Jump to content
×
×
  • Create New...

ჭაკუნობა


Recommended Posts

  • ფორუმელი

რატომ მიივიწყა ხალხმა ჭაკუნობა? 

http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=252&info_id=1107

ჭაკუნი, ჭაკუნობა — ქართული ეროვნული სპორტის სახეობა, გავრცელებული იყო ძველად გურიაში. ჭაკუნი იყო ბალახის ჰოკეის მსგავსი სპორტული თამაში.[1] თამაშში მონაწილეობდა ორი გუნდი. მთამაშეთა მიზანი იყო სპეციალური ჩოგნებით - ჭაკუნებით - ბურთის გატანა მეტოქის ლელოში.

ჭაკუნობის შესახებ პირველი წერილობითი ცნობები XIX საუკუნის დასაწყისით თარიღდება. გურიაში გამართულ ბაზრობაზე იმართებოდა ბურთაობა, ჯირითობა, ჭაკუნობა, ბაწარზე ხტომა და სხვა. გურიის ყოველ სოფელს თუ მის უბანს შერჩეული ჰქონდა გარკვეული სათამაშო მოედანი. სათამაშოდ ირჩევდნენ ბალახით დაფარულ ვაკე და მოწმენდილ ადგილს. მაგალითად, ლანჩხუთში ჭაკუნის სათამაშო მოედანი „ჟორდანიების მინდვრით“ იწყებოდა და ღელესთან თავდებოდა. დაახლოებით 400-500 მეტრზე გაჭიმული მოედნის თავსა და ბოლოში ლელო იყო მონიშნული. აცანაში ჭაკუნობას თამაშობდნენ მოვაკებულ ადგილას, რომელსაც ხალხი „ქინქლაისოულს“ უწოდებდა. მისი სიგრძე ნახევარ კილომეტრს აღწევდა და ორივე ლელო ამ მოედნის თავსა და ბოლოში ღელეებზე გადადიოდა.

ჭაკუნი ეწოდებოდა თამაშის ძირითად იარაღს - სპეციალურ ჩოგანს. ჭაკუნის სიგრძე დაახლოებით ერთი მეტრი იყო. ის მოთამაშის სიმაღლეზე იყო მორგებული. ჭაკუნას თხილის, შინდის, ბროწეულის, თუთის ტოტებისგან აკეთებდნენ. მას მსხვილი და მოღუნული ძირი ჰქონდა. თუ მოთამაშე საჭირო მოყვანილობის ტოტს ვერ მიაგნებდა, სწორ ტოტს მოჭრიდა, ბოლოს ცეცხლზე გაუწრთობდა და მოღუნავდა. ამ მდგომარეობაში თოკით დაამაგრებდა, რამდენიმე ხნის შემდეგ თოკს მოხსნიდა და ასე ხელოვნურად მიღებული ბოლომოღუნული ჭაკუნით თამაშს შეუდგებოდა.

თამაშში გამოყენებული ბურთი მუშტისოდენა იყო. სცოდნიათ ბურთის საქონლის ბეწვისგან, ხისგან, მატყლისგან დამზადება, რომელსაც გარედან ტყავი ჰქონდა გადაკრული. ბურთის მასალას ჯერ თბილ წყალში დაასველებდნენ, ხელით კარგად მოთელავდნენ, საჭირო ფორმას მისცემდნენ და მზეზე გაახმობდნენ. საბოლოოდ მიიღებდნენ საკმაოდ მაგარ და ამავე დროს დრეკად ბურთს, რომელიც თავისუფლად უძლებდა ჭაკუნის ძლიერ შემორტყმას. ხანდახან ხმარობდნენ ცაცხვის ან მუხის კუნძისგან, წიფლის სოკოსგან გამოთლილ, გამოხარშულ ბურთსაც. იშვიათ შემთხვევაში ბურთს ჩვრებისაგან ამზადებდნენ, მას გარედან ტყავი ჰქონდა გადაკრული. ბურთის ნაცვლად აქა-იქ სათანადო ზომის ქვასაც ხმარობდნენ.

თამაში იწყებოდა ბურთის აგდებით მოედნის შუა ადგილას. თამაში შეზღუდული არ იყო არც დროით და არც გატანილი ბურთების რაოდენობით - თამაშობდნენ დაღლამდე, დაღამებამდე ან წინასწარ დათქმული რაოდენობის ლელოს გატანამდე. თამაში ითხოვდა მეტისმეტ სიფრთხილეს, სიმარდეს, თვალმჭრელობას. შესაძლო იყო მაგარი ბურთი მოთამაშეს მუხლს ქვემოთ კოჭებში მოხვედროდა და ფეხი დაეზიანებინა. გამარჯვებად ითვლება არა მარტო ლელოს გატანა, არამედ ისიც, თუ რომელ მხრიდან რამდენი „კოჭამოგდებული“ იქნებოდა. გურიაში ქალები ჭაკუნობით ქალებიც ერთობოდნენ. გავრცელებული ყოფილა აგრეთვე ე. წ. შერეული ჭაკუნობა: ერთი გუნდი ჭაკუნით თამაშობდა, მეორე კი ფეხით. როგორც კი რომელიმე მხარე ლელოს გაიტანდა, როლები იცვლებოდა

თამაში გავრცელებული იყო სამეგრელოსა და სვანეთშიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წულაძე ა., „ეთნოგრაფიული გურია“ — თბილისი, 2009
  • „მასალები გურიის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის“ — თბილისი, ,მეცნიერება”, 1980.
  • რობაქიძე ალ. „ქართული ხალხური სპორტის შესახებ“ — თბილისი, 1955.
  • ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან“ — თბილისი, „მეცნიერება“ 1985;
Share on other sites

  • ფორუმელი

სხვა კარგი თამაშობანიც გვქონდა, მაგრამ მივივიწყეთ.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

@დათვების მეგობარი ჰოდა რატომ შენი აზრით?

ჭაკუნობაზე ბავშვს ჰქონდა დავალება დასაწერი და ვერ მივხვდი რატომ  თითიდან გამოწოვილი მიზეზები დავაწერინე :up::down:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, მარიამ said:

@დათვების მეგობარი ჰოდა რატომ შენი აზრით?

ფეხბურთმა და კალათბურთმა ჩაანაცვლა ყველაფერი. ისევე როგორც ქართული კულტურის ბევრი კომპონენტი ან სულ გაქრა, ან სხვა რამით (ხშირად უარესით ან არა უკეთესით) ჩანაცვლდა. მიზეზი ბევრია. ზოგი ვიცი, ზოგი - არა ალბათ. თუ არ დამეზარა, ცოტა რამეს კიდევ დავწერ მერე ამის შესახებ.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share