ფორუმელი Moor Posted 10 თებერვალი, 2021 Posted 10 თებერვალი, 2021 2018-2019 წლებში გარდაბნის მეგობრობის ცენტრი" 206,200-ით დაფინანსდა, საიდანაც 194,900 კულტურის მაგივრად ხელფასებს მოახმარეს admin Wed, 02/10/2021 - 19:44 ააიპ “გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეგობრობის ცენტრის” ფუნქცია კულტურული და სადღესასწაულო ღონისძიებების მოწყობაა. 2018 და 2019 წლებში “მეგობრობის ცენტრმა” საკუთარი ბიუჯეტის 1%-ზე ოდნავ მეტი დახარჯა მიზნობრივად. 206,200 ლარიდან მხოლოდ 2,800 ლარი მოხმარდა კულტურულ ღონისძიებებს, დანარჩენი კი ხელფასებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებში წავიდა. აღსანიშნავია, რომ გარდაბანში კულტურულ ღონისძიებებს მერიის შესაბამისი სამსახური აფინანსებს და გაურკვეველია, რატომაა აუცილებელი ცალკე ამ ა(ა)იპ-ის ფუნქციონირება. გარდაბნის მუნიციპალიტეტში უკვე რამდენიმე წელია არსებობს ააიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეგობრობის ცენტრი, რომლის მიზანიც კულტურული და სადღესასწაულო ღონისძიებების მოწყობაა და დაფინანსების წყარო კი საქართველოს ბიუჯეტია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა “მეგობრობის ცენტრის” 2018 და 2019 წლების საქმიანობა გამოიკვლია და გამოაქვეყნა მონაცემები, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან რა ნაწილი იხარჯებოდა ხელფასებში, ადმინისტრაციულ ხარჯებსა და კულტურულ ღონისძიებებში. აღმოჩნდა, რომ 2018 და 2019 წლებში ცენტრის მიერ მიღებულმა დაფინანსებამ 206,200 ლარი შეადგინა, ხოლო ამ თანხიდან 98.6% - ხელფასებსა და ადმინისტრაციის შენახვაში დაიხარჯა, უფრო კონკრეტულად კი თანამდებობრივმა სარგომ 194,900 ლარი შეადგინა, ხოლო ადამინისტრაციის ხარჯებმა 8,200 ლარი. კულტურულ ღონისძიებების მოწყობისთვის კი 2018-2019 წლებში თანხის მხოლოდ 1.35% გამოიყო, რამაც 2,800 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტს ყოველწლიურად ცალკე ხარჯი აქვს გამოყოფილი კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის, ასევე კულტურული ღონისძიებების მოსაწყობად, კულტურის ორგანიზაციების ხელშესაწყობადაც და ამასთან ერთად, ცალკე აქვს შექმნილი ააიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი. მაგალითისთვის, მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 2,053,000 ლარი დახარჯა, კულუტურული ღონისძიებების მოსაწყობად ამავე წლებში 231,100 გამოიყო, ასევე 2018-2019 წლებში კულტურის ორგანიზაციების ხელშესაწყობად 1,805,600 ლარი დახარჯა, ხოლო კულტურის ცენტრი 2017-2018 წლებში 377,400 ლარით დაფინანსდა. ამ ფონზე გაუგებარია, რისთვის დასჭირდა გარდაბნის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ააიპ-ის შექმნა, რომელიც კულტურული ღონისძიებების მოწყობაზე იქნებოდა პასუხისმგებელი, თუმცა რეალურად ამ მოვალეობას არ შეასრულებდა. “(მეგობრობის ცენტრის) ა(ა)იპ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებებისა და პასუხისმგებელი პირების განმარტებიდან ირკვევა, რომ მოსამსახურეები მონაწილეობას იღებენ მუნიციპალიტეტში ჩატარებულ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში ჩატარებული კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორია მერიის შესაბამისი სამსახური. შესაბამისად, გაურკვეველია თუ რა აუცილებლობას წარმოადგენს ამ ა(ა)იპ-ის ფუნქციონირება, როდესაც კულტურული და სადღესასწაულო ღონისძიებების დაგეგმვას, დაფინანსებასა და შესყიდვას მერია ახორციელებს” - წერია აუდიტის ანგარიშში. წყაროები: 1) აუდიტის სამსახურის დასკვნა, გვ.26 - https://sao.ge/.../%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93... 2) გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 და 2019 წლების ბიუჯეტი - https://matsne.gov.ge/ka/document/view/4424434?publication=0 3) გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეგობრობის ცენტრი და დირექტორი - https://gardabani.gov.ge/gamgeoba/shpsebi-da-aipieb Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-02/148723465_2884471241828307_2947683153088964767_o.jpgთებერვალი 2021 2021 Author ანა აბაშიძე Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ტირანოზავრიკი Posted 10 თებერვალი, 2021 Posted 10 თებერვალი, 2021 15 minutes წინ, Moor said: 2018 და 2019 წლებში “მეგობრობის ცენტრმა” საკუთარი ბიუჯეტის 1%-ზე ოდნავ მეტი დახარჯა მიზნობრივად. ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი? (c)ქეთუ Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა