Jump to content
×
×
  • Create New...

აქცია ენგურის ხიდთან: აქტივისტები აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებას ითხოვენ


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

publika.ge-2-1.jpg

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიის წევრებმა სოფელ რუხში, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ენგურის ხიდზე საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გამართეს, რომელიც სექტემბრის შემდეგ აფხაზური მხარის მიერ არის დაკავებული.

2020 წლის 30 სექტემბერს, ბებუამ გალის რაიონში, აფხაზეთის დროშა საჯაროდ დაწვა და ამგვარად გააპროტესტა აფხაზების ეროვნული დღესასწაული – 30 სექტემბერს აფხაზები საქართველოსგან დე-ფაქტო დამოუკიდებლობას აღნიშნავენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმმა დროშის დაწვისთვის 2020 წლის 7 დეკემბერს ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ენგურთან შეკრებილმა აქტივისტებმა ხელისუფლებას ბებუას გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

“ჩვენ, საზოგადოებას, მოქალაქეებს გვავიწყდება ეს ადამიანები, რომლებიც არიან საოკუპაციო რეჟიმების მსხვერპლი და ასეთი სამწუხაროდ, იმატებს და იმატებს ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, გახშირდა პრაქტიკა, როდესაც აფხაზეთის და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებები უკანონოდ აპატიმრებენ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს ხელისუფლება კი, აბსოლუტურად უმოქმედოა.

პოლიტიკოსი მიუთითებს, რომ ხელისუფლებას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგანს, რათა მაქსიმალურად ჩაერთო საქმეში ყველა არსებული საერთაშორისო მექანიზმები, რომ ადამიანები ციხიდან გაეთავისუფლებინა.

ეს რაც ხდება, არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა, ეს არის ჰუმანიტარული კრიზისი. უბრალოდ, თუ არ გააგებინებ ამის შესახებ შენ შესაბამის ინსტიტუტებს, ქვეყნებს, ეს დარჩება აბსოლუტურად დავიწყებულ საკითხად და ამ ადამიანებს ვერ ვუშველით, ამიტომ სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს და ამ მოთხოვნით ჩვენ მუდმივად უნდა ვილაპარაკოთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, რომლებიც არიან ამ რეჟიმების მსხვერპლი”, – განაცხადა ხოშტარიამ.

publika.ge-2.jpgფოტო: პუბლიკა148348589_1809925192508641_5603821246984ფოტო: შუშანა მაცაბერიძე

________________________

ბებუას დაკავების შემდეგ, სექტემბერში, აფხაზურმა მხარემ გაავრცელა ვიდეო, სადაც დაკავებული ხსნის, თუ რატომ გამოხატა პროტესტი ამ ფორმით.

_________________________________

● 12 წელი სოკოს კრეფისთვის. როგორ აღმოჩნდა ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში
● ჟენევის მოლაპარაკებები: რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველომ
● სოხუმში საქართველოს მოქალაქეს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share