ფორუმელი Moor Posted 9 თებერვალი, 2021 Posted 9 თებერვალი, 2021 ცხინვალის სასამართლომ დღეს საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრს, რამაზ ბეღელურს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. რამაზ ბეღელური რუსმა სამხედროებმა სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ტერიტორიასთან 2 თებერვალს დააკავეს. მიზეზი, ე.წ. საზღვრის გადაკვეთა. ,,უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. არსებული მექანიზმების გამოყენებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიმართულებით”, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. რამაზ ბეღელურის მამის თქმით, მისი შვილი რუსმა და ოსმა სამხედროებმა უკვე მეორედ დააკავეს. ,,ადრეც იყო დაკავებული. ნაკვეთში იყო ასული და იქიდან წაიყვანეს. გუშინ რა მოხდა, ვერ გეტყვით? საიდან წაიყვანეს, როგორ – არ ვიცი. ეს უკვე მეორედ წაიყვანეს რუსებმა”, – ამბობს რამაზ ბეღელურის მამა qartli.ge-სთან ინტერვიუში. ეს ბოლო ათი დღის განმავლობაში ცხინვალის სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქეების საქმეების განხილვის უკვე მეორე შემთხვევაა. 8 თებერვალს ცხინვალის სასამართლომ 12.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ზაზა გახელაძეს, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ივლისში სოკოს საკრეფად ყოფნის დროს ასევე საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დააკავეს. ცხინვალი ამბობს, რომ დაკავებისას გახელაძემ წინააღმდეგობა გაუწია სამხედროებს და სანადირო თოფიდან გაისროლა. 12 წელი სოკოს კრეფისთვის. როგორ აღმოჩნდა ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში __________________________________ საქართველოს მოქალაქეების დაკავება კონფლიქტის ზონაში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ხშირია. თბილისის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში, გამყოფ ხაზთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 13 ადამიანი დააკავეს. სამი ადამიანი გაფრთხილების შედეგად გაუშვეს, ცხრა ,,სასაზღვრო რეჟიმის” დარღვევის ფაქტზე, დააჯარიმეს. ერთის მიმართ კი, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. მავთულხლართები კონფლიქტის ზონაში. იანა ყორბეზაშვილი/Civil.geწყარო: ჯემნიუსი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა