Jump to content
×
×
  • Create New...

საქართველო აზერბაიჯანზე და სომხეთზე ნაკლებ ბოსტნეულს აწარმოებს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

148091072_10222026519586294_305446255051

აღმოჩნდა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე ნაკლები რაოდენობის ბოსტნეული საქართველოში მოჰყავთ:

2019 წლის მონაცემებით, საქართველო აზერბაიჯანზე 10,6-ჯერ, სომხეთზე კი 3,3-ჯერ ნაკლებ ბოსტნეულს აწარმოებს.

კონკრეტულად კი, 2019 წელს საქართველოში -161.1 ათასი ტონა ბოსტნეული მოიყვანეს, სომხეთში – 547.1 ტონა, ხოლო აზერბაიჯანში – 1716.2 ათასი.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,ბიზნესპრესნიუსი“ ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაცია FAO-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

___________________________

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა “ქართულმა ოცნებამ” სოფლის მეურნეობა თავის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დასკვნით, რომელმაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში 2012-2019 წლებში არსებული ძირითადი ტენდენციები შეისწავლა, 2013-2019 წლებში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.5 მლრდ ლარი დაიხარჯა.

თუმცა, ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობის საშუალო ზრდის ტემპი 1.5% იყო, რაც ეკონომიკის საშუალო ზრდის მაჩვენებელზე სამჯერ ნაკლებია.

ამავე დროს, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი მთლიანი დასაქმების 39 პროცენტია. ამ სექტორში 659 ათასი ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესი ნაწილი თვითდასაქმებულად ითვლება – საკუთარ მეურნეობაში (მცირე მიწაზე) მუშაობს.

ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა ჯერჯერობით ვერ გახდა უცხოური ინვესტორებისთვის მიმზიდველი. ინვესტიციების შემოსვლას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გაყიდვის აკრძალვაც უშლის ხელს.

___________________________________________

● სომხეთი ეკონომიკური სტაგნაციის ზღვარზე: რას ველოდოთ ქვეყანაში 2021 წელს
● 2020 წელს ქართული თხილის ექსპორტი 49 პროცენტით გაიზარდა. მთავრობა ამბობს, რომ აზიური ფაროსანა დაამარცხა
● ისტორიული ვარდნა: 1994 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად 2020 წელს შემცირდა

148091072_10222026519586294_305446255051დავით ფიფიას ფოტო/JAMnews

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share