმრავალ ადგილებსაც თავს არიდებდა და მეგობარიც სულ ერთი-ორი ჰყავდა. მას ცეკვა უყვარს, თუმცა მხოლოდ სარკის წინ და – სახლში. მის კულტურაში ქალი ცეკვისთვის შეიძლება შეარცხვინონ ან უარესი გაუკეთონ. „მე არ ვარ კონსერვატორი, – ამბობს იგი, – მხოლოდ შეშინებული ვარ“.

ფარჰინი ჰაზარელია – ავღანური ეთნიკური ჯგუფისა და შიიტი რელიგიური უმცირესობის წევრი. უკვე საუკუნეზე მეტია, რაც მათ დევნიდნენ და ხოცავდნენ მოსისხლე ეთნიკური ჯგუფები – თალიბები თუ სხვა რელიგიური ექსტრემისტები. სიღარიბე, ომის ათწლეულები და ძალადობა უამრავ ჰაზარელს აიძულებდა ავღანეთიდან გაქცევას.

1960-იან წლებში ფარჰინის ბებია და პაპა პაკისტანში გადავიდნენ და კვეტაში დასახლდნენ, სადაც დღეს ნახევარ მილიონამდე ჰაზარელი ცხოვრობს. 2003 წლიდან მოყოლებული ამ ქალაქში მიზანმიმართული იერიშებით დახოცეს ასობით, შესაძლოა ათასობით ჰაზარელი. მათი კულტურა უკიდურესად პატრიარქალურ სახესაც ავლენს. „ისე ლაპარაკობენ ღირსების დასაცავად ჩადენილ მკვლელობაზე, როგორც ერთ ჩვეულებრივ ამბავზე“, – აცხადებს ფარჰინი და გულისხმობს მამაკაცთა ჩვეულებას – მოკლან ქალი, რომელმაც მათი შეხედულებით ოჯახი შეარცხვინა. „ეს მე მაშინებს“.

  • MM9019_191108_02005-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9019_191119_03850-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9019_191118_03529-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ისლამაბადის სავაჭრო ცენტრში ბიბი ავტობუსით მიემგზავრება თანაკურსელებთან ერთად. მის მშობლიურ ქალაქ კვეტაში ასე თავისუფლად გადაადგილებას იგი ვერ გაბედავდა, რადგან შიიტ მუსლიმ ჰაზარელებს ძალადობრივად უსწორდებიან სუნიტი სამხედროები.

22 წლის ჰალიმა ესწრება პოეზიის ლექციას, რომელიც ისლამაბადის უნივერსიტეტში ტარდება. მომავალში იგი სკოლის მასწავლებლის პროფესიის არჩევას გეგმავს ან უნდა, უნივერსიტეტის პროფესორი გახდეს.

22 წლის ფარჰინი, კიდევ ერთი ჰაზარელი ქალაქ კვეტიდან, საშინაო დავალებას ასრულებს ქალთა ჰოსტელში. საწოლის თავზე K-pop-ის ვარსკვლავთა ფოტოებია. ფარჰინი მათ სიმღერებს მიაწერს იმას, რომ ჰომოფობიისა თუ მენტალური ჯანმრთელობის საკითხების ახლებურად გააზრება შეძლო.

გააზიარეთ ფოტო
  • MM9019_191108_02005-1024x576.jpg
  • MM9019_191119_03850-1024x576.jpg
  • MM9019_191118_03529-1024x576.jpg
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ისლამაბადის სავაჭრო ცენტრში ბიბი ავტობუსით მიემგზავრება თანაკურსელებთან ერთად. მის მშობლიურ ქალაქ კვეტაში ასე თავისუფლად გადაადგილებას იგი ვერ გაბედავდა, რადგან შიიტ მუსლიმ ჰაზარელებს ძალადობრივად უსწორდებიან სუნიტი სამხედროები.

22 წლის ჰალიმა ესწრება პოეზიის ლექციას, რომელიც ისლამაბადის უნივერსიტეტში ტარდება. მომავალში იგი სკოლის მასწავლებლის პროფესიის არჩევას გეგმავს ან უნდა, უნივერსიტეტის პროფესორი გახდეს.

22 წლის ფარჰინი, კიდევ ერთი ჰაზარელი ქალაქ კვეტიდან, საშინაო დავალებას ასრულებს ქალთა ჰოსტელში. საწოლის თავზე K-pop-ის ვარსკვლავთა ფოტოებია. ფარჰინი მათ სიმღერებს მიაწერს იმას, რომ ჰომოფობიისა თუ მენტალური ჯანმრთელობის საკითხების ახლებურად გააზრება შეძლო.

ფარჰინის თქმით, „კვეტაში მოხვედრისას თქვენი გონება იხშობა და მასთან ერთად იხურება გულიც“. ამ ქალაქში მცხოვრები ბევრი ჰაზარელისთვის განათლება იქცა გზად, რომელიც თვითრწმენასა და თავისუფლებამდე მიიყვანდა. ისლამურ ღირებულებათა ჰაზარული ინტერპრეტაციით განათლება არის სოციალურად სასურველი და რელიგიური იმპერატივიც. ფარჰინისთვის ეს ქალაქ კვეტის დატოვებას ნიშნავდა. 2017 წელს იგი გაემგზავრა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, რომ ლიტერატურათმცოდნეობაზე ჩაებარებინა თანამედროვე ენების ეროვნულ უნივერსიტეტში.

იქ მისი შიშები გაქარწყლდა, როგორც ამბობს ფარჰინი. იგი მგზავრობდა ავტობუსით და ხალხმრავალ ადგილებსაც სტუმრობდა. მისი გონება უკვე გაიხსნა უცხო კულტურების მიმართაც და ფარჰინი ნელ-ნელა მოიხიბლა სამხრეთკორეული პოპმუსიკით (K-pop). „ის დამეხმარა, რომ გავხსნილიყავი და ახალი იდეები მიმეღო“.

ბედნიერი მომავლის საძიებლად ჰაზარელები ხშირად მიემგზავრებიან ქალაქ კვეტიდან, სადაც მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ.

შემდეგ ფარჰინი ზოგადად კორეული კულტურით დაინტერესდა, კორეული ენაც შეისწავლა და ცეკვებშიც ვარჯიშობდა. სამხრეთკორეული მუსიკალური ჯგუფები მღეროდნენ ქსენოფობიაზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და თინეიჯერობის სირთულეებზე, რაც ფარჰინს შფოთვისა თუ დეპრესიის წლების დაძლევასა და დავიწყებაში დაეხმარა. ისლამაბადში ჩასვლას ფარჰინი მხოლოდ პირველ ნაბიჯად განიხილავს მსოფლიოს გაცნობისა და აღმოჩენის გზაზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მას სურს, ესტუმროს კანადას, იქნებ ცეკვის გაკვეთილებიც მიიღოს აშშ-ში, ან ტურისტულად ჩავიდეს ავღანეთში და თავისი მშობლიური ჰაზარული მიწა მოინახულოს, მაგრამ უპირველესად ფარჰინი თავისუფლების გზას ადგას; სადაც ყველაზე მეტად სურს წასვლა, ამბობს ფარჰინი, არის „ადგილი, სადაც არავინ მიცნობს“.

საიინა ბაშირი პაკისტანელი ფოტოჟურნალისტია, რომელიც აშუქებს ეთნიკურ ძალადობას, ჯანდაცვას, მიგრაციასა და კლიმატის ცვლილებას. მიჰყევით მას ინსტაგრამზე: @saiynabashirphoto.

The post ქალები გზაში appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share