Jump to content
×
×
  • Create New...

30 წლის შემდეგ პირველად, ქართული კინოფილმი ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაშია


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

publika.ge-koberidze-2-1024x635-1.jpg

თითქმის 30 წლის შემდეგ პირველად, ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ ბერლინის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.

კობერიძის ფილმი იმ 15 ფილმს შორისაა, რომელიც კინოფესტივალის მთავარ ნომინაციაში გავიდა და გამარჯვებისთვის იბრძოლებს. 

publika.ge-koberidze-2-1024x635-2.jpgალექსანდრე კობერიძე გადასაღებ მოედანზე. ფოტო: თაზო ვაჩნაძე

ბოლო ასეთი შემთხვევა 1993 წელს მოხდა, როდესაც თემურ ბაბლუანის ფილმს უძინართა მზე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვერცხლის დათვი გადაეცა, მას შემდეგ მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი არასდროს ყოფილა.

ფილმში მთავარ როლებს გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე ასრულებენ.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კიდევ ერთ ქართულ ფილმს აჩვენებენ – სექციაში „ფორუმი“ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ მოხვდა.

______________________________________

● ფოტორეპორტაჟი კინოთეატრ “ამირანიდან”, რომელიც ერთი წელია დაკეტილია
● ბოლო 10 წლის 10 საუკეთესო ქართული ფილმი. მათთვის, ვისაც აინტერესებს, რა ხდება თანამედროვე ქართულ კინოში
● 1884 წლიდან. კომპანია “სარაჯიშვილის” ახალი ვიდეო

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share