Jump to content
×
×
  • Create New...

თბილისი: ენგურის ხიდზე გადაადილება აღდგა. ხიდი ერთი წელია დაკეტილია პანდემიის გამო


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

Screen-Shot-2021-02-11-at-3.55.57-PM.png

დღეიდან, 11 თებერვლიდან, ერთწლიანი ჩაკეტვის შემდეგ, გაიხსნა ენგურის ე.წ. გადასასვლელი ხიდი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიას – რომელსაც თბილისი ვერ აკონტროლებს – აკავშირებს დანარჩენ საქართველოსთან.

ამის შესახებ განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გააკეთა.

Screen-Shot-2021-02-11-at-3.55.57-PM-102ფოტო: ენგურის ხიდი. პატრიკ სალათი/JAMnews

“ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთწლიანი შემზღუდველი რეჟიმის შემდეგ, დღეიდან გაიხსნა ე.წ. გადასასვლელი ენგურის ხიდზე, რაც ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას საშუალებას მისცემს, გადმოვიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე”, – განაცხადა ახვლედიანმა.

ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელების გახსნის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს აფხაზური მხარე.

როგორც მინისტრის ბრიფინგიდან ირკვევა, გადასასვლელი ხიდით თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიის მოქალაქეები ისარგებლებენ. კერძოდ კი, უპირატესობა მიენიჭება მრავალშვილიან ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პენსიონერებს.

“ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება დაცული იყოს,” – განაცხადა ახვლედიანმა.

თეა ახვლედიანის განცხადებით, ხუთ დღემდე შემცირდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელთა სავალდებულო კარანტინის ვადა – 1 თებერვლამდე სავალდებულო კარანტინი 12-დღიანი იყო.

„ამიერიდან ოკუპირებული ტერიტორიებდან გადმომსვლელებისთვის შექმნილი იქნება შესაბამისი პირობები სადაც ისინი დაყოფენ ხუთ დღეს საკარანტინე სივრცეში და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხუთ დღეში ექნებათ საშუალება დატოვონ საკარატინე სივრცე“,- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

12 მარტს აფხაზეთმა ჩაკეტა ქართულ მხარეს არსებული ერთადერთი გადასასვლელი. ამის მიზეზად კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დასახელდა.

ხიდის ჩაკეტვამ პირველ რიგში გალის რაიონის ქართული მოსახლეობა დააზარალა. გალში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად ქართველები არიან, რომლებიც მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებენ ქართულ მხარესთან. მათ შორის, ბევრი ქართულ პენსიასაც იღებს და რეგულარულად გადმოდის ხიდის გავლით ქართულ მხარეს.

________________________

● ენგურის ხიდის გავლით კონფლიქტის მეორე მხარეს

● გამყოფი ზოლი. საუკუნის მეოთხედი აფხაზეთის ომის შემდეგ

● კორონავირუსის ტყვეები – მათ, ვინც ქართულ მხარეს გადავიდნენ, აფხაზი მესაზღვრეები უკან აღარ უშვებენ

__________________________

90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ, ენგურის ხიდი ქართულ და აფხაზურ მხარეებს ჰყოფს. ის ერთმანეთთან ზუგდიდის და გალის რაიონებს აკავშირებს. ხიდზე სამი საკონტროლო პუნქტია – ქართული, აფხაზური და რუსული. 

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share