Jump to content
×
×
  • Create New...

გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

გაუმჯობესებული პირობები

კოსმოსში ფეკალიების მოშორება მარტივი საქმე არაა. გრავიტაციის არარსებობამ შესაძლოა ექსკრეტორული ანომალიები გამოიწვიოს. ახლა პირველად 1993 წლის შემდეგ NASA-მ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ახალი ტუალეტი გააგზავნა შეცვლილი დიზაინით. როგორც მისი წინამორბედი, ეს დახვეწილი მოწყობილობა სწრაფად ისრუტავს ფეკალიებს. ასტრონავტები ძაბრისებრი დაბოლოების მქონე მილში შარდავენ, თუმცა ქალი ასტრონავტების მომრავლებასთან ერთად ახალი ტუალეტის დასაჯდომი მათ ანატომიურ თავისებურებებს მეტად მოარგეს. ის საშუალებას აძლევს ქალებს, მარტივად შეასრულონ ეგრეთწოდებული “ორმაგი ოპერაციები“. დასაჯდომზე მიმაგრებული სახელურები ასტრონავტებს სასურველ პოზიციაში გამაგრებას უადვილებს. “მნიშვნელოვანია, რომ დასაჯდომის ფორმამ სწორი მიმართულება მოგცეთ“. ახალი დიზაინის კიდევ ერთი ბონუსი: თავსახურის ახდისას შეწოვა ავტომატურად იწყება, რაც მოტივტივე უსიამოვნებების შანსს ამცირებს. – ნადია დრეიკი

ეს ნამდვილი თვალები არაა, მაგრამ…

STOCK_4-Photo-credit-Ben-Yexley-1024x576ფოტო: ბენ იექსლი

დიდმა კატებმა შეიძლება ნადირობა გადაიფიქრონ, თუ მსხვერპლმა ისინი შენიშნა. ამიტომ ზოგიერთი ბოტსვანელი ფერმერი თავის პირუტყვს უკან თვალებს ახატავს. 4-წლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ სხვა პირუტყვთან შედარებით, მოხატული ცხოველები ლეოპარდებისა და ლომების მსხვერპლნი უფრო იშვიათად ხდებიან. − ენი როთი 

კუდქნარას კიდევ ერთი ნიჭი

NationalGeographic_2353031-1024x576.jpgფოტო: ჯოელ სარტორე, PHOTO ARK

ახალჰოლანდიურ კუდქნარას, ხმების საოცრად იმიტირების გარდა, თავისი ფოცხისებრი ფეხებით მორიელების განადგურებაც შეუძლია. ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ეს საოცარი ფრინველები იმაზე მეტ ნიადაგს აფხვიერებენ, ვიდრე ხმელეთის ნებისმიერი სხვა ცხოველი, ჭიაყელის და გოფერის ჩათვლით. ახალი კვლევის თანახმად, აღმოსავლეთ ავსტრალიის ტყეში, მწერების ძიებაში თითოეული ფრინველი წლის განმავლობაში ზედაპირიდან 350 ტონა მიწას და ფოთლების ნარჩენებს თხრის. ასე ნიადაგი ნიავდება და ხანძრის საშიშროება იკლებს. – ენი როთი 

The post გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share