Jump to content
×
×
  • Create New...

ფერადი ფილებით ნაამბობი ძველი ამბები


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

1741 წელს ლისაბონში, ალკანტარას უბანთან, ერთ არაფრით გამორჩეულ ქუჩაზე სანტა-ანას ქარხანა გაიხსნა, რომელშიც დღესაც თითქმის უცვლელი მეთოდით მზადდება აზულეჟუები – პორტუგალიური კაფელის ფილები. ოსტატები საღებავის ყუთებით სავსე გრძელ მაგიდას უსხედან და კრიალა კვადრატებზე ანგელოზები, ყვავილები, დახვეწილი ხვეულები და მკაფიო ხაზები გამოჰყავთ.

სანტა-ანას მოზუზუნე ქარხანა პორტუგალიის დედაქალაქში ჩასული ტურისტებისთვის ღირსშესანიშნაობად იქცა, თუმცა ლისაბონში აზულეჟუების სანახავად შორს წასვლა რა საჭიროა? ქუჩაში თვალდახუჭულმა უნდა იარო, რომ ისინი ვერ შეამჩნიო.

 აზულეჟუები პორტუგალიის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ საუკუნეების წინ შორეული მიწებიდან ჩამოტანილი ტროპიკული ხეების მსგავსად, ისინი სხვა გეოგრაფიულ განედებს გვახსენებს და პორტუგალიელთა იდენტობას ასე ასახავს.

13 სანტიმეტრის სიგრძე-სიგანის ფილების განმეორებადი მოტივები თუ უნიკალური მოხატულობა თითოეულ შენობას და მონუმენტს განსაკუთრებულ ელფერს მატებს, მაგრამ გადამწყვეტი პორტუგალიური სიჭრელეა, ათასობით დიზაინის ნაზავი, რომელიც აზულეჟუს მულტიკულტურულ სიმდიდრეს მთელი ბრწყინვალებით წარმოაჩენს.

COVID-19-ის გამო აზულეჟუს საამქროები ტურისტებისგან დაცარიელდა, მაგრამ ადგილობრივ და საზღვარგარეთულ დაკვეთებზე მუშაობა – კლასიკური ფილების რეპროდუქცია და თანამედროვე მოხატულობის შექმნა – გრძელდება. ხუთასწლოვანმა ტრადიციამ მოდის ცვლილებას, ქურდობას და მოდერნიზაციას გაუძლო და დღემდე პოპულარულია.

ლისაბონის აზულეჟუს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი, მარია ანტონია პინტუ დე მატუში “azulejo“-ს თარგმნისას მუდამ შეკრთება ხოლმე: “თარგმანში მთელი ისტორიულ-კულტურული ქვეტექსტი იკარგება“.

“კაფელი“ ვერ გამოხატავს აზულეჟუს მთელ მხატვრულ ღირებულებას, დეტალების მნიშვნელობას, განუწყვეტელ ესთეტიკურ და ტექნიკურ ძიებას; ვერ გადმოსცემს, რომ აზულეჟუსთვის სინათლე და ანარეკლი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფერი თუ მოხატულობა. უამრავი ფაქტორი, რომელმაც აზულეჟუს ჩამოყალიბებაზე იქონია გავლენა, ერთ ფილაზე ვერ დაეტევა – პორტუგალიის მრავალფეროვან ისტორიას მხოლოდ მათი ერთობლიობა წარმოაჩენს. 

მუზეუმი ქალთა მონასტრის შენობაში მდებარეობს. შენობა XVI საუკუნეში აშენდა, როდესაც ფერნანდო მაგელანი და სხვა მეზღვაურები ევროპის ძალაუფლებას ამერიკის კონტინენტებზე და წყნარი ოკეანის აუზში ავრცელებდნენ.

  • STOCK_MZ3681_RStumpf_Portugal_4579_IMG_4
    გალერეის გახსნა
  • STOCK_MZ3681_FLastrucci_Portugal_301-102
    გალერეის გახსნა
  • STOCK_MZ3681_RStumpf_Portugal_5426_IMG_5
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

XIII საუკუნეში მავრების შემოტანილი აზულეჟუები ფართოდ XVI საუკუნეში გავრცელდა. თითოეულში ავტორის ხელწერა, დამზადების ადგილი და დრო ამოიკითხება. ფოტო: რებეკა სტამფი

XIII საუკუნეში მავრების შემოტანილი აზულეჟუები ფართოდ XVI საუკუნეში გავრცელდა. თითოეულში ავტორის ხელწერა, დამზადების ადგილი და დრო ამოიკითხება. ფოტო: ფრანჩესკო ლასტრუჩი

XIII საუკუნეში მავრების შემოტანილი აზულეჟუები ფართოდ XVI საუკუნეში გავრცელდა. თითოეულში ავტორის ხელწერა, დამზადების ადგილი და დრო ამოიკითხება. ფოტო: რებეკა სტამფი

გააზიარეთ ფოტო
  • STOCK_MZ3681_RStumpf_Portugal_4579_IMG_4
  • STOCK_MZ3681_FLastrucci_Portugal_301-102
  • STOCK_MZ3681_RStumpf_Portugal_5426_IMG_5
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

XIII საუკუნეში მავრების შემოტანილი აზულეჟუები ფართოდ XVI საუკუნეში გავრცელდა. თითოეულში ავტორის ხელწერა, დამზადების ადგილი და დრო ამოიკითხება. ფოტო: რებეკა სტამფი

XIII საუკუნეში მავრების შემოტანილი აზულეჟუები ფართოდ XVI საუკუნეში გავრცელდა. თითოეულში ავტორის ხელწერა, დამზადების ადგილი და დრო ამოიკითხება. ფოტო: ფრანჩესკო ლასტრუჩი

XIII საუკუნეში მავრების შემოტანილი აზულეჟუები ფართოდ XVI საუკუნეში გავრცელდა. თითოეულში ავტორის ხელწერა, დამზადების ადგილი და დრო ამოიკითხება. ფოტო: რებეკა სტამფი

მუზეუმის კოლექცია ხუთ საუკუნეს მოიცავს: ისლამური გეომეტრიული ფორმებიდან, რომლებიდანაც აზულეჟუს ისტორია იწყება – თანამედროვე მოხატულობამდე, რომლითაც ლისაბონის მეტროსადგურებია გაფორმებული. მეორე სართულზე განსაკუთრებით შთამბეჭდავი ექსპონატი ინახება – 22-მეტრიანი პანო, რომელზეც ლისაბონი 1755 წლის დამანგრეველ მიწისძვრამდეა გამოსახული.

ირონიულია, მაგრამ ლისაბონის ტრაგიკულმა მიწისძვრამ აზულეჟუს ისტორიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. როდესაც ქალაქის ხელახლა აშენება გახდა საჭირო, აზულეჟუმ, მანამდე ინტერიერის მორთულობამ, გარეთ გადაინაცვლა – ფასადებზე გამოსახულ წმინდანებს და ანგელოზებს შენობები მორიგი უბედურებისგან უნდა დაეცვათ. აზულეჟუ ცოცხალ შემკულობასთან ერთად ამინდის ცვლილებისადმი გამძლე და იაფია, რის გამოც XIX საუკუნეში საუკეთესო მოსაპირკეთებელ მასალად იქცა.

პორტუში და ქვეყნის ჩრდილოეთში რელიეფურ ფილებს ამზადებენ, მაგრამ ნაირგვარი სტილის მიუხედავად, მთავარი უცვლელია: აზულეჟუ მუდამ ინარჩუნებს ამბის თხრობის ფუნქციას.

აზულეჟუ სხვა ქვეყნებშიც გვხვდება. “ისინი პორტუგალიელთა ძველი სავაჭრო გზების ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ იხილოთ“, – ამბობს ფრანსიშკუ ტომაში, სანტა ანას ქარხნის მარკეტინგის მენეჯერი. “ახალ პროექტებთან ერთად, შორეულ ქვეყნებში დაზიანებულ ნამუშევრებს აღვადგენთ, ზოგი ასზე მეტი წლისაა“.

მაგრამ პოპულარულობა ხანდახან საზიანოა. ბევრმა ფილების მოპარვა და ძველმანების ბაზრობაზე  გაყიდვა დაიწყო. “ახალ კანონებსა და კამპანიებზე ვიმუშავეთ, – ამბობს აზულეჟუს მემკვიდრეობის დამცველი ორგანიზაციის, SOS Azulejo Project-ის კოორდინატორი ლეონორ სა, – ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები ახლა მეტ ყურადღებას იჩენენ“. ცხადია, აზულეჟუ პორტუგალიის ღია ბარათია, მაგრამ თავისი მულტიკულტურული ფესვების გამო, ის, პირველ რიგში, მოგზაურობას განასახიერებს: სალვადორსა (ბრაზილია) თუ გოამდე (ინდოეთი) – ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით.

ლისაბონში მცხოვრები მწერალი და არტრედაქტორი ელენა ამანტე კულტურაზე, მოგზაურობასა და შემოქმედებაზე წერს.

The post ფერადი ფილებით ნაამბობი ძველი ამბები appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

პირველი ფოტოს ფერები მომეწონა, გამოვიყენებ რამეში :gogo-07:

ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი?  (c)ქეთუ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share