Jump to content
×
×
  • Create New...

ბორის პასტერნაკი


Recommended Posts

  • ფორუმელი

დღეს იუბილარია და გაზიარებთ მის შემოქმედებას :PoisonnIvy:

 

Борис Пастернак “Снег идет”

Снег идет, снег идет.
К белым звездочкам в буране
Тянутся цветы герани
За оконный переплет.

Снег идет, и все в смятеньи,
Bсе пускается в полет,
Черной лестницы ступени,
Перекрестка поворот.

Снег идет, снег идет,
Словно падают не хлопья,
А в заплатанном салопе
Сходит наземь небосвод.

Словно с видом чудака,
С верхней лестничной площадки,
Крадучись, играя в прятки,
Сходит небо с чердака.

Потому что жизнь не ждет.
Не оглянешься и святки.
Только промежуток краткий,
Смотришь, там и новый год.

Снег идет, густой-густой.
В ногу с ним, стопами теми,
В том же темпе, с ленью той
Или с той же быстротой,

Может быть, проходит время?
Может быть, за годом год
Следуют, как снег идет,
Или как слова в поэме?

Снег идет, снег идет,
Снег идет, и все в смятеньи:
Убеленный пешеход,
Удивленные растенья,
Перекрестка поворот.

1957

 

-

 

“ბარდნიდა, ბარდნიდა მთელს დედამიწაზე”

თარგმანი ესმა ონიანის
ესმა ონიანი – Esma Oniani (1938-1999)

ბარდნიდა, ბარდნიდა მთელს დედამიწაზე
უსაზღვროდ ერთობ.
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.
ქარბუქი ქარგავდა მინაზე
გვიმრიან ბექობს,
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.
სანთელს აფეთებდა ქარი და
ცდუნების ალმურს
ფრთები აეფოფრა, გაშლიდა
ტანს ვნება-დაძრულს.
და დაეცემოდა კაკუნით
ძირს ქოში წყვილი,
კაბაზე ცრემლად დანამული
ცვიოდა ცვილი.
და თეთრად ერთვოდა მიდამო თოვლს,
სრულად ენთო,
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.
გასხივოსნებულ ჭერზე დამრეცი
წვებოდნენ ჩრდილები
ხელების ხლართების, სხეულთა ხლართების,
ბედით შეყრილების.
ბარდნიდა მთელი თებერვლის თვე
ხშირ-ხშირად ერთობ,
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.

 

-

ბორის პასტერნაკი “შობის ვასკვლავი”

 

ზამთარი იდგა.
მინდვრებიდან ქარი უტევდა.
ავი სიცივე ახალშობილს ღამეს უთევდა
თოვლიან მთითგან.

ჩვილს კი ათბობდა ხარის ცხელი ამონასუნთქი.
ეძინა საყოლს,
მშვინვარეს ახორს
და ბაგათ მაღლა დაცურავდა ნისლი სათუთი.

ტყაპუჭის ბეწვით მოიფერთხა ნამჯა ნაყარი,
მარცვალი ქრთილთა
და ჭვრეტდა კლდითა
ბნელ სივრცეებს მწყემსი მთვლემარი.

უფრო შორს ჩანდა სასაფლაო და თეთრი ველი.
ყორნებს, ყორეებს,
ნამქრის მორევებს
გადმოჰყურებდა მოჭედილი ცის საქანელი.

ზეცის კიდეზე დღევანდლამდე სულ უხილავი,
კრძალული ნათლით,
ქოხის სარკმლით,
ბჟუტავდა ბეთლემს მიმავალი მცირე ვარსკვლავი.

ის ციმციმებდა ვით კოცონი, მოძულებული
ცისგან და ღვთისგან,
ალი ხანძრისგან,
როცა შორს სადღაც იწვის კალო, ანდა სოფელი.

ის იყო ცეცხლი, მოდებული დაზვინებას
თივის და პურის,
სამყაროს გული
განაბული გაჰყურებდა მის მოვლინებას.

ვარსკვლავის მიღმა იშლებოდა შუქი ნატებად _
რაღაც ნიშანი.
სამი მისანი
ნაბიჯით ჩქარით ესწრაფოდა უცხო ნათებას.
მათ კვალზე ძღვენი მიჰქონდათ აქლემთ
და აკაზმული მომცრო ვირები
მოკლე ბიჯებით ჩარბოდნენ თავქვე.

შორს აირია უცნაური ხილვად ლანდები,
აწმოსახდენი ყველაფერი სივრცეში მიქრის,
არსი დროთა და სამყაროთა, ოცნება, ფიქრი,
ხვალ ასაგები გალერეა _ მუზეუმები,
ფერიის ცეკვა, გრძნება ჯადოქრის,
ყველა ნაძვისხე, რაც კი დგმულა, სიზმრები სიყრმის.

ყველა სყურე, გაჟრჟოლება შემთბარი სანთლის
და უსახური ბრწყინვალება ამაოების,
გარეთ კი ქარი ფრთას გამართავს და ღრუბელს აშლის…
ყველა ელვარე ოქროს ბურთი, ლამაზი ვაშლი.

ტბის პირს, ერთ მხარეს, ტანმაღალი თხმელები იდგა,
ხოლო მეორეს აქედანაც წვდებოდა თვალი,
რადგან ჭალაკი, ტოტმეჩხერი და გამჭვირვალი
ნათლად აჩენდა ტბის კიდეზე აქლემთ, სახედართ
და გასცქეროდნენ მწყემსნი მავალთ თავის სახუნდრით.
_ ჩვენც გავყვეთ იმათ, თაყვანი ვცეთ სასწაულს ერთად,
თქვეს მწყემსებმა და ტანს მოირგეს ტყაპუჭი მჭიდროდ.

თოვლზე ფლატუნით სიარულში თითქოს ჩამოცხა.
და როცა შუქით სავსე ველზე, ვით ქარსის რკალი,
ანაზდად გაწვა უსანდლებო ტერფების კვალი,
უცნობ ანაბეჭდს, შემოვლებულს გარშემო სახლის,
ვარსკვლავის სხივზე გაავებით უღრენდა ძაღლი.

ყინავდა. ღამე დაემსგავსა თოვლიან ზღაპარს.
თითქოს ვიღაცა გამუდმებით, ნამქრიან გორით
ჩამოდიოდა და დგებოდა გზადმავალთ შორის.
ხოლო მყეფრები, უცნობ საფრთხით უცხოდ შემცბრები,
მორბედის ფეხთან აბუზულნი ეძებდნენ საფარს.

ბრბოებს იმ ღამით, იმ ადგილას მიდენილთ გზაზე,
აქა-იქ კენტად გარეოდნენ ანგელოზები.
და უხილავნი, რადგან იყვნენ უსხეულონი,
სიარულისას მხოლოდ ნაჭდევს ტოვებდნენ ქვაზე.

სულ მალე კლდესთან უთვალავი ჯარი მივიდა.
დილა დგებოდა, ბინდს იცლიდა რტოდან კედარი.
_ ვინ ხართ? _ მისულებს მარიამი წყნარად კითხვიდა.
ელჩები ზეცის და ცხოვართა ვართ მადევარი,
მოვსულვართ, რათა ჩვილს და მშობელს დიდება ვუთხრათ.
_ ამდენ ხალხს ერთად ვერ შეგიშვებთ, დადექით ზღურბლთან.

გათენებამდე, როცა ფერი ჩამოწვა ფერფლის,
მეცხვარეებს და ღამის მეხრეთ, დილაბნელს შეყრილთ,
ყურს ჭრიდა ლანძღვა და გნიასი ქვეითის, მხედრის,
ჯგლეთა მწყურვალე საქონლისა ისარნის პირთან,
აქლემთ ღრიალი, კვინტრიში ვირთა.

დილა დგებოდა. გამთენიამ ციდან მთიები
გახვეტა, როგორც ნაპერწკალის ჩამქრალი ნავლი
და სამი მოგვი, ირგვლივ დამდგარ ზღვა ხალხის გავლით
მიჰყვა მარიამს, შეიარა ეხის ღიობი.

მუხის ბაგაში, შუქმოსილი, ის იწვა მარტო,
როგორც ხის ღრუში ჩამდგარ წყალზე ციმციმი მთვარის
და ნაცვლად საფენ ცხვრის ტყავისა, უთბობდა სადგომს
სახედრის ბაგე და ნესტო ხარის.

შეჩერდნენ ჩრდილში, თითქოს ბაგებს ეფინა ბინდი
და ყოველ სიტყვას, ნაჩურჩულევს ამბობდნენ ბორგვით.
უცებ ვიღაცამ სიბნელიდან დასდო მხარს მკლავი
და ბაგით კერძო, იქვე მდგომი გასწია მოგვი,
მან მოიხედა, ნაპრალიდან სტუმარ დასავით,
მისჩერებოდა ქალწულს ზეცით შობის ვარსკვლავი.

1947

მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე

***

Б.Пастернак

Стояла зима.
Дул ветер из степи.
И холодно было младенцу в вертепе
На склоне холма.

Его согревало дыханье вола.
Домашние звери
Стояли в пещере.
Над яслями тёплая дымка плыла.

Доху отряхнув от постельной трухи
И зёрнышек проса,
Смотрели с утёса
Спросонья в полночную даль пастухи.

Вдали было поле в снегу и погост,
Ограды, надгробья,
Оглобля в сугробе,
И небо над кладбищем, полное звёзд.

А рядом, неведомая перед тем,
Застенчивей плошки
В оконце сторожки
Мерцала звезда по пути в Вифлеем.

Она пламенела, как стог, в стороне
От неба и Бога,
Как отблеск поджога,
Как хутор в огне и пожар на гумне.

Она возвышалась горящей скирдой
Соломы и сена
Средь целой Вселенной,
Встревоженной этою новой звездой.

Растущее зарево рдело над ней
И значило что-то,
И три звездочёта
Спешили на зов небывалых огней.

За ними везли на верблюдах дары.
И ослики в сбруе, один малорослей
Другого, шажками спускались с горы.

И странным виденьем грядущей поры
Вставало вдали всё пришедшее после.
Все мысли веков, все мечты, все миры.
Всё будущее галерей и музеев,
Все шалости фей, все дела чародеев,
Все ёлки на свете, все сны детворы.
Весь трепет затепленных свечек, все цепи,
Всё великолепье цветной мишуры…
…Всё злей и свирепей дул ветер из степи..
…Все яблоки, все золотые шары.

Часть пруда скрывали верхушки ольхи,
Но часть было видно отлично отсюда
Сквозь гнёзда грачей и деревьев верхи.
Как шли вдоль запруды ослы и верблюды,
Могли хорошо разглядеть пастухи.
— Пойдёмте со всеми, поклонимся чуду,—
Сказали они, запахнув кожухи.

От шарканья по снегу сделалось жарко.
По яркой поляне листами слюды
Вели за хибарку босые следы.
На эти следы, как на пламя огарка,
Ворчали овчарки при свете звезды.

Морозная ночь походила на сказку,
И кто-то с навьюженной снежной гряды
Всё время незримо входил в их ряды.
Собаки брели, озираясь с опаской,
И жались к подпаску, и ждали беды.

По той же дороге, чрез эту же местность
Шло несколько ангелов в гуще толпы.
Незримыми делала их бестелесность,
Но шаг оставлял отпечаток стопы.

У камня толпилась орава народу.
Светало. Означились кедров стволы.
— А кто вы такие? — спросила Мария.
— Мы племя пастушье и неба послы,
Пришли вознести вам обоим хвалы.
— Всем вместе нельзя. Подождите у входа.

Средь серой, как пепел, предутренней мглы
Топтались погонщики и овцеводы,
Ругались со всадниками пешеходы,
У выдолбленной водопойной колоды
Ревели верблюды, лягались ослы.

Светало. Рассвет, как пылинки золы,
Последние звёзды сметал с небосвода.
И только волхвов из несметного сброда
Впустила Мария в отверстье скалы.

Он спал, весь сияющий, в яслях из дуба,
Как месяца луч в углубленье дупла.
Ему заменяли овчинную шубу
Ослиные губы и ноздри вола.

Стояли в тени, словно в сумраке хлева,
Шептались, едва подбирая слова.
Вдруг кто-то в потёмках, немного налево
От яслей рукой отодвинул волхва,
И тот оглянулся: с порога на Деву,
Как гостья, смотрела звезда Рождества.

 

-

 

მალხაზ ხარბედია – “ბორის პასტერნაკი და საქართველო”

შესრულდა ბორის პასტერნაკის დაბადებიდან 120 წლისთავი, XX საუკუნის უდიდესი პოეტისა, რომელიც განსაკუთრებულად იყო დაკავშირებული საქართველოსთან.

პასტერნაკი მოსკოვში დაიბადა, 1890 წლის 10 თებერვალს, მხატვრის, ლეონიდ პასტერნაკისა და პიანისტის, როზალია პასტერნაკის ოჯახში. 10 წლის ბორისმა მათ ოჯახში სტუმრად მისული რაინერ მარია რილკე გაიცნო, 13-ისა კი, რუსი კომპოზიტორის, ალექსანდრ სკრიაბინის გავლენით, მუსიკოსობაზე ოცნებობდა.

მისი პირველი პოეტური კრებული 1914 წელს გამოვიდა. მას 1916-ში მოჰყვა უმნიშვნელოვანესი პოეტური რკალი “ბარიერებს ზევით”, 1922 წელს კი პასტერნაკის შემოქმედების მწვერვალად მიჩნეული “დაი ჩემი – ცხოვრება” დაიბეჭდა, სადაც, ბევრის აზრით, თანამედროვეობის უდიდესი პოეტი გამოჩნდა. პასტერნაკმა თავისი ცხოვრების მანძილზე კიდევ რამდენიმე კრებული შექმნა, გამოაქვეყნა პოემები, იდევნებოდა რომანის გამო, წერდა მოგონებებს. ახმატოვასავით ან ჩუკოვსკივით, ისიც თარგმანებით ირჩენდა თავს (ამ თავის რჩენაში მას თითქმის სრული შექსპირი შემოეთარგმნა, ასევე შილერი, გოეთეს “ფაუსტი”, ფრანგი პოეტები, ბარათაშვილი).

ბორის პასტერნაკის პოეზია და პროზა განსაკუთრებული მოვლენაა XX საუკუნის მსოფლიო ლიტერატურაში. პუშკინის, ლერმონტოვის, რილკეს კვალად ისიც ტოვებდა ხოლმე ლექსის საზღვრებს, რათა განსხვავებულად ეთქვა სათქმელი. ლიტერატურათმცოდნე ზაზა შათირიშვილი ამის შესახებ გვეუბნება: “მას მიაჩნდა, რომ პროზა არის პოეზია და პოეზია არის პროზა. აქედან გამომდინარე, ყველაზე საოცრად ეს პარალელიზმი გამოჩნდა “ექიმ ჟივაგოში”, სადაც იური ჟივაგოს ლექსების ციკლს აქვს შესაბამისი პარალელი პროზაში, ანუ ერთი და იგივე რაღაცა პროზითაც არის დაწერილი და პოეზიითაც, რაც ასევე საკმაოდ დიდი იშვიათობაა”.

ცალკე ისტორიაა ბორის პასტერნაკი და საქართველო. მან ჯერ კიდევ 30-იანი წლების დასაწყისში, შემდეგ კი დევნის პერიოდში, 1959 წელს, მეორე სამშობლო ჰპოვა ჩვენს ქვეყანაში. იგი, საქართველოსთან და ქართველ პოეტებთან ურთიერთობით, შეიძლება ითქვას, მეორეჯერ დაიბადა (პირველი ვიზიტის შემდეგ გამოცემულ მის პოეტურ კრებულს ასეც ერქვა – “მეორე დაბადება”).

ზაზა შათირიშვილის აზრით, “შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ის, რა როლიც შეასრულა გოეთეს შემოქმედებაში იტალიამ და რა როლსაც ასრულებს მანდელშტამის შემოქმედებაში სომხეთი, საქართველო ასრულებს ასეთ როლს პასტერნაკის შემოქმედებაში, როგორც ბიოგრაფიულად, ისე პოეტიკის თვალსაზრისით”.

ბორის პასტერნაკს ეკუთვნის ქარველი პოეტების შესანიშნავი თარგმანები, თუმცა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი მაინც მისეული ბარათაშვილია, უდაოდ კონგენიალური თარგმანი, რომელშიც ბარათაშვილის გარდა მეორე დიდი პოეტის ხმაც მოისმის:

Цвет небесный, синий цвет,
Полюбил я с малых лет.
В детстве он мне означал
Синеву иных начал.

И теперь, когда достиг
Я вершины дней своих,
В жертву остальным цветам
Голубого не отдам.

ანდა მერანი:

Стрелой несётся конь мечты моей,
Вдогонку ворон каркает угрюмо.
Вперёд, мой конь, мою печаль и думу
Дыханьем ветра встречного обвей.

Вперёд, вперёд, не ведая преград,
Сквозь вихрь и град, и снег, и непогоду.
Ты должен сохранить мне дни и годы.
Вперёд, вперёд, куда глаза глядят!

პასტერნაკს გაუმართლა ქართველ მთარგმნელებშიც. XX საუკუნის არც ერთი დიდი რომანი არ არის ქართულად ორჯერ თარგმნილი, „ექიმ ჟივაგოს” ორი განსხვავებული თარგმანი კი თითქმის ერთდროულად გამოვიდა საქართველოში, აკაკი ბრეგაძისა და ნოდარ ნონიაშვილის მიერ შესრულებული. სხვადასხვა დროს პასტერნაკის ლექსები თარგმნეს სიმონ ჩიქოვანმა, თამაზ ჩხენკელმა, მორის ფოცხიშვილმა, ვახუშტი კოტეტიშვილმა, ირაკლი სურგულაძემ, თედო ბექიშვილმა, ტარიელ ჭანტურიამ, ჯემალ აჯიაშვილმა, ანდრო ბუაჩიძემ, ბათუ დანელიამ და სხვებმა. პასტერნაკის, რილკესა და ცვეტაევას მიმოწერა ნაირა გელაშვილმა გადმოაქართულა, მისი “ადამიანები და გარემოებანი” კი გიორგი მარგველაშვილმა.

პასტერნაკი ოთხჯერ იყო საქართველოში ნამყოფი და აქ გატარებული დღეების შესახებ ჩვენ დეტალური ინფორმაცია გვაქვს. თავად მწერლის, ასევე სიმონ ჩიქოვანისა და სხვათა მოგონებების წყალობით თანმიმდევრულად შეგვიძლია აღვადგინოთ პოეტის მოგზაურობის დღეები. მაგალითად, პირველი, ყველაზე შთამბეჭდავი ვიზიტი, 1931 წლის ზაფხულში შედგა. 13 ივლისს მან რუსული და ქართული კლასიკური ლიტერატურიდან კარგად ნაცნობი მარშრუტი გამოიარა, ჩრდილო კავკასიიდან, დარიალისა და მლეთის გავლით (სხვათა შორის, სიმონ ჩიქოვანი წერდა, რომ პასტერნაკისთვის ლერმონტოვისგან გაცხადდა ქართული თემა, რომელიც პლასტიკურად იყო გადააზრებული შემდგომ ვრუბელთან). 14 ივლისს, გამთენიისას იგი უკვე ტფილისში იყო, საღამოს პაოლო იაშვილსა და სხვა ცისფერყანწელებს ხვდებოდა. მეორე დღეს მცხეთას ესტუმრნენ, მოინახულეს ჯვარი, აგვისტოში კი იგი კოჯორში ისვენებდა, სასტუმრო “კურორტის” მე-8 ნომერში. კოჯორიდან პოეტი აბასთუმანში გააქანეს, შემდეგ ბორჯომში და ბაკურიანში, სადაც მაშინ გიორგი ლეონიძე ისვენებდა, პაოლო იაშვილი კი ბოლოს ქობულეთში მასპინძლობდა პასტერნაკს.

ამ პერიოდიდან მოყოლებული, პასტერნაკის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა საქართველომ. ზაზა შათირიშვილის აზრით: “ალბათ არავის არ დაუწერია საქართველოზე ისეთი რაღაცეები, – რა თქმა უნდა, იყო მანდელშტამის Кое-что о грузинском искусстве, – თუმცა პასტერნაკი ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული იყო. როცა ვეკითხებოდი ხოლმე ჩემს უფროს მეგობრებს, რა იყო მისთვის საქართველო, მაგალითად, ალექსანდრ პიატიგორსკის, იგი მპასუხობდა: ალბათ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართულ ქრონოტოპოსში, ანუ მოცალეობა და მჭვრეტელობა, შინაგანი გარინდებულობა, არისტოკრატიზმი და სიცოცხლის სიყვარული”.

მოგვიანებით, როდესაც რეპრესიებს მისი მეგობრები შეეწირნენ, პასტერნაკი ბოლომდე ერთგული დარჩა მათი და ცვეტაევასთან და მაიაკოვსკისთან ერთად, ტიციანსა და პაოლო იაშვილსაც ხშირად იხსენებდა ხოლმე დიდი გულისტკივილით.

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილამდე, ბალიშის ქვეშ, ჰქონდა ორი წერილი, ეს იყო რილკეს წერილი და ტიციან ტაბიძის წერილი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ “ექიმი ჟივაგოს” წერა მან დაიწყო ფურცელზე, რომელიც დარჩა ტიციან ტაბიძეს, – 1937 წელს, მოგეხსენებათ, ტიციანი დახვრიტეს – და აი ეს ფურცლები, რომლებიც ვერ გამოიყენა ტიციანმა, ვერ მოასწრო, აჩუქა ნინა ტაბიძემ, და ამაზე დაიწყო თავისი რომანის წერა, ეს ძალიან სიმბოლური აქცია იყო პასტერნაკისათვის” – ამბობს ზაზა შათირიშვილი.

ეს სიმბოლური აქცია სულ მალე ნამდვილ ტანჯვად მოუბრუნდა მწერალს. რომანი “ექიმი ჟივაგო”, ნაწარმოები, რომელმაც კლასიკური რუსული პროზა დაასრულა, შეცვალა ქვეყანა და ადამიანები, ყველაზე დიდი “სამხილი” აღმოჩნდა 68 წლის პოეტის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, საუბარია პასტერნაკის ნობელის პრემიასთან დაკავშირებულ სკანდალზე, რომელსაც მაშინდელმა ოფიციოზმა ატომური ლიტერატურული ბომბი უწოდა. მას სპეციალურად გამართულ სხდომებზე იუდას, კაცთმოძულეს, ცინიკოსს, ცილისმწამებელს, მოღალატეს, გომბეშოს, ღორსაც კი უწოდებდნენ. იგი აიძულეს, უარი ეთქვა ნობელზე და “პრავდაში” გამოაქვეყნებინეს ერთგვარი მონანიების წერილიც, რომელშიც მის კალამს მხოლოდ ერთი პატარა აბზაცი ეკუთვნოდა, დანარჩენი კი, როგორც ფიქრობენ, მისმა მეგობარმა, ოლგა ივინსკაიამ, დაშინებულმა არიადნა ეფრონმა – ცვეტაევას ქალიშვილმა და ადვოკატმა გრიმგოლცმა შეთხზეს.

1958 წლის 29 ოქტომბერს თბილისშიც გაიმართა აღშფოთებულთა სხდომა, რომელიც მწერალთა კავშირის პირველმა მდივანმა, ირაკლი აბაშიძემ გახსნა და რომელზეც სიტყვებით გამოვიდნენ: ალიო მირცხულავა, ბესარიონ ჟღენტი, შალვა დადიანი, კარლო კალაძე, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, გრიგოლ აბაშიძე, რევაზ მარგიანი, იოსებ ნონეშვილი, გიორგი ნატროშვილი, კომპოზიტორები ანდრია ბალანჩივაძე, ალექსი მაჭავარიანი. პოეტის საქციელი დაგმეს (თუ დააგმობინეს) მისმა მეგობრებმაც, სიმონ ჩიქოვანმა და გიორგი ლეონიძემ. მათ “მხურვალედ დაუჭირეს მხარი” პასტერნაკის სსრ მწერალთა კავშირის რიგებიდან გარიცხვის იდეას, “ერთსულოვნად გამოთქვეს თავიანთი ღრმა აღშფოთება ბორის პასტერნაკის ანტიპატრიოტული მოქმედების გამო. აღინიშნა, რომ ბორის პასტერნაკი ფაქტიურად გადაიქცა საერთაშორისო რეაქციის რუპორად მის გააფთრებულ ბრძოლაში ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ, მშვიდობისა და პროგრესის წინაღმდეგ”.

თუკი 30-იან წლებში პასტერნაკთან გაცილებისას, სადგურში ადგენდა ერთ-ერთი თბილისური გამომცემლობა ხელშეკრულებას, 1959 წელს მას საქართველოში ყველა ჰონორარი შეუჩერეს, მათ შორის ერთი წლის წინ გამოცემული წიგნისთვის „ლექსები საქართველოზე, ქართველი პოეტები“.

ბორის პასტერნაკის პორტრეტი. ლადო გუდიაშვილი – Boris Pasternak. Portrait. Lado Gudiashvili. 1966

ამის მიუხედავად, 1959 წლის თებერვალ-მარტის 10-დღიანი ვიზიტისას მას მაინც ბევრი რამ დარჩა მოსაგონარი. პირველ რიგში ეს იყო მეგობრობა ლადო გუდიაშვილის ქალიშვილთან, რომელიც მასზე 50 წლით უმცროსი იყო და რომელსაც იგი მოსკოვში გამომგზავრებისთანავე სწერდა: “…დაიხსომეთ, რომ თქვენ ჩემი საუკეთესო მეგობრების პირველ რიგში მოგიჩინეთ ადგილი და უფლება მოგეცით, შემიბრალოთ და იფიქროთ ხოლმე ჩემზე, როგორც ძალიან ახლობელ ადამიანზე”. თბილისიდან გამომგზავრებისას კი მან დაძრული მატარებლიდან გადმოსძახა ნინო ტაბიძეს: “ნინა! მე არსად მივდივარ, მე თქვენს სახლში დავრჩი, იქ მეძებეთ”.

წყარო: რადიო თავისუფლება – http://www.tavisupleba.org

 

-

ზაზა შათირიშვილი – “პასტერნაკი და ტიციან ტაბიძე”

შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ის, რა როლიც შეასრულა გოეთეს შემოქმედებაში იტალიამ და რა როლსაც ასრულებს მანდელშტამის შემოქმედებაში სომხეთი, საქართველო ასრულებს ასეთ როლს პასტერნაკის შემოქმედებაში, როგორც ბიოგრაფიულად, ისე პოეტიკის თვალსაზრისით”.

ალბათ არავის არ დაუწერია საქართველოზე ისეთი რაღაცეები, – რა თქმა უნდა, იყო მანდელშტამის Кое-что о грузинском искусстве, – თუმცა პასტერნაკი ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული იყო. როცა ვეკითხებოდი ხოლმე ჩემს უფროს მეგობრებს, რა იყო მისთვის საქართველო, მაგალითად, ალექსანდრ პიატიგორსკის, იგი მპასუხობდა: ალბათ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართულ ქრონოტოპოსში, ანუ მოცალეობა და მჭვრეტელობა, შინაგანი გარინდებულობა, არისტოკრატიზმი და სიცოცხლის სიყვარული.

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილამდე, ბალიშის ქვეშ, ჰქონდა ორი წერილი, ეს იყო რილკეს წერილი და ტიციან ტაბიძის წერილი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ “ექიმი ჟივაგოს” წერა მან დაიწყო ფურცელზე, რომელიც დარჩა ტიციან ტაბიძეს, – 1937 წელს, მოგეხსენებათ, ტიციანი დახვრიტეს – და აი ეს ფურცლები, რომლებიც ვერ გამოიყენა ტიციანმა, ვერ მოასწრო, აჩუქა ნინა ტაბიძემ, და ამაზე დაიწყო თავისი რომანის წერა, ეს ძალიან სიმბოლური აქცია იყო პასტერნაკისათვის.

ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი?  (c)ქეთუ

Share on other sites

  • ფორუმელი

Во всем мне хочется дойти...

Во всем мне хочется дойти
До самой сути.
В работе, в поисках пути,
В сердечной смуте.

До сущности протекших дней,
До их причины,
До оснований, до корней,
До сердцевины.

Всё время схватывая нить
Судеб, событий,
Жить, думать, чувствовать, любить,
Свершать открытья.

О, если бы я только мог
Хотя отчасти,
Я написал бы восемь строк
О свойствах страсти.

О беззаконьях, о грехах,
Бегах, погонях,
Нечаянностях впопыхах,
Локтях, ладонях.

Я вывел бы ее закон,
Ее начало,
И повторял ее имен
Инициалы.

Я б разбивал стихи, как сад.
Всей дрожью жилок
Цвели бы липы в них подряд,
Гуськом, в затылок.

В стихи б я внес дыханье роз,
Дыханье мяты,
Луга, осоку, сенокос,
Грозы раскаты.

Так некогда Шопен вложил
Живое чудо
Фольварков, парков, рощ, могил
В свои этюды.

Достигнутого торжества
Игра и мука -
Натянутая тетива
Тугого лука.

 

1956

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

Любить иных, тяжелый крест

Любить иных — тяжелый крест,
А ты прекрасна без извилин,
И прелести твоей секрет
Разгадке жизни равносилен.

Весною слышен шорох снов
И шелест новостей и истин.
Ты из семьи таких основ.
Твой смысл, как воздух, бескорыстен.

Легко проснуться и прозреть,
Словесный сор из сердца вытрясть
И жить, не засоряясь впредь,
Все это — небольшая хитрость.

1931 г.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@ტირანოზავრიკი герань ქართულად ბალბაა, გვატყუებს ეგ ესმა :uxe:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   27 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 25 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)