Jump to content
×
×
  • Create New...

თბილისში ზონალური პარკირების სისტემა დაბრუნდა. რა უნდა ვიცოდეთ, რომ არ დავჯარიმდეთ


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

28616685_1934304469945291_65129230438114

იმის გამო, რომ ორთვიანი ლოქდაუნის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადიოდა და მოქალაქეებს ძირითადად კერძო მანქანებით გადაადგილება უწევდათ, მერიამ ზონალურ-საათობრივი პარკინგი დროებით გააუქმა და საპარკინგე ადგილებზე დგომა უფასო გახადა.

10 თებერვლიდან ფასიანი სისტემა დაბრუნდა.

მოკლედ შეგახსენებთ როგორ მუშაობს ეს სისტემა და როგორ მოვიქცეთ, რომ არ დავჯარიმდეთ:

რა არის ზონალური პარკირება

ზონალური პარკირების მოდელი თბილისის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია და მიზნად საცობებისგან ქუჩების განმუხტვას ისახავს. პარკინგის გაძვირება მძღოლებს უბიძგებს იმისკენ, რომ მანქანა ხშირად დატოვონ სახლში და ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდნენ.

ზონალური-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი თბილისის მერიამ პირველად 2019 წლის 1 აგვისტოს დაიწყო.

საპილოტედ მხოლოდ ერთი ქუჩა – კოტე აფხაზის, ყოფილი ლესელიძის ქუჩა შეირჩა. ასევე, მიმდებარე პატარა ქუჩები.

შემდეგ, 2020 წელს, ამ პროექტის დანერგვა ეტაპობრივად მოხდა თბილისის ორ ცენტრალურ რაიონში – საბურთალოსა და ვაკეში. დღეს ზონალური პარკირება ძირითადად მხოლოდ ამ ორ რაიონშია.

    • ● საბურთალო:

      ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებზე (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე), ასევე, ყაზბეგის გამზირზე – კარტოზიას ქუჩიდან პეკინის გამზირამდე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე (პეკინის გამზირიდან ასათიანის ქუჩის კვეთამდე).
      რაც შეეხება პარკირების ადგილებს, საბურთალოს რაიონში სულ განსაზღვრულია ზონალურ-საათობრივი პარკირების 1 039 ადგილი: ყაზბეგის გამზირი – 371 ადგილი; პეკინის გამზირი – 209 ადგილი; ვაჟა-ფშაველას გამზირი – 305 ადგილი; ბახტრიონის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩამდე – 52 ადგილი; სულხან ცინცაძის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩამდე – 31 ადგილი; ადამ მიცკევიჩის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩამდე – 71 ადგილი.

      ● მთაწმინდა-კრწანისი:

      ბარათაშვილის, კოტე აფხაზისა და აბანოს ქუჩების ნაწილი, ასევე, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია.

    • ● ვაკე:

      ზონალური პარკირებისთვის აღნიშნულ რაიონში 1 629 ადგილია განსაზღვრული.
      ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაკის რაიონში შემდეგნაირად გადანაწილდა: ილია ჭავჭავაძის გამზირი – 41 ადგილი; ატენის ქუჩა – 12 ადგილი; ნინო რამიშვილის ქუჩა – 8 ადგილი; ნუგზარ საჯაიას ქუჩა – 56 ადგილი; ლევან მიქელაძის ქუჩა – 62 ადგილი; თენგიზ აბულაძის ქუჩა – 27 ადგილი; ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩა – 53 ადგილი; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა – 29 ადგილი; ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი – 31 ადგილი; არჩილ მიშველაძის ქუჩა – 81 ადგილი; ირაკლი აბაშიძის ქუჩა – 316 ადგილი;

    მცხეთის ქუჩა – 79 ადგილი; შროშის ქუჩა – 22 ადგილი; იოველ ქუთათელაძის ქუჩა – 8 ადგილი; ვასილ ბარნოვის ქუჩა – 50 ადგილი; ტარას შევჩენკოს სკვერის მიმდებარედ – 39 ადგილი; კორნელი კეკელიძის ქუჩა – 101 ადგილი; ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა – 299 ადგილი; ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა – 15 ადგილი; ნაფარეულის ქუჩა – 21 ადგილი;  რაფიელ ერისთავის ქუჩა – 11 ადგილი; ბაზალეთის ქუჩა – 10 ადგილი; დიდიმ მირცხულავას ქუჩა – 26 ადგილი; დიმიტრი არაყიშვილის ქუჩა – 42 ადგილი; ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩა – 21 ადგილი; ლადო კავსაძის ქუჩა – 17 ადგილი; ნიკოლოზ ბერძენიშვილის ქუჩა – 28 ადგილი; ილო მოსაშვილის ქუჩა – 111 ადგილი.

ზონალური-საპარკინგე ადგილი გამოირჩევა იმით, რომ ასფალტზე განსხვავებულად არის დახაზული – აწერია ლათინური ასოები და ნომრები – მაგალითად, A007.

ლათინური ასო ნიშნავს ზონის კატეგორიას (A, B, C) და რიცხვი – ლოტის ანუ ადგილის ნომერს. შესაბამისად, როდესაც თქვენ მანქანიდან გადმოხვალთ და დაინახავთ, რომ ადგილს, სადაც მანქანა გააჩერეთ აწერია მსგავსი ნომერი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ზონალური პარკირების არეალში იმყოფებით და პარკირების საფასური უნდა გადაიხადოთ.

67628541-2873569522659629-80621457834843

როგორ ვსარგებლობთ? როგორ ვიხდით?

ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის სმარტფონების მფლობელებმა Play Store-ში ან Apple Store-ში აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთოთ. გაივლით რეგისტრაცია/ავტორიზაციას. იქვე არის ღილაკი “ბალანსის შევსება” – ადვილად მიაბამთ ბარათს და შეავსებთ ბალანსს.

შემდეგ, როდესაც აღმოჩნდებით ზონალურ პარკინგზე, გახსნით აპლიკაციას, ნახავთ რუკას და მონიშნავთ ზონას და ლოტს, სადაც გიყენიათ მანქანა.

რა წამს ამ მონაცემებს შეიყვანთ, დაიწყება პარკინგის დროის ათვლა.

აქ არის დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა ისარგებლოთ აპლიკაციით.

თუ სმარტფონი არ მაქვს ან ტელეფონი დამიჯდა?

ასეთ შემთხვევაში ზონალური პარკირებით სარგებლობა უფრო გაგირთულდებათ, თუმცა მაინც შეგიძლიათ გადაიხადოთ სწრაფი გადახდის აპარატით, რომლებიც პარკირებიდან ყოველ 50 მეტრშია

ოღონდ აპარატით გადახდისას, გაითვალისწინეთ, რომ წუთობრივად არ დაგიმრგვალდებათ – დაგიმრგვალდებათ 30 წუთი, რაც ნიშნავს, რომ მეტის გადახდა მოგიწევთ. ასევე, კარგად უნდა გათვალოთ, რამდენ ხანს აჩერებთ – მაგალითად, თუ ნახევარი საათის თანხა გადაიხადეთ და 40 წუთი გაჩერდით, დაჯარიმდებით.

პარკირების ადგილებთან დგას ასევე სპეციალური ჯიხურები, სადაც ნებისმიერ კითხვას უპასუხებენ პარკირებასთან დაკავშირებით, დაგეხმარებიან დარეგისტრირებაში და ა.შ.

რა ღირს ზონალური პარკინგი?

პარკირების საფასური ერთი საათის განმავლობაში ერთი ლარია. დღეში ოთხჯერ პირველი 15 წუთი კი უფასოა. მეხუთედ თუ დაპარკინგდებით, პირველი 15 წუთი აღარ არის უფასო.

და თუ ზონალურ პარკირებასთან ვცხოვრობ მაინც საათში ერთი ლარი უნდა ვიხადო?

არა. ასეთ შემთხვევაში უფასო პარკირება გეკუთვნით.

ზონალური პარკირება უფასოა:

● ზონალურ-საათობრივი პარკირების სივრციდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრები მოქალაქეებისთვის;

● ან იმ პირებისთვის, ვისაც 100 მეტრის რადიუსში უძრავი ქონება აქვთ;

● იმ ავტომობილის მძღოლისვის, რომლის მფლობელის სახლიც პარკირების მიმდებარე ადგილზეა;

● ელექტრომობილების მფლობელებისთვის;

● შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის;

● A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის ანუ თეთრ ტაქსებისთვის. (ოღონდ უფასოა მხოლოდ ზონალური პარკინგის იმ ადგილას, სადაც აწერია ტაქსის ნიშანი და არა ლოტის ნომერი)

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ან უძრავი ქონების მფლობელებმა უფასო პარკირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე – www.tp.ge, სადაც ID ბარათით რეგისტრაციის შემდეგ, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და საკადასტრო კოდი აღინიშნება.

და თუ ზონალური პარკირების ადგილთან ვმუშაობ? გამოდის მთელი ხელფასი პარკინგში უნდა გადავიხადო?

ეგრე გამოდის. იმიტომ, რომ თუ თქვენ აღნიშნულ ადგილზე არ ცხოვრობთ და საპარკინგე ადგილს მხოლოდ სამსახურისთვის იყენებთ, პარკირების გადასახადს შეღავათი არ შეეხება და მას ჩვეულებრივ გადაიხდით.

რვა საათიან სამუშაო დღეში 8 ლარი გამოდის, თვეში 200 ლარამდე.

სავარაუდოდ, ამგვარად თბილისის მერია ცდილობს მოქალაქეები აიძულოს, რომ ნაკლებად გამოიყენონ კერძო ავტომობილები და სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით იარონ.

თუ მანქანა ზონალურ პარკინგზე დავაყენე და აპლიკაციაში მითითება დამავიწყდა?

ამ შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარს შეადგენს, მას ვიდეოთვალი აფიქსირებს და ტელეფონზე მესიჯად მიიღებთ.

და 25 ლარიან ექვსთვიან პარკირებას რისთვისღა ვიხდი? არ გააუქმებენ?

თბილისელი მძღოლები დედაქალაქში პარკინგით სარგებლობისთვის ყოველ წელს წინასწარ იხდიან 50 ლარს (ან 25 ლარს ექვს თვეში ერთხელ).

ეს გადასახადი არ გაუქმებულა და დღესაც მოქმედებს, თუმცა ზონალური პარკინგის ადგილზე ავტომობილის გაჩერებისთვის საათში ერთი ლარი დამატებით მაინც უნდა გადაიხადოთ. გარდა ზონალურისა, თბილისში 25 ათასი საპარკინგე ადგილია, სადაც გაჩერება უფასოა.

როგორც ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი ამბობს, აღნიშნული გადასახადის გაუქმება არ მოხდება, რადგან ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემა მთელი ქალაქის მასშტაბით ყველა ქუჩაზე არ ამოქმედდება.

როგორ აფასებენ ზონალურ პარკირებას. სპეციალისტები:

ამის მიზანი არის ის, რომ ქალაქის ცენტრისკენ ადამიანი მაქსიმალურად მანქანით აღარ წავიდეს. გვინდა თუ არ გვინდა, ასეთი რეფორმები უნდა გატარდეს. იმიტომ, რომ თუ აკეთებ რეფორმებს ტრანსპორტის სფეროში, არ შეიძლება ერთი სფეროს რეფორმა გააკეთო – ავტობუსი გქონდეს გამართული, მაგრამ პარკინგი გქონდეს ქაოსში. თუ რეფორმაა, იქნება ეს ტაქსი, პარკინგი თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, სისტემის ყველა ელემენტი უნდა განავითარო“, – ამბობს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, გელა კვაშილავა.

______________________________________

● საქართველოში იხსნება სკოლები, ამუშავდება ტრანსპორტი. 8 თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება
● როგორ ჩაიარა “დაუმორჩილებლობის აქციამ” თბილისსა და ბათუმში
● ბიზნესასოციაციები მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობენ

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

On 2/10/2021 at 3:05 PM, Moor said:

ამის მიზანი არის ის, რომ ქალაქის ცენტრისკენ ადამიანი მაქსიმალურად მანქანით აღარ წავიდეს. გვინდა თუ არ გვინდა, ასეთი რეფორმები უნდა გატარდეს. იმიტომ, რომ თუ აკეთებ რეფორმებს ტრანსპორტის სფეროში, არ შეიძლება ერთი სფეროს რეფორმა გააკეთო – ავტობუსი გქონდეს გამართული, მაგრამ პარკინგი გქონდეს ქაოსში. თუ რეფორმაა, იქნება ეს ტაქსი, პარკინგი თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, სისტემის ყველა ელემენტი უნდა განავითარო“, – ამბობს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, გელა კვაშილავა.

 

დავაი რა, გელა

Share on other sites

  • ფორუმელი

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share