Jump to content
×
×
  • Create New...

სოფელ ფახულანში 148,000 დახარჯესწყლის სისტემებზე, მაგრამ მოსალხეობა წლებია, უწყლოდაა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
სოფელ ფახულანში 148,000 დახარჯესწყლის სისტემებზე, მაგრამ მოსალხეობა წლებია, უწყლოდაა admin Sat, 02/13/2021 - 13:14

2011 წლიდან დღემდე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფელ ფახულანში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერებში 147,781 ლარი გაიფლანგა.

2016-2019 წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების სატენდერო დოკუმენტაციის შესადგენად ჯამში 96,327 ლარი გამოიყო, სამუშაოებისთვის კი 29,622 ლარი.

სოფლის მოსახლეობას სასმელი წყალი დღემდე არ აქვს, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობა ურესურსობას აბრალებს და ისრები ცენტრალურ ხელისუფლებაზე გადააქვს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფელი ფახულანი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და წითელ ზონადაა გამოცხადებული. ფახულანის მოსახლეობა 1300-მდე მკვიდრს შეადგენს. სოფელი აერთიანებს: წყოუშის, ქალაღალისა და ჭველეს თემს. ზემოხსენებულ სამ თემში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება პრობლემად რჩება.

ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში, 2011 წელს, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში, წყოუსში, ჭველესა და ქალაღალში წყალსადენის რეაბილიტაციაში სულ 21,832 ლარი დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა და სოფლის არცერთ თემს რეგულარული წყალმომარაგება არ ჰქონია.

2015 წელს წალენჯიხის მერიამ გამოაცხადა ტენდერი (SPA150003861) რომელიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის: ფახულანის, ობუჯის და მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულებში მაგისტრალის შიდა ქსელის რეაბილიტაციას, ასევე წალენჯიხაში 5 ახალი ჭაბურღილის მოწყობის, სადაწნევო ავზების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენას ითვალისწინებდა. ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო ინდ.მეწარმე რევაზ დიდმანიძემ, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 38,550 ლარზე გაუფორმეს ხელშეკრულება.

2016 წლის აგვისტოში ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში ესკადას, ქალაღალის, ჭველეს და საგუჩუოს უბნებში წყალსადენების მოწყობისთვის გამოცხადებულ შესყიდვაში ვახტანგ გუჩუამ გაიმარჯვა და წალენჯიხის მერიისგან 11,693 ლარი მიიღო (NAT160000403). აღნიშნული ტენდერი გუჩუამ უკონკურენტო გარემოში მოიგო.

ამავე წლის დეკემბერში წალენჯიხის მერიამ კიდევ ერთი ელექტრონული შესყიდვა გამოაცხადა ფახულანში ჭველეს უბნის წყალამომარაგების აღსადგენად (SPA160026932), რომელშიც ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ინდ.მეწარმე ნეოლინა შანავამ კონკურენტის, ავთანდილ ჯოლოხავას დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა. მუნიციპალიტეტის მერიასა და ნეოლინა შანავას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულებამ 17,929 ლარი შეადგინა. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულმა სამუშაოებმა ვერ გაამართლა.

2019 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში 6 ჭაბურღილის, წყალსადენის ქსელის, სამარაგო ავზის, სადაწნეო კოშკის მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად მერიამ შპს ,,ელკოს“ 57,777 ლარი გადაუხადა (NAT190021908). სამუშაოები 2019-2020 წლებში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა, ფახულანის მოსახლეობას სასმელი წყალი დღემდე არ მიეწოდება, პანდემიური პირობების ფონზე კი ამ პრობლემამ კიდევ უფრო მწვავედ იჩინა თავი.

წყაროები:

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=139199&lang=ge

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=197559&lang=ge

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=207087&lang=ge

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=326785&lang=ge

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-02/149479957_2885881388353959_7321780406519904548_o.jpgთებერვალი 2021სამეგრელო-ზემო სვანეთი 2021 Author ნინო ლომიძე

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ქოცებმა მოახდინეს სასწაული. 100 წ;ის განმავლობასი თითქმის უწყლოდ მყოფი ქუთაისი, 24 სთ-ანი წყალმომარგებით უზრუნველჰყვეს!!

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

Share on other sites

2 საათის წინ, Laki said:

ქოცებმა მოახდინეს სასწაული. 100 წ;ის განმავლობასი თითქმის უწყლოდ მყოფი ქუთაისი, 24 სთ-ანი წყალმომარგებით უზრუნველჰყვეს!!

წალენჯიხაში დარღვევები არ შევიმჩნიოთ მაგის გამო?

Share on other sites

  • ფორუმელი

@Genetic Miracle 

უბრალოდ, ჩვენი (ქუთათურების) სიხარული გაგიზიარეთ :D

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   25 all people including: 1 წევრი, 2 ანონიმური, 22 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(7)
    • YandexBot(3)
    • t-90
    • Googlebot(1)